Connect with us

ჯანმრთელობა

7 ავადმყოფობა, რომელთაც შესანიშნავად უმკლავდება ოთახის ალოეს წვენი

ალოეს წვენი ძველი დროიდან გამოიყენება ხალხურ მადიცინაში. ექიმებიც კი ურჩევენ ამ ბუნებრივი სამკურნალო საშუალების გამოყენებას თავიანთ პაციენტებს რიგ შემთხვევებში.

დღეს გაგაცნობთ 7 ავადმყოფობას, რომლებსაც ალოე ვერას წვენი გაუმკლავდება.

1. სურდო

თუ მოსვენებას არ გაძლევთ სავსე ცხვირი, ჩაიწვეთეთ თითო ნესტოში 3-4 წვეთი ალოეს წვენი დღეში რამდენჯერმე. ბავშვებისთვისაც შეიძლება ამ საშუალების გამოყენება, ოღონდ ამ შემთხვევაში რეკომენდებულია წვენის გაზავება წყალში.

2. ყაბზობა

ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად, საკვების მიღებამდე მიირთვით 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ს.კ. ალოეს წვენი. მიიღეთ ეს ხსნარი დღეში რამდენჯერმე.

3. დამწვრობა

თუ მდუღარე წყლით ან ზეთით დაიწვით, მეტისმეტი მოგივიდათ პლაჟზე წოლა, მოჭერით ალოეს ფოთოლს პატარა ნაწილი, შემდეგ გაჭერით მთელ სიგრძეზე და წაისვით ეს ნახევრები კანის დაზიანებულ მონაკვეთზე, ეს არამხოლოდ შეამსუბუქებს ტკივილს, არამედ ჭრილობის შეხორცებასაც დააჩქარებს.

4. კანის დაავადებები

ალოეს შეუძლია კანის მდგომარეობის გაუმჯობესებს ფსორიაზისა და დერმატიტის დროს. დაიმუშავეთ დაზიანებული მონაკვეთები ხშირად – დღეში 10 ან მეტჯერ. მკურნალობის კურსი მოიცავს 3 კვირას. ამ მცენარის წვენი მოზარდს გარდატეხის ასაკში წარმოქმნილ კანის პრობლემების დროსაც დაეხმარება.

5. გაუწყლოებული კანი

ალოს წვენისგან მიიღება შესანიშნავი ტონიკი, რომელიც ცვლის აფთიაქის ძვირადღირებულ საშუალებას. მის მოსამზადებლად შეურიეთ ალოეს წვენი ბალახის ნაყენს(მაგ., გვირილის ან ჭინჭრის), დაუმატეთ ნებისმიერი ეთერზეთი. გამოიყენეთ სითხე დილით და საღამოს.

ალოეს წვენისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ყინულის კუბებიც, რომლითაც კანს დილაობით გაიწმენდთ, დაბანის შემდეგ. ამისათვის შეურიეთ მცენარის წვენი გაზგასულ მინერალურ წყალს და ჩაასხით სპეციალურ ფორმებში.

6. კანის ანთება

ასეთი პრობლემის გადასაჭრელად აიღეთ 1 ს.კ. ალოეს წვენი, ამდენივე სალიცილის მჟავა და 50 გ ბალახის ნაყენი. ამ მასას შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი. გამოიყენეთ საშუალება დღეში რამდენჯერმე.

7. თმისცვენა

ამ უსიამოვნების მოგვარება შესაძლებელია, თუ თმის ძირებში შეიზელთ მცენარის წვენს თმის დაბანა,დე 30 წუთით ადრე. თქვენი თმა არამხოლოდ ცვენას შეწყვეტს, არამედ ჯანსაღ და მოელვარე იერსაც შეიძენს.

მნიშვნელოვანია: ალოეს გამოყენებამდე სამკურნალო მიზნით, აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.