Connect with us

საკითხავი

7 მეთოდი დაეხმაროთ გულს, თუ ვინმემ ახლახანს „გაგიტეხათ“

7 მეთოდი დაეხმაროთ გულს, თუ ვინმემ ახლახანს „გაგიტეხათ“

საყვარელ ადამიანთან განშორება მტკივნეული და უსიამოვნო პროცესია. ხშირად მას დეპრესია და ტოტალური იმედგაცრუება ახლავს. კოცნა და მოფერება, საჩუქრები და რომანტიული სიურპრიზები აღარ იქნება.

შიგნით სიცარიელეს გრძნობთ, გარედან კი ძალდანატებული ღიმილი გაკერიათ. როგორ გადავიტანოთ ტკივილი? აი, 7 მეთოდი, რომლებიც საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ კვლავ სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებთ,

1.საკუთარ თავს იმდენი დრო მიეცით, რამდენიც გჭირდებათ.

ჭრილობები მოიშუშეთ, სხვებს არ მიაქციოთ ყურადღება. თუნდაც ერთი ან ორი თვე დაგჭირდეთ, მთავარია, რომ სრულად დამშვიდება და მოდუნება შეძლოთ.

2.ემოციებს თქვენზე კონტროლის უფლება არ მისცეთ.

დაშორების შემდეგ თქვენ დაუცველი ხართ, ამიტომ ემოციები გააკონტროლეთ. ბრაზისგან დაცლის მეთოდი იპოვეთ, მაგრამ გრძნობების ბოლომდე შთანთქმის უფლება არ მისცეთ.

3.განშორებაში მხოლოდ საკუთარი თავი არ დაადანაშაულოთ.

განშორებაში პასუხისმგებელი ორივე პარტნიორია. შეუძლებელია, რომ ერთი პარტნიორი იდეალური იყოს, ხოლო მეორე საშინელი ადამიანი. ასეთი დამანგრეველი ფიქრებით საკუთარი თავი კუთხეში არ მიიმწყვდიოთ.

4.თავი შორს დაიჭირეთ ნივთებისგან, შენობებისგან, ადგილების და ა.შ., რომლებიც საყვარელ ადამიანს გახსენებთ.

ტკივილის მომნიჭებელი შეიძლება იყოს სიმღერა, ყვავილი, კაბა და ლამაზი მზის ჩასვლაც კი.

5.შურისძიების ფიქრები მოიშორეთ.

ეს დამშვიდების უფლებას არ მოგცემთ. უმჯობესია კონცენტრირება სამსახურზე, ახალ მიზნებსა და პერსპექტივებზე გააკეთოთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ერთმანეთი გიყვარდათ, ერთად იცინოდით და ყველაზე სანუკვარს უზიარებდით. რა საჭიროა გახდეთ მტრები?

6.ყველაფერში პოზიტივი ეძებეთ, დაშორებაშიც კი

ოპტიმისტები რთულ სიტუაციებს უფრო მარტივად უმკლავდებიან. იპოვეთ საქმიანობა, რომელიც გაღიმებას გაიძულებთ, სიწყნარის და მშვიდობის გრძნობას მოგცემთ, მწუხარე ფიქრების განდევნაში დაგეხმარებათ.

7.საკუთარ თავს სიყვარულში იმედგაცრუების უფლება არ მისცეთ

ერთმა წარუმატებლობამ წყობილებიდან არ უნდა გამოგიყვანო. სიყვარული კვლავ მოვა მოულოდნელად და აუცილებლად. ყველაფერს დრო სჭირდება. შესაბამის ადამიანს აუცილებლად იპოვით. მოთმინება მოიკრიბეთ და ყველაფერი გამოგივათ!

ამ სიას რამეს დაუმატებდით?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement