თავის მოვლა
7 იოლი მეთოდი, რომელიც 1 დღეში ჰერპესის მოშორებაში დაგეხმარებათ
ჰერპესი – ერთ-ერთი ყველაზე ფარული დაავადება. მაშინაც კი, თუ იგი მარტივი ფორმით მიმდინარეობს და მხოლოდ წელიწადში ერთხელ გაწუხებთ, მაინც უსიამოვნო პრობლემაა.
განსაკუთრებით გვაღიზიანებს დამახასიათებელი გამონაყარი ტუჩებზე, რასაც თან ახლავს ქავილი და საზიზღრადაც გამოიყურება, რამდენიმე დღის მანძილზე სახლიდან გასვლის სურვილს გვიკარგავს.
ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ 7 ხალხურ მეთოდზე, რომლებიც ჰერპესული ინფექციის გამოვლინებას 1 დღეში ჩააცხრობს.
ხალხური საშუალებები ჰერპესული გამონაყარის საწინააღმდეგოდ
1. ჩაალბეთ ბამბის ტამპონი 1.5%-იან რძეშიდა წაისვით დაზიანებულ მონაკვეთზე. არ დაიბანოთ და არაფერი შეჭამოთ, სანამ რძე არ გაშრება. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ 2-3 საათში, საღამოსთვის წყლულები უნდა ჩაცხრეს.
2. ძირტკბილას ფესვი ჰერპესის წინააღმდეგ შესანიშნავი საშუალებაა. დააფქვიეთ იგი, დაუმატეთ მდუღარე წყალი ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ, წაისვით უშუალოდ გამონაყარზე. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ძილის წინ და მხოლოდ დილით ჩამოიბანეთ.
3. თუ ტუჩებზე უკვე გაჩნდა წყლული, მიიწვით იგი წყალბადის ზეჟანგით, ყოველ 2-3 საათში. საღამოსთვის სახე გაგისუფთავდებათ.
4. ჰერპესის დროს, ნიორიც დაგეხმარებათ. დაჭყლიტეთ ერთი კბილი სანელებელი და წაისვით მიღებული მასა პრობლემურ ადგილზე. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია!
5. ნივრისგან განსხვავებით, პიტნის ეთერზეთი არამხოლოდ ახორცებს გამონაყარს, არამედ კარგი სუნიც აქვს. ასრ, რომ თამამად გამოიყენეთ იგი ხალხმრავალ ადგილზეც, დღეში სამჯერ. ეს საუკეთესო საშუალებაა ტუჩზე არსებული ჰერპესის მოსაშორებლად.
6. ჰერპესის გამოვლინებას კარგად ებრძვის ალოეს წვენიც. წაისვით სითხე პრობლემურ ზონაზე ყოველ 2 საათში.
7. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყინული შესანიშნავად გეხმარებათ ჰერპესის პირველი სიმპტომების დროს. როგორც კი შეიგრძნობთ, რომ ტუჩები გისივდებათ, მიიდეთ ყინული. იგი მოგიხსნით შეშუპებას და შეანელებს დაავადების განვითარებას, რითიც ორგანიზმს ეხმარება ინფექციასთან გამკლავებაში.
ამ მარტივი რჩევების ცოდნით, თქვენ მარტივად გადაიტანთ დაავადების მწვავე ფორმასაც.