Connect with us

სხვა

6 ნიშანი, რომ სხვისი ენერგეტიკის წაკითხვა შეგიძლიათ. თქვენ განსაკუთრებული ნიჭით დაიბადეთ…

თუ სხვა ადამიანების დადებით და უარყოფით ენერგეტიკულ ვიბრაციებს გრძნობთ, ნუ შეგეშშინდებათ, ამაში საეჭვო არაფერია. ნებისმიერი ადამიანისგან ენერგიის ნაკადი მოედინება, რომელიც შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც.

უარყოფითი ენერგეტიკის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება ძალიან დამღლელი და დამქანცველი იყოს, ხოლო დადებითი აურის მქონე ადამიანებთან კი პირიქით – ენერგიითა და შთაგონებით ივსებით. რაც უფრო ძლიერია თქვენი ენერგიის (ან აურის) კითხვის უნარი, მით უფრო მკვეთრად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლები.

1. თქვენ გიჭირთ ადამიანებს დიდ ნაკადში ყოფნა

თავად დაფიქრდით – თუ სხვა ადამიანების ენერგიას ქვეცნობიერის დონეზე გრძნობთ (ამ პროცესს კი უბრალოდ, სურვილისამებრ ვერ შეწყვეტთ), როგორც კი ათეულობით უცხო ადამიანში მოხვდებით, თქვენი “მესამე თვალი” ამ ადამიანების აურების მრავალფეროვნებითა “ბრმავდება”, ეს კი სურვილს გიჩენთ იმ ადგილს სასწრაფოდ მოშორდეთ.
თქვენ ემგვანებით ღრუბელს, რომელიც გარშემომყოფთა ნეგატიურ ენერგიას აგროვებს, ეს კი საკმაოდ უარყოფითად აისახება ემოციურ, მენტალურ და ფიზიკურ თვითშეგრძნებაზე. მართალია ხალხის მასებში მოხვედრა მაინც მოგიწევთ მაგრამ, სანამ ამას გააკეთებთ, დარწმუნდით ხართ თუ არა საკმარისად ძლიერი ამ ენერგეტიკულ ნაკადთან გასამკლავებლად.

2. თქვენი ინტუიცია წარმოუდგენლად ძლიერია – იმდენად რომ წინასწარმეტყველებაც კი შეგიძლიათ

ზოგჯერ უცნაური, ცუდი წინათგრძნობა გიჩნდებათ ზოგიერთ ადამიანთან მიმართებაში. უბრალოდ იცით, რომ ამ ადამიანთან რაღაც ისე ვერ არის, თუნდაც ვერ იგებდეთ კონკრეტულად რას ეხება ეს შეგრძნება. სამწუხაროდ ეს შეგრძნებები ხშირად ახლობლებთან უთანხმოების მიზეზი ხდება, რადგან ცუდი ამბის მომტანი არავის უყვარს. თუ თქვენ ვინმეს გააფრთხილებთ და თქვენი წინასწარმეტყველება ახდება – ამაში ნაწილობრივ დამნაშავედ თქვენც მიგიჩნევენ.

3. ყოველთვის გრძნობთ თუ ვინ გატყუებთ

როდესაც ვიუღაც გატყუებთ, თქვენ მაშინვე გრძნობთ, რადგან ეს მის აურის შეფერილობის მკვეთრ ცვლილებას იწვევს. ხშირ შემთხვევაში მატყუარა ვერაფრით გაიგებს თუ როგორ მოახერხეთ მისი ტყუილში გამოჭერა.
არ აქსვ მნშვნელოაბ უწოდებთ თუ არა მატყუარას ამ ადამიანს, თუ უბრაოდ თავს მოაჩვენებთ, რომ ვერაფერს მიხვდით, ის რომ ტყუილი ამოიცანით – უკვე მიგანიშნებთ თქვენს ნიჭზე.

4. ვერ იტანთ ძალადობის ვერცერთ ფორმას

ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ენერგეტიკული ველის შეგრძნების ნიჭი ბავშვობიდან მოსდევს – ვერ იტანს ძალადობის გამოვლინების ვერცერთ ფორმას. თუნდაც ამას ეკრანზე ხედავდნენ. რატომ ხდება ასე?! პასუხი მარტივია: ძალადობას უარყოფითი ენერგია აქვს და ეს ენერგია იმდენად ძლიერია, რომ მას ტელევიზორიდანაც კი გრძნობთ.

5. გარშემომყოფები ძალიან მგრძნობიარე ადამიანად მიგიჩნევენ

თქვენ ყველაფერს ღრმად და სრულად შეიგრძნობთ. გიყვართ ძლიერად, ნაღვლობთ ძლიერად და ბედნიერიც ბოლომდე ხართ! გარშემომყოფები კი ზედმეტად სენტიმენტალურად გთვლიან. თუმცა, ილაპარაკონ რაც სურთ! იცოდეთ – იმაში, რომ სხვებზე მგრძნობიარე ხართ, ცუდი არაფერია.

6. გრძნობთ იმას რასაც სხვები გრძნობენ

თქვენ შეგიძლიათ ახლობელი ადამიანის ტკივილი ბოლომდე შიგრძნოთ, თუნდაც მისგან ძალიან შორს იმყოფებოდეთ. თუ მეგობარს ახლობელი გარდაეცვალა, მისი დარდსა და ტკივილს ისე გრძნობთ თითქოს თქვენია.

შეიძლება ეს ყოველ ჯერზე არ ხდება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ემპათია იმდენად ძლიერია, რომ გიწევთ “გამოეთიშოთ” და გარკვეული დრო გჭირდებათ, იმის გასარკვევად თუ საიდან მოდის ეს გრძნობა.

გქონიათ შემთხვევა როცა თავს საშინლად გრძნობდით, მაგრამ ამის მიზეზი არ გქონიათ?! შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ მიმღები ანტენა ხართ და სხვის ტკივილს ისე გრძნობთ როგორც საკუთარს.

ენერგიის კითხვის უნარი ეს ნიჭიც არის და წყევლაც.

სხვა ადამიანების ენერგეტიკის კითხვის უნარი შეიძლება შეუფასებელი მადლიც იყოს და ასევე დიდი პრობლემაც. ეს პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იღებთ მას და როგორ უმკლავდებით მის შედეგებს.

იმის ნაცვლად, რომ ნერგეტიკული გადატვირთვისგან იწვალოთ, ეცადეთ თქვენი ენერგია რამე კრეატიული საქმიანობისკენ მიმართოთ და ხალხს დაეხმაროთ. თუ არ იცით საიდან მოდის ეს ენერგია, ეცადეთ მედიტაცია დაიწყოთ, ეს გონების გაწმენდაში დაგეხმარებათ.

ენერგეტიკის კითხვის ნიჭის მქონე ადამიანები ძალიან იშვიათად გვხვდებიან. როდესაც ადამიანის ენერგიის შესწავლის უნარი გაქვთ, უმეტეს შემთხვევაში მათი დამშვიდებისა და მხარდაჭერის უნარიც გექნებათ, ისე, რომ ზედმეტი კითვების დასმაც კი არ მოგიწევთ. ზეოგჯერ თქვენი ყოფნაც კი საკმარისია იმისთვის, რომ სიტუაცია დადებითად შეცვალოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.