ჯანმრთელობა
6 კითხვა, რომლებზეც პასუხი ყველა კოფემანმა უნდა იცოდეს
არსებობს დედამიწაზე ისეთი ადამიანი, რომელსაც ყავა არ უყვარს? ალბათ, რამდენიმე იქნება ასეთი, თუმცა, ძალიან დიდი უმრავლესობა გიჟდება ამ სასმელზე. თუ თქვენც კოფემანებს მიეკუთვნებით, ახლა რაღაც მნიშვნელოვანს მოგიყვებით.
კოფეინი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ორგანიზმში მოხვედრისას, იგი ზრდის წნევას და ახშირებს გულისცემას – სწორედ ამიტომ გრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. ამიტომაა ყავა ასეთი სასიამოვნო დასალევი და ძალიან სწრაფმოქმედი.
კოფეინის ეფექტი გრძელდება, სანამ იგი მეტაბოლისტურ პროცესებშია, ხოლო ზუსტი დრო რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ადამიანები ამ ეფექტს სხვადასხვაგვარად შეიგრძნობენ. ფეხმძიმეებისა და უძილობის მქონე ადამიანებისთვის კოფეინი საერთოდ არაა რეკომენდებული.
მაშ ასე, 6 კითხვა თავისი პასუხებით:
1. რამდენი დროა საჭირო კოფეინის მეტაბოლიზებისთვის
ორგანიზმს კოფეინის მეტაბოლიზაციისთვის დაახლოებით 5 საათი სჭირდება. თუ 40 მგ კოფეინი მიიღეთ, 5 საათში თქვენს ორგანიზმში 20 მგ ნივთიერება დარჩება.
2. შეიძლება თუ არა კოფეინისადმი ტოლერანტულობის გაჩენა?
თუ ყავას რეგულარულად სვამთ, ორგანიზმში კოფეინისადმი რეზისტენტულობა ვითარდება და თითქმის წყვეტს მოქმედებას. კოფეინისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს კი კოფეინის ეფექტი მეორე დღესაც შეიძლება იგრძნოთ.
3. რამდენად დიდხანს იგრძნობა კოფეინის ეფექტი?
კონკრეტული დროის დასახელება შეუძლებელია. კოფეინის მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დოზასა და ინდივიდუალურ ფაქტორებზე – ასაკზე, სხეულის მასასა და მგრძნობელობაზე.
4. შეიძლება თუ არა ყავა მეძუძური დედებისთვის?
ფეხმძიმობის დროს, ექიმები მომავალ დედებს ყავის დალევას არ ურჩევენ. მშობიარობის შემდეგ, კოფეინი ისევ მავნეა, რადგან ძუძუთი კვების დროს იგი ბავშვის ორგანიზმში ხვდება, რისგანაც პატარა მშფოთვარე და პრეტენზიული ხდება. გარდა ამისა, კოფეინს ბავშვის ძილის დარღვევაც შეუძლია.
5. მოქმედებს თუ არა კოფეინი ძილზე?
ეს ყველაზე გავრცელებული კითხვაა. კოფეინის ეფექტი შეიძლება მთელი დღის მანძილზე შენარჩუნდეს, რაც გარკვეულ შედეგებს გამოიწვევს. კოფეინის დიდი დოზის მიღების ან მომატებული მგრძნობელობის დროს, ნამდვილად შეიძლება ძილის დარღვევების გამოწვევა. ეცადეთ, არ მოიხმაროთ დღეში 200-300 მგ-ზე მეტი კოფეინი.
6. აქვს თუ არა კოფეინს გვერდითი მოვლენები?
დიახ, შესაძლო გვერდითი მოვლენებია: ნევროზულობა, მუცლის ტკივილი, დიარეა, გახშირებული ან დარღვეული გულისცემა, გახშირებული სუნთქვა, უძილობა, შფოთვა, ოფლიანობა, გაღიზიანებადობა და შფოთვის შეტევები. თუ თირკმლების ან ღვიძლის დაავადებები გაქვთ, ყავის მოხმარება მათ გაამწვავებს.