Connect with us

ჯანმრთელობა

6 ყურადსაღები სიმპტომი ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობის გამოსავლენად

შეიძლება კალიუმის დეფიციტზე საკამრის ინფორმაცია არ გქონდეთ, მაგრამ, აუცილებელია იცოდეთ თუ რომელი სიმპტომები მიგვანიშნებენ ამ უმნიშვნელოვანი ელემენტის ნაკლებობაზე. კალიუმი ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის როგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის.

კალიუმის ნაკლებობისას ზოგიერთმა სიმპტომმა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. როგორც უკვე ვახსენეთ – კალიუმი ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კუნთოვანი მასის განვითარებისა და გულის ჯანმრთელობისთვის.

კალიუმის თითქმის 98% უჯრედებში მდებარეობს, ამიტომ მისი ნებისმიერი ცვლილებები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ნერვებზე, გულსა და კუნთებზე.

ორგანზმში კალიუმის ნაკლებობის სიმპტომები

1. შეკრულობა

კალიუმის დეფიციტი ანელებს ორგანიზმის ბევრ ფუნქციას,ა სევე საკვების მონელების პროცესს. ამან შეიძლება მუცლის შებერვასა და კრუნჩხვებთანაც კი მიგვიყვანოს.

2. საერთო დაღლილობა

თუ უმიზეზო დაღლილობას გრძნობთ, ისე რომ არანაირი დატვირთვა არ გქონიათ. თუ ყოველდღური საქმეების შესრულებაც კი ენერგიას ბოლომდე გაცლით აჯობებს მკურნალ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და მიზეზი დააზუსტოთ.

3. მაღალი არტერიული წნევა

კლიუმს ნატრიუმის მოქმედების მინიმუმამდე დაყვანა შეუძლია. ამგვარად, ძალიან მნიშვნელოვანია კალიუმით მდიდარი საკვები მიირთვათ, ეს თქვენი წნევის დონის კონტროლში დაგეხმარებათ.

4. მუდმივი შებერილობის შეგრძნება

როდესაც ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობაა ის ნატრიუმის დონის რეგულირებას ცდილობს და ამას შებერილობამდე მივყავართ.

5. გულისცემა

კალიუმის ნაკლებობამ შეიძლება გულისცემის არარეგულარული რითმის და გულის აჩქარება გამოიწვიოს – ყოველგვარი მიზეზის გარეშე. შეიძლება დარღვეს გულის რითმულობაც, ამიტომ დარწმუნდით, რომ საკმარისად იღებთ კალიუმს. მისი ნორმაში ქონა გულსი დაავადებებისგან დაგიცავთ.

6. დაბუჟება და ჩხვლეტები

კალიუმის დეფიციტი ჩვენი ნერვების ჯანმრთელობას უწყობს ხელს. ამ მნიშვნელოვანი მინერალის დეფიციტის შემხთხევვაში შეიძლება ჩხვლეტები და დაბუჟება დაგეწყოთ.