Connect with us

საკითხავი

6 ნიშანი, რომ წინა ცხოვრება გქონდათ

აღმოსავლური ფილოსოფიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა მთელ მსოფლიოში რეინკარნაციის თეორია გაავრცელა. მარტივად რომ ვთქვათ, სულის გადასახლების რწმენა არსებობს. ბევრ ადამიანს ეს იზიდავს, რადგან სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ მათ შეუძლიათ ყვავილიდან ადამიანი გახდეს, შემდეგ მაგალითად ცხოველად. რეინკარნაციის ფილოსოფიის ექსპერტები გამოყოფენ 6 ნიშანს, რომლის მიხედვით შეგიძლიათ გაიგოთ, ჰქონდა თუ არა სულს წარსული.

1. ადამიანი განმეორებად სიზმრებს ხედავს

ერთ ქალს მუდმივად ერთი და იმავე კოშმარი ესიზმრებოდა: ის პატარა ბავშვია, გოგონა, და გრძელ, ბნელ დერეფანში დიდი დეპრესიის ეპოქის ტანსაცმელში შემოსილი გარბის. მას უცნობი მამაკაცი ნაჯახით მისდევს. როცა ხელს კიდებს, ეღვიძება. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ ვიღაც სხვა ადამიანი ხართ, სხვა დროში ცხოვრობთ და ეს სიზმარი მეორდება, აღმოსავლელი ბრძნების აზრით, თქვენ წარსული ცხოვრება გქონდათ.

2. ძლიერი მეექვსე გრძნობა

ინტუიცია ყველას აქვს, მაგრამ, როგორც წესი, ახალგაზრდობაში ის საკმაოდ ზედაპირულია. ხოლო ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად უფრო ძლიერი და მკაფიო ხდება. აღმოსავლელი მეცნიერები ირწმუნებიან: ძლიერი თანდაყოლილი ინტუიცია რეინკარნირებული სულის ნიშანია.

3. არ არსებულზე მოგონება

ზოგჯერ ადამიანს დეტალებში ახსოვს სიტუაციები, რომლებიც წინა ფაქტებიდან გამომდინარე მას არ შეეძლო გადახდომოდა. მაგალითად, ახალგაზრდა ბიჭის მოგონება საკუთარ სიბერეზე. მოკლედ, ეს ნიშანი საკმაოდ იშვიათად გვხვდება.

4. წინათგრძნობის მომენტები

ინდუისტები თვლიან, რომ ზოგჯერ ადამიანს მომავალი ფიქრების, გრძნობების და ხედვის საშუალებით ეხსნება. იუნგი ამას კოლექტიურ არაცნობიერს მიაწერდა. მექანიზმი უცნობია, მაგრამ აღმოსავლელი ფილოსოფოსები თვლიან, რომ რეინკარნაციის გავლის შემდეგ ადამიანებს ამის გაკეთება შეუძლიათ.

5. თავი მოხუცად იგრძნოთ

ეს ფენომენი მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა ადამიანს ჰგონია, რომ მისი სული უფრო დიდხანს ცხოვრობს, ვიდრე თავად. თუ წლებთან შედარებით უფრო ბრძენი ხართ ან თავს ზრდასრულად მიიჩნევთ, გამორიცხული არაა, რომ თქვენ გაქვთ წარსული ცხოვრება, ახლა კი ერთ–ერთი „აწმყოა“.

6. ადამიანს გარკვეული ეპოქა ან კულტურა სიგიჟემდე უყვარს

მაგალითად, ვიღაც 1988 წელს დაიბადა და მას 20-იანი წლებისკენ სიგიჟემდე იზიდავს. ან წმინდა სისხლის გერმანელი ვთქვათ სან–ფრანცისკოში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში. თუ ინდუისტურ თეორიას დავუჯერებთ, ეს უბრალოდ არაა და ეს ადამიანები იქ, იმ ადგილას ან დროს უკვე ცხოვრობდნენ, მაგრამ წარსულ ცხოვრებაში.