სხვა
6 ხერხი ხალიჩიდან ლაქების მოსაცილებლად
ჭუჭყიანი პერანგის ან მაისურისგან განსხვავებით, ჭუჭყიან ხალიჩას სარეცხ მანქანაში ვერ შევადგებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი გასუფთავება დიდი პრობლემასთან არის დაკავშირებული. ამ სტატიაში გასწავლით როგორ უნდა მოუქცეთ ამა თუ იმ ლაქის შემთხვევაში:
ყავის ლაქები
ყავის ან ნებისმიერ მუქ ლაქას იოლად ამოიყვანს ფანჯრის საწმენდი სითხე. აურეით შუშების სითხე წყალთან, შეფარდებით 1/2 და ლაქაზე დაასხით, დააფარეთ ძველი მაისური და ჩართეთ უთო. მაისური ცხელი უთოთი აუთავეთ რათა ლაქა მასზე გადავიდეს.
ძაღლისა და კატის ბეწვი
ხალიჩიდან ბეწვს ძალიან იოლად მოაცილებთ, თუ მასზე პლასტმასის დაბოლოების მქონე შუშის საწმენდს გადაატარებთ. ის ძალიან სწრაფად აგროვებს ბეწვს.
გრძელბეწვა ხალიჩა
ასეთი ხალიჩის მტვერსასრუტით გაწმენდა ძალიან ძნელია და მოუხერხებელიც. ამიტომ ის ტანსაცმლის წებოვანი რგოლით გაწმინდეთ, შემდეგ გადააბრუნეთ და უკანა მხრიდან გაასუფთავეთ მტვერსასრუტით.
საღეჭი რეზინი
ხალიჩზე დაკრული საღეჭი რეზინის მოცილებაში ყინული დაგეხმარებათ. დაადეთ მას ყინულის კუბები და 5-10 წუთით დატოვეთ. როდესაც საღწი რეზინი დარბილდება ძველი პლასტიკური ბარათით ან რამე მყარი საგნით აფხიკეთ.
სხვა ლაქები
აურიეთ საკვები სოდა, ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ძმარი სპრეის ბოთლში ჩაასხით. ის ხალიჩას შეასხურეთ და სუფთა ღრუბლით გაწმინდეთ.
დატკეპნილი არეები
ხშირად, მძიმე ავეჯისგან ხალიჩაზე ჩაღრმავებები ჩნდება. მათ მოცილებაშიც ყინული დაგეხმარებათ. დაადეთ დატკეპნილ არეს ყინული, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ადგილი კბილის ან ტანსაცმლის ჯაგრისით დავარცხნეთ.