Connect with us

საკითხავი

5 ნივთი, რომლებიც წელიწადში ერთხელ უნდა გაწმინდოთ და არც ერთი დღით ადრე

როგორც არ უნდა ვცადოთ, საშინაო საქმეების სია მხოლოდ იზრდება. ყოველდღიურად საჭმლის მომზადება, ჭუჭყიანი ჭურჭელი და დალაგება თან გვდევს. რას ვიზამთ, ეს ცხოვრებაა. ამას დადებითი მხარეც აქვს. ზოგიერთი საქმე შეგიძლიათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა გააკეთოთ და მაინც კარგი დიასახლისი იყოთ.

ეს ხრიკები მეზობელმა მასწავლა, რომელმაც შეამჩნია, რომ ფარდებს ყოველ სეზონზე ვრეცხავდი. 60 წლის ქალია, ასე რომ გამოცდილება ნამდვილად აქვს. მან ფინჯან ჩაიზე დამპატიჟა და სიბრძნე გამიზიარა. სიტყვაზე, მის სახლში ყოველთვის წესრიგი სუფევს. სწორედ ამიტომ, მის დარიგებებს ყურადღებით მოვუსმინე. ახლა ყოველ წელს ამ 5 ნივთის გარეცხვას მხოლოდ ერთ დღეს ვუთმობ.

იშვიათი საშინაო საქმეების სია

მაგიდის აქსესუარების ყუთის დალაგება

დარწმუნებული ვარ, ბევრს ამ ყუთთან მიახლოებაც აშინებს. მასში მაგიდის აქსესუარების გარდა ბევრი, მოულოდნელი ნივთიც შეიძლება იპოვოთ. თუ რამე დაკარგეთ, დიდი ალბათობით, ამ ყუთშია. ძალა მოიკრიფეთ და წესრიგი დაამყარეთ. იქნებ, განძიც იპოვოთ.

ჭაღის გარეცხვა

ბავშობაში ჭაღის გარეცხვა ნამდვილ რიტუალს წარმოადგენდა. ბზინვარე კრისტალებზე ყურება ძალიან მიყვარდა. ახლა ეს მორიგი რუტინული საქმეა, რომელსაც გავურბივარ. წელიწადში ერთხელ ჭაღებს და ნათურებს კარგად ვწმენდ. დენიდან გათიშვა არ დაგავიწყდეთ და შიგნით წყლის მოხვედრას მოერიდეთ.

ფარდების გარეცხვა

თუ მძიმე, მკვრივი ფარდები გაქვთ, სჯობს ქიმწმენდაში წაიღოთ. ეს თქვენი სიმშვიდისთვის გაღებული მცირე ხარჯია. დიდი ალბათობით, ფარდების გასაწმენდად ფული მაგიდის აქსესუარების ყუთში უკვე იპოვეთ.

რბილი ავეჯის გაწმენდა

რაც შეეხება რბილ ავეჯს. სპეციალისტები არა მხოლოდ მტვერს, არამედ სხვადასხვა დაუპატიჟებელ სტუმრებს მოგაშორებენ. თუ დამოუკიდებლად მოქმედება გადაწყვიტეთ, ყველა წესის დაცვით გაწმინდეთ.

ხალიჩის ღრმა წმენდა

ყველაზე ძლიერი მტვერსასრუტიც ხალიჩას სრულად ვერ გაწმენდს. წელიწადში ერთხელ ხარისხიანი რეცხვით და დეზინფექციით გაანებივრეთ. როგორც რბილი ავეჯის შემთხვევაში, ხალიჩაზეც შეიძლება ტკიპები ბინადრობდეს. ასე, რომ ჯაგრისი ხელში და წინ. სხვაობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

სასიამოვნოა, როცა სახლში სისუფთავე და სიჯანსაღე სუფევს. თუ წესრიგს ყოველდღე დაიცავთ, გენერალური დალაგების შემდეგ აღარ გაითიშებით. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი რამ ყურადღებას მხოლოდ წელიწადში ერთხელ, მაგრამ აუცილებლად მოითხოვს!