Connect with us

საკითხავი

6 საყოფაცხოვრებო ხრიკი, როგორ გამოვიყენოთ „ქლორჰექსიდინი“

„ქლორჰექსიდინი“ ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელსაც სადეზინფექციოდ იყენებენ. მის პოვნას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ და თეთრები ღირს. სწორედ ამიტომ, ბევრი იცნობს და პრაქტიკულად ყველა აფთიაქში გვხდება. გამონაკლისი არც მე ვარ. ხელის სადეზინფექციოდ პატარა ბოთლს ჩანთით ყოველთვის ვატარებ. ასევე ვიცი, როგორ გამოვიყენო „ქლორჰექსიდინი“ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ალერგიული ვარ და ბევრი საშუალება დისკომფორტს იწვევს. ამ ანტისეპტიკს სუნი არ აქვს და კანს არ აშრობს. ამასთან გავრცელებული საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაში მეხმარება. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ „ქლორჰექსიდინის“ გამოყენების 6 გზაზე, რომელზეც წარმოდგენაც არ გქონდათ.

როგორ გამოვიყენოთ „ქლორჰექსიდინი“ ყოველდღიურობაში

1. ანტისეპტიკური საშუალება ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს სწრაფად და ეფექტურად გააქრობს. უბრალოდ ბამბის დისკი ან ნაჭერი სითხით დაასველეთ და ფეხსაცმელი შიგნიდან კარგად გაწმინდეთ. ბაქტერიების განადგურება სუნის განეიტრალებაში დაგეხმარებათ.

2. სახლის დალაგების დროს 1 ვედრო წყალს 1–2 ს/კ ანტისეპტიკური საშუალება დაუმატეთ. ამ ხსნარის წყალობით იატაკებს გაწმენდთ და დეზინფექციას გაუკეთებთ. „ქლორჰექსიდინით“ შეგიძლიათ ზედაპირებიც გადაწმინდოთ.

3. ეს საშუალება კატების მოყვარულებსაც გამოადგება. ცხოველის ყუთი კვირაში ერთხელ ამ სითხით დაამუშავეთ და სუნის არსებობა დაგავიწყდებათ.

4. კანის გასაწმენდად კვირაში ერთხელ ტონიკის ნაცვლად „ქლორჰექსიდინი“ გამოიყენეთ. გახსოვდეთ მისი ბოროტად გამოყენება არ შეიძლება, რადგან მავნე ბაქტერიებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებს.

5. ტელეფონი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ლაპარაკისას ბინძური ტელეფონი სახესთან მიგვაქვს, რამაც შეიძლება გამონაყარი გამოიწვიოს. პერიოდულად, სმარტფონის ეკრანი სპონჟით და სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდეთ.

6. თუ ავტომობილი გყავთ, გირჩევთ რამდენიმე ბოთლი „ქლორჰექსიდინი“ მანქანაში გქონდეთ. მისი დახმარებით გაწმენდთ მანქანის ზედაპირებს, ასევე ასაორთქლებელ აპარატს. უბრალოდ ჩართულ კონდიციონერს ცოტა ანტისეპტიკი შეასხურეთ. სხვათა შორის, მეთოდი სახლის კონდიციონერისთვისაც გამოგადგებათ.

როგორც ხედავთ, ამ უნიკალურ საშუალებას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. ის ხელმისაწვდომია და პირველი კლასის ანტისეპტიკურ საშუალებად ითვლება. ახლა „ქლორჰექსიდინის“ გამოყენებას სრული დატვირთვით შეძლებთ. ყოველდღიურობაში უბრალოდ შეუცვლელია. საინტერესო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.