Connect with us

ჯანმრთელობა

6 რჩევა, რომელიც ყველა მსურველს წონის დაკლებაში დაეხმარება

ახლა ბევრი ადამიანი ფორმის შენარჩუნებას ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესს უპირატესობას ანიჭებს. მუდმივად ახალ მეთოდებს ეძებენ, როგორ მოიშორონ ზედმეტი კილოგრამები. და მაინც, მოსახლეობის უმეტესობა დღემდე ჭარბი წონისგან იტანჯება. ეს კი, სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს ზრდის. ჭარბწონიანებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და დიაბეტი უფრო ხშირად აწუხებთ.

ნამდვილ სიმსუქნესა და რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს შორის განსხვავება არსებობს. პირველ შემთხვევაში, ეს ნამდვილი სამედიცინო პრობლემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას და მკურნალობას მოითხოვს. თუ თქვენი სხეულის წონა ნორმას ოდნავ აჭარბებს, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე არ აისახება. ძველ ფორმას მალე დაუბრუნდებით, თუ ამ 6 რჩევას გაითვალისწინებთ.

როგორ მოვიშოროთ ჭარბი წონა მარტივად და სწრაფად

სანამ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ გაქვთ. ამისთვის სხეულის მასის ინდექსი გამოთვალეთ. სპეციალური ფორმულა არსებობს, რომელიც ამ მაჩვენებლის განსაზღვრაში დაგეხმარებათ:

სხეულის მასის ინდექსი – წონა (კგ) / სიმაღლე კვადრატებში (მ).

შედეგი:

  • < 18,5 – არასაკმარისი წონა
  • 18,5 – 24,9 – ნორმალური წონა
  • 25,0 – 29,9 – ზედმეტი წონა
  • ≥30,0 – სიმსუქნე

რეკომენდაციები გასახდომად

თუ თქვენი მაჩვენებელი 25-დან 29,9-მდე მაჩვენებელში მოხვდა, ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ:

1. ყურადღება მიაქციეთ, რას ჭამთ. შაქრის და ცხიმის შემცველი პროდუქტები შეზღუდეთ ან მათზე საერთოდ უარი თქვით. ფქვილიან ნაწარმსა და ტკბილ სასმელებზე უარი თქვით. ნაკლები მარილიანი საკვები მიირთვით, რადგან ისინი ორგანიზმში სითხეს აკავებენ.

2. ულუფები შეამცირეთ. იდეალურია, თუ ყოველი კვების წინ კალორიებს დათვლით. მენიუში ჩართეთ მეტი ბოსტნეული, ხილი, პარკოსანი და მთელი მარცვლეული.

3. ივარჯიშეთ. დღეში 45-60 წუთი ვარჯიშს დაუთმეთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ცხიმის წვას აჩქარებს.

4. რეგულარულად იკვებეთ. კვება, განსაკუთრებით საუზმე არ გამოტოვოთ. თქვენი კვების რეჟიმი შეიმუშავეთ. გახსოვდეთ, რომ დაძინებამდე 4 საათით ადრე უნდა ივახშმოთ. მსუბუქი წახემსება დაძინებამდე 1–2 საათით ადრე შეიძლება.

5. კარგად გამოიძინეთ. ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სრულფასოვანი დასვენება სჭირდება. დღეში 7-8 საათი დაიძინეთ. 22:00 საათამდე დაძინება სცადეთ.

6. წონა აკონტროლეთ. ყოველი კვირის ბოლოს საკონტროლოდ აიწონეთ. ასე დინამიკის ცვლილებას დააკვირდებით და რეჟიმში საჭირო შესწორებებს შეიტანთ.

თუ შეამჩნიეთ, რომ წონაში სწრაფად იმატებთ, ექიმს მიმართეთ. შესაძლოა, ეს უფრო სერიოზული დაავადების სიმპტომია. ყველაზე უბრალო დიეტაც დიეტოლოგის კონსულტანციებს საჭიროებს. იდეალური ფორმებისკენ სწრაფვაში ჯანმრთელობა არ უნდა დაგავიწყდეთ.

Advertisement