Connect with us

ყვავილები

6 მცენარე, რომელსაც დატბორვა არ აშინებს

დამწყები ფლორისტის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა უხვი მორწყვაა. ყველა მცენარეს მზრუნველი დიასახლის მიერ დასხმული ბევრი სითხე არ უყვარს. ეს თვალსაჩინო მაგალითია, როცა კარგი გინდოდა, მაგრამ ცუდი გამოვიდა. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ბინა ტენის მოყვარული მცენარეებით გაამწვანონ.

ოთახის მცენარეებს შორის ბევრი სახეობაა, რომელთაც უხვი მორწყვა უყვართ. მათი ხშირად მორწყვა არა თუ შეიძლება, არამედ საჭიროა. მათ დატბორვას მაინც ვერ შეძლებთ. ბევრი დამწყებისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მცენარეების მოვლა ისწავლონ. Alltime.ge–ს რედაქცია ტენის მოყვარულ 6 მცენარეს გთავაზობთ.

ტენის მოყვარული მცენარეები, რომელთა დატბორვა არ გამოგივათ

გვიმრა

პირველი მცენარე, რომელიც გვახსენდება, გვიმრაა. მცენარეს სველი მიწა და ჰაერი უყვარს, ამიტომ მისი მოვლა მარტივია. საკმარისია, ხშირად მორწყათ და დანამოთ. თუ მის ფესვებს გახმობის საშუალებას არ მისცემთ, მცენარე თავს ყოველთვის შესანიშნავად იგრძნობს.

თავნასკვა

მცენარე პალმას ძალიან ჰგავს და ზედმეტი სითხე მხოლოდ გაუხარდება. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი პირდაპირ აკვარიუმში ან სხვა ხელოვნურ წყალსაცავში ზრდის. დღეში 2–ჯერ შეგიძლიათ მორწყათ, მიწა შეგიძლიათ ჭუჭყიან აბაზანად აქციოთ, მცენარე მაინც ბედნიერი იქნება და თვალსაც გაახარებს.

ქლოროფიტუმი

კიდევ ერთი ტენის მოყვარული მცენარე, თუმცა ეს მის ყველა სახეობას არ ეხება. ქლოროფიტუმის უმეტესობა ჰიდროგელის ბურთებშიც იზრდება, მაგრამ მიწას უპირატესობას ანიჭებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ სწორედ ტენის მოყვარული სახეობა უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, მისი ერთ–ერთი პოპულარული სახეობაა „გრინ ორანჟი“, რომლის ფოთლები მცირე დატბორვისთანავე შეიძლება გახმეს.

სელაგინელა

მცენარე მცურავთა უძველეს ჯგუფს მიეკუთვნება, ამიტომ მაღალი ტენიანობა უყვარს. მუდმივად სველი მიწა სჭირდება. ფოთლების დანამვაც არ უნდა დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, მისი ბევრი სხვადასხვა სახეობა არსებობს და ყველა ერთნაირად მოსავლელია.

ფიტონია

ერთ–ერთი ყველაზე ტენის მოყვარული მცენარე. უხვი მორწყვისას ძლიერ ვითარდება, ამიტომ მას მიწის დასაფარ მცენარედ ხშირად იყენებენ. მისი მოვლისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ერთი დღით მორწყვის გარეშე დარჩენამ შეიძლება კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანოს.

ჰიპოესტესი

ეს ყვავილი ფერადი ფოთლების გამო ხშირად ფიტონიაში ერევათ. პირველს უფრო კაშკაშა და სწორი ძარღვები აქვს, ხოლო მეორეს ფოთლებზე უფრო აბსტრაქციული ფორმები აქვს. მოვლაში მცენარეები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივეს უხვი მორწყვა უყვარს.

ტენის მოყვარული მცენარეები გამოადგება მათ, ვისაც ოთახის მცენარეების მზრუნველად და უხვად მორწყვა უყვარს.

Advertisement