Connect with us

ჰოროსკოპი

6 ყველაზე ენერგიული და მხიარული ზოდიაქოს ნიშანი

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს უნიკალური თვისებების ნაკრები აქვს, მაგრამ არიან ნიშნები, რომლებიც სხვებისგან წარმოუდგენელი ოპტიმიზმით და სიცოცხლის სიყვარულით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ სხვებსაც თავიანთი ენერგია გადასცენ. ამ ნიშნების წარმომადგენლები შესანიშნავი მეგობრები არიან, თუ ეძებთ თავგადასავლებს. ისინი თქვენს ყველაზე გიჟურ იდეებს მხარს დაუჭერენ. Alltime გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების სიას, რომლებიც სხვებზე მეტად არიან სიცოცხლით სავსე.

კურო

ამ ნიშნის წარმომადგენლები ნამდვილად შეუჩერებლები არიან. ამ ზოდიაქოს ნიშანს ვენერაა მართავს, რის გამოც კურო დადებით ემოციებზე, გართობასა და ფლირტზე გიჟდება. კურო იდეალური მეგობარი და კომპანიონია ნებისმიერ საქმიანობაში, სადაც საკითხს ნიჭით მოგვარება სჭირდება. ყვავილების დარგვა, პურის გამოცხობა, ტანსაცმლის შეკერვა – მსგავსი რამ კუროს კარგად გამოსდის, რადგან ამ სფეროებში განსაკუთრებულ მგრძნობელობას ფლობს.

ტყუპები

ტყუპების ენერგია მის წარმოუდგენელ წარმოსახვასა და შემოქმედებით ნიჭში ვლინდება. ეს ჰაერის ნიშანი სავსეა სასიცოცხლო ძალებით. მისი შეკავება შეუძლებელია, როცა საქმე წვეულებას, მხიარულებას, გართობას და ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება. ტყუპები ყოველთვის ენთუზიაზმით სავსეა და შეუძლია სხვებიც ამით დამუხტოს.

ლომი

ამ ცეცხლოვან ნიშანს ცოტა პრეტენზიულობა და თეატრალიზმი ახასიათებს, რის გამოც ნებისმიერი მოვლენის მთავარ გმირად ყოფნა უყვარს. მას უამრავი ენერგია და სურვილი აქვს, იქნება ეს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ კონცერტზე წასვლა, რომელიც შუაღამით იწყება, ან მტანჯველი ასვლა თოვლიან მწვერვალზე. თითქოსდა მზიანი ნიშანი პირდაპირ მზეზეა შეერთებული და ყველაზე წარმოუდგენელ სიტუაციაშიც ენერგიას პოულობს და სხვებს უზიარებს. ამ ნიშნის წარმომადგენელი შექმნილია იმისთვის, რომ წარმოუდგენელ დატვირთვას გაუძლოს და სხვები მართოს.

მშვილდოსანი

ამ ცეცხლოვან ნიშანში თვალშისაცემია არა მისი სიცოცხლისუნარიანობა და გამძლეობა, არამედ წარმოუდგენელი სექსუალური ენერგია. მშვილდოსანს იუპიტერი მართავს და პირდაპირ ინტენსიური სექსისგან იმუხტება, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სტიმულს აძლევს. მშვილდოსანი საწოლში იდეალური საყვარელია, როგორც მისი ძლიერი ეროტიკული მუხტის, ასევე სექსის შემდეგ სასაცილო საუბრების გამო.

მორიელი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი კაშკაშა, მომხიბვლელი და მიმზიდველია, განსაკუთრებით, როცა მეგობრების შეძენა ან ახალი კავშირების დამყარება სურს. ყოველთვის უნაკლოა, არასდროს წუწუნებს, დაღლილობასთან ბრძოლას არასდროს წყვეტს და მასზე იმარჯვებს. მისი ენთუზიაზმი ბუნებრივ იდუმალებასთან კომბინაციაში წარმოუდგენლად მიმზიდველს ხდის.

თევზები

ამ წყლის ნიშანს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ენერგიასა და აქტივობასთან. ერთი მხრივ, თევზებს ძლიერი სასიცოცხლო იმპულსები აქვს, რომელიც ყოველთვის აქტიურობას და ჩართულობას აიძულებს. მეორე მხრივ, სიმშვიდეში ყოფნის თანდაყოლილი სურვილი აქვს. მთელი ცხოვრება ამ ბალანსში ცხოვრობს. ოპტიმიზმი და ენერგია მთელი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე დონეზე არაა. მარტის თევზები შაბათ–კვირას თავს უკეთ გრძნობენ, ხოლო თებერვლის თევზები – შუა კვირაში.