Connect with us

თავის მოვლა

6 მარტივი მეთოდი კოლაგენის წარმოების სტიმულირებისთვის

თუ  გსურთ სარკეში გლუვი, მოქნილი და ახალგაზრდა სახის კანი დაინახოთ, კოლაგენის შესახებ უფრო მეტი უნდა გაიგოთ. ეს ცილა ქსოვილების ელასტიკურობაზეა პასუხისმგებელი. ამ ნივთიერებას „სილამაზის ცილას“ ტყუილად არ უწოდებენ. თუ კოლაგენის დონე ნორმაშია, კანი, თმა, ფრჩხილები და სახსრები შესანიშნავ ფორმაში იქნება. სწორედ ამიტომ, დღეს გიამბობთ, თუ როგორ შეუწყოთ ხელი კოლაგენის წარმოებას.

სილამაზის სალონში გაქცევა ან ძვირადღირებულ კოსმეტიკაზე ფულის დახარჯვა საჭირო არაა. კოლაგენის წარმოებას შეგიძლიათ სახლის პირობებში ხელი შეუწყოთ და ამაში ფული და დრო არ დახარჯოთ.

კარგი კრემი

კოლაგენის შემცველი ძალიან ბევრი კოსმეტიკური საშუალება არსებობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი თქვენთვის სასარგებლო იქნება. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ცილის მოლეკულა ძალიან მსხვილია, რომ კანში ღრმად შეაღწიოს. ამას წყალში ან ცხიმში ხსნადი ელემენტები უმკლავდება, მაგრამ არა კოლაგენი. სწორედ ამიტომ, აირჩიეთ კოსმეტიკა, რომელიც საკუთარი ცილის წარმოების გააქტიურებას ხელს უწყობს. ასეთ კომპონენტებს მიეკუთვნება რეტინოლი, პეპტიდები, ტრეტინოინი, ქოენზიმი Q10. კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობა ყურადღებით წაიკითხეთ და ყურადღება სასარგებლო ინგრედიენტების მქონეს მიაქციეთ.

ალოეს გელი

მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ალოეს სასარგებლო თვისებების შესახებ უკვე დიდი ხანია იციან.  ალოე სილამაზის ინდუსტრიაში ნამდვილად ფართოდ გამოიყენება, რადგან მთელი რიგი აღმდგენი და მკვებავი თვისებები გააჩნია. ალოეში შემავალი აქტიური კომპონენტები კანს ამშვიდებს, დამწვრობას კურნავს, ჭრილობის ახორცებს, უჯრედების განახლებას ხელს უწყობს და კოლაგენის სინთეზს აჩქარებს. ალოეს გელი შეგიძლიათ სუფთა სახით წაისვათ ან კრემს დაუმატოთ.

ლობიოს მიღება

ვინ იფიქრებდა, რომ ლობიოს მიღება კანის ახალგაზრდობის გახანგრძლივებაში დაგეხმარებოდათ. საქმე იმაშია, რომ ლობიო მასში შემავალი ჰიალურონის მჟავის წყალობით ორგანიზმში წყლის შეკავებას ხელს უწყობს. ასე კანი კარგად დატენიანებული რჩება, ქსოვილებში კი კოლაგენის სინთეზი ჩქარდება. კანი მოქნილი, გლუვი და დაჭიმული ხდება. ბონუსის სახით, ეს ჰიალურონის მჟავა სახსრების მდგომარეობას აუმჯობესებს.

C ვიტამინი

თუ ორგანიზმი C ვიტამინის დეფიციტს განიცდის, ეს კანის მდგომარეობაზე აუცილებლად აისახება, რადგან ვიტამინი ჰიალურონის მჟავის სინთეზში მონაწილეობს, რომელიც თავის მხრივ კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს. ეცადეთ, რაციონში C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ხშირად ჩართოთ: ციტრუსი, კომბოსტო, მარცვლეული, კენკრა.

ზღვის წყალმცენარეები

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სხვადასხვა მავნე ნივთიერება და ტოქსინები კანის დაჟანგვას იწვევენ, რასაც დამანგრეველი შედეგები აქვს. მავნე კომპონენტების პრობლემასთან გამკლავებას წყალმცენარეების დახმარებით შეძლებთ. მათ საკვები დანამატების სახით ჯანსაღი კვების მაღაზიებში იპოვით. წყალმცენარეები შეგიძლიათ შინაურულ სახის ნიღბებს დაუმატოთ ან შეიძინოთ კოსმეტიკა, რომელიც ამ დამხმარე კომპონენტებს შეიცავს.

სწორი კვება

ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია უსასრულოდ დავადანაშაულოთ გენეტიკა, ცხოვრების პირობები, ცუდი წყალი, მაგრამ მაინც კვებით უნდა დავიწყოთ. თუ თქვენი რაციონი მრავალფეროვანი და დაბალანსებულია, კანი აუცილებლად დაგასაჩუქრებთ. ზოგიერთი პროდუქტი კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს და კანის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. რაციონში მზესუმზირას ან გოგრის თესლი, ფოთლოვანი ბოსტნეული, დარიჩინი, ნიორი, სელის და სეზამის თესლი, ხორბლის აღმონაცენები, შვრია, წიწიბურა, კვერცხი, კომბოსტო, კაკალი, ოსპი, მარწყვი, ალუბალი, მოცვი და მწვანე ჩაი ჩართეთ, რომ კანი უფრო მოქნილი გახდეს და გამოშრობისგან დაიცვათ.

თქვენი ორგანიზმის განსაკუთრებულობა ყოველთვის გაითვალისწინეთ, როცა კოლაგენის მასტიმულირებელი საშუალების არჩევას გადაწყვეტთ. გახსოვდეთ, რომ სწორი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ზომიერი ფიზიკური ვარჯიში და მავნე ჩვევებზე უარის თქმა უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე სახის ნიღბები და კრემები.