Connect with us

ყვავილები

6 მეთოდი, როგორ ვაჩუქოთ ძველ ბოსტნეულს ახალი სიცოცხლე

ახალი სააგარაკო სეზონისთვის მიწა და მომავალი მოსავლის შესანახი ადგილიც უნდა მოამზადოთ. თითქმის ყველას შარშანდელი მოსავლიდან რამდენიმე ყუთი ხილი და ბოსტნეული რჩება. თუ მეგობრებსა და ნათესავებს დაურიგეთ, მაგრამ მაინც დაგრჩათ, გადაყრა არ იჩქაროთ. Alltime.ge–ს რედაქცია სასარგებლო ხრიკებს გიზიარებთ, რომელთა დახმარებით ძველ ბოსტნეულს შინამეურნეობაში სასარგებლოდ გამოიყენებთ.

სად წავიღოთ ძველი ბოსტნეული

1. კომპოსტის ორმო

ეს საუკეთესო მეთოდია, რომ ბოსტნეული გაანადგუროთ. გამოგადგებათ კარგი და დამპალი ნაყოფიც. მთავარია, პესტიციდებით დამუშავებული არ გქონდეთ. ასე ბოსტნეული ახალი მოსავლის მისაღებად ორგანულ სასუქად გადაიქცევა.

2. ბუჩქების სასუქი

ამ შემთხვევაში კარტოფილი და მისი ნათალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზოგიერთ ბუჩქს, მაგალითად, კენკრას მიწიდან ფოსფორის ათვისება უჭირს. კარტოფილის ნათალი ააქტიურებს მიწის მიკროორგანიზმებს, რომლებიც მცენარეს ამ ელემენტის ათვისებაში ეხმარება.

3. თბილი კვლები

ბევრ მცენარეს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, არასტაბილური ამინდის პირობები არ უყვარს. თბილი კვლები მცენარის გადარჩენაში დაგეხმარებათ. მცენარებული ნარჩენებით მულჩი გააკეთეთ. ისინი დაშლისას სითბოს გამოყოფენ. მცენარეებს გამოკვებავენ და ვენტილაციას უზრუნველყოფენ.

4. მცენარის გაფესვიანება

აქაც კარტოფილი გამოგადგებათ. ვარდი უკეთ გაფესვიანდება, თუ დარგვამდე კარტოფილის ბოლქვში ჩაარჭობთ. ასე მცენარის ახალი ფესვები არ გაიყინება და გამოიკვებება.

5. ალკოჰოლური სასმელი

ხილიდან ღვინო ან სხვა ალკოჰოლური სასმელი, ხოლო ბოსტნეულით სამაგონი შეგიძლიათ გააკეთოთ. ასეთი სასმელების ბევრი რეცეპტი არსებობს, მთავარია, დამპალი ნაყოფი არ გამოიყენოთ.

6. ნატურალური საღებავი

ბოსტნეულის მდიდარი ფერები პროდუქტების შესაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, აღდგომას ბევრი ადამიანი კვერცხის წითლად შესაღებად ხახვის ფურცლებს იყენებს. ჭარხლით და სტაფილოთი საკვების საღებავებს აწარმოებენ.

მდიდარი ფერის მქონე ხილი და ბოსტნეული ფურცელზე დასახატად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჭარხლის პატარა ნაჭრებს ცოტა წყალი დაასხით და აადუღეთ. წყალში გააგრილეთ. შემდეგ ათქვიფეთ და მიღებული პიურე გაწურეთ. მზადაა!

ბოსტნეულით და ხილით საინტერესო ნაკეთობები შეგიძლიათ გააკეთოთ. დიდხანს ვერ გაძლებს, მაგრამ ბავშვებს გაახარებთ.

Advertisement