საკითხავი
6 მიზეზი, რატომ არის საქორწილო ბეჭედი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფიქრობთ
ეს სტატია ამერიკელმა მღვდელმა დეივ უილისმა დაწერა:
„როგორც მღვდელი, ბევრ ქორწილს ვატარებ. ეს ჩემი „საქმის“ ერთ-ერთი საყვარელი ნაწილია. ამ დროს პირველი რიგიდან წყვილების ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ მომენტს ვუყურებ.
მიყვარს იმის ყურება, თუ როგორ ცდილობს სიძე ცრემლების შეკავებას, როცა საკურთხევლისკენ მომავალ პატარძალს პირველად ხედავს. მომწონს, როცა წყვილს ძლივს ესმის ჩემი სიტყვები, რომელთაც მთელი ცერემონიის განმავლობაში ვამბობ, რადგან ერთმანეთის თვალებში იკარგებიან და ამ ღვთაებრივი მომენტით ბედნიერები არიან.
მიყვარს ყველაფერი, რაც ქორწილს უკავშირდება.
ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ნაწილი მაშინ ხდება, როცა საქორწილო ბეჭდებს მაწვდიან. ბეჭდებს ჩემი ბიბლიის ზემოთ ვდებ და ვამბობ, თუ როგორი მშვენიერები არიან. ვუყურებ წყვილი ერთმანეთს ბეჭდებს როგორ უკეთებს და ბეჭდებს დაჰყურებენ ფიქრებით „ახლა მას არასდროს მოვიხსნი“.
იმედგაცრუებული ვარ, რომ ბევრი წყვილი ბეჭედს არ ატარებს. ზოგჯერ ეს ძალიან პრაქტიკული მიზეზით ხდება, როგორიცაა კანის მდგომარეობა ან სამსახურის პირობები, რომლებიც აქსესუარს ვერ ეთავსება, მაგრამ ხშირად ადამიანს უბრალოდ ურჩევნია, რომ ბეჭედი არ ატაროს და ამას იმით ხსნის, რომ ეს დიდად მნიშვნელოვანი არაა.
იმის მსგავსად, როგორც „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიაში ფროდომ და ჰობიტმა გაიგეს, ზოგჯერ ბეჭედს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ!
1. იმის მიუხედავად ბეჭედს ატარებთ თუ არა, ეს პირველი რამაა, რასაც ხალხი ამჩნევს და ბეჭდის არსებობით ან არარსებობით ქორწინებაზე თქვენი დამოკიდებულების შესახებ ვარაუდს აკეთებენ.
ბებიაჩემი ათწლეულების განმავლობაში ქვრივი იყო, მაგრამ ქორწინების დასაწყისში ბაბუამ რამდენჯერმე უღალატა. მან ამ ჭრილობისგან ბოლომდე განკურნა ვერ შეძლო.
დღემდე როცა ვინმეს შესახებ საუბრობს, იქნება ეს ცნობილი ადამიანი თუ მისი ნაცნობი, ერთ-ერთი მისი პირველი დაკვირვება ყოველთვის არის „ის ყოველთვის საქორწილო ბეჭედს ატარებს“ ან „ის საქორწილო ბეჭედს არ ატარებს“.
მხოლოდ ბეჭდის მიხედვით კაცის გულწრფელობასა და ცოლის მიმართ ერთგულების შესახებ ვარაუდს გამოთქვამს. შეიძლება ეს ძალიან საეჭვო მაჩვენებელია, მაგრამ ბევრი ადამიანი მსგავს ვარაუდებს აკეთებს.
2. ბეჭედი ყოველდღიურად გახსენებთ, რომ თქვენს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება თქვენს მეუღლეზეც გავლენას ახდენს.
ბეჭედი არის ხელშესახები სიმბოლო, რომ თქვენი მეუღლე თქვენი გულის, გრაფიკის და ცხოვრების ნაწილია.
იმ მომენტიდან, როცა თქვით „დიახ“, ცხოვრების ყველა ასპექტი მეუღლესთან არის დაკავშირებული. ყველაფერი, რასაც სიტყვებით, ფულით, ქმედებით და ა.შ. აკეთებთ, გარკვეულწილად მეუღლეზე გავლენას იქონიებს. ასე რომ, ბეჭედი უბრალოდ გახსენებთ, რომ ყველაფერი რასაც შეეხებით, თქვენს ქორწინებაზე გავლენას მოახდენს.
3. ბეჭედი მეუღლის მიმართ პატივისცემის სიმბოლოა.
ქორწინებაში პატივისცემა მხოლოდ სიტყვებით არ იზომება. ხშირად უსიტყვო მოქმედება ბევრად უფრო ხმამაღალია.
ქორწინებაში პატივისცემის მუდმივად გადაცემა ხდება, რადგან ქორწინება მუდმივი ურთიერთობაა. ბეჭედი ერთ-ერთი მარტივი მეთოდია, რომ ეს პატივისცემა განსაკუთრებულად გამოხატოთ, როცა მეუღლემ მის გაკეთებას გთხოვათ, რადგან ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ მეუღლემ მისი ტარება გთხოვათ, თქვენ კი სულ უარს ეუბნებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ მუდმივად უპატივცემულობას იჩენთ და მის გრძნობებს უგულებელყოფთ.
4. თქვენი ბეჭედი – ურწმუნოებისგან თავდაცვის პირველი ხაზია
ბეჭედი ურწმუნოებისგან დაცვის საიმედო მეთოდი არა, მაგრამ დაცვის პირველი ხაზი უდაოდ არის. ბეჭდის ტარება იძლევა შეტყობინებას: „მე დაქორწინებული ვარ, მე ერთგული ვარ. ჩემთვის ქორწინება მნიშვნელოვანია“.
თუ ცდილობთ, რომ ქორწინება და ოჯახური მდგომარეობა დამალოთ, თქვენ მას არ აფასებთ. ზოგიერთი ადამიანი, ვინც ქორწინებას არ აფასებს, სწორედ ასე იქცევა.
ბეჭდის ტარებით ბევრი ცდუნების თავიდან აცილებას შეძლებთ.
5. თქვენი ბეჭედი ცხადი სიმბოლოა შვილებისთვის, რომ თქვენთვის ქორწინება მნიშვნელოვანია.
თუ ბავშვები გყავთ, ერთ-ერთი მომენტი, რომელიც შეგიძლიათ ასწავლოთ არის ის, თუ როგორი უნდა იყოს ქორწინება.
ბავშვებს ცოლის და ქმრის სილამაზე, საჯაროდ და განმარტოებით ერთმანეთის მიმართ ერთგულება აჩვენეთ. უფრო მეტი რამის გაკეთება დაგჭირდებათ, ვიდრე უბრალოდ ბეჭდის ტარებაა, მაგრამ ბეჭედი თქვენი გრძნობების პირველი ნიშანი იქნება.
6. არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ არ ატაროთ!
როგორც უკვე დასაწყისში ვთქვით, ამ წესებიდან ზოგიერთი გამონაკლისი არსებობს, მაგრამ ზოგადად, როცა ეს მხოლოდ უპირატესობის საკითხია, რატომ არ უნდა გაიკეთოთ ბეჭედი?