სხვა
6 დაავადება რომლებიც ინფარქტის რისკს რამდენადმე ზრდიან
თუ ავად გახდით ქვემოთ მოყვანილი სიიდან რომელიმე დიაგნოზით, მაშინ გულს განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიაქციეთ.
თუ წლის განმავლობაში გრიპი, ბრონქიტი ან სხვა დაავადებები გადაიტანეთ, მაშინ თქვენი გული მომატებული რისკის ქვეშ არის. ინფექციური დაავადებები ორგანიზმს უფრო დიდი დატვირთვით მუშაობას აიძულებენ და ამან შეიძლება გულზეც მოახდინოს გავლენა. გარდა ამისა ინფექციები ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევენ, ამ ყველაფერმა კი შეიძლება არტერიებში ნალექების დაგროვება გამოიწვიოს, გულის ჯანმრთელობაზე კი ეს უკანასკნელიც უარყოფითად მოქმედებს.
გრიპი
გრიპი – გრიპი საგრძნობლად ზრდის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს. როგორც კვლევებმა აჩვენეს რისკი დიაგნოზსის დასმის პრიველ დღეებში იმატებს. ვაქცინაციამ შეიძლება საფრთხე შეამციროს და არა მარტო გრიპისგან არამედ ინფარქტისგანაც გიხსნათ.
ბრონქიტი
New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ეს რესპირატორული ინფექცია გულის შეტევის რისკს ხუთჯერ ზრდის, ხოლო ინსულტისას სამჯერ. ყველაზე საშიში პერიოდი – დიაგნოზის დასმიდან პრიველი რამდენიმე დღეა, თუმცა გამოჯანმრთელებიდან სამი თვის განმავლობაში ნელ-ნელა მცირდება და ბოლოს საერთოდ ქრება. ასე რომ თუ ბრონქიტი გადაიტანეთ ყურადღება მიაქციეთ გულს გამოჯანმრთელებიდან 3 თვის განმავლობაში მაინც.
პნევმონია
მის შემთხვევაში გულის შეტევის რისკი ექვსჯერ მატულობს. გაზრდილი რისკი კი გამოჯენრთელებიდან 5 წლის განმავლობაში რჩება. თუ პნევმონია გაქვთ გადატანილი განსაკუთრებით ყურადღებით მოეპყარით თქვენის ჯანმრთელობას.
შარდის გამომყოფი გზების ინფექციები
კვლევამ რომელშიც 35 ათასი პაციენტი მონაწილეობდა – აჩვენა, რომ შარდის გამომყოფი გზების ინფექციებსა და გულის შეტევისა და ინსულტის მომატებულ რისკს შორის დიდი კავშირია – 40 -150%.
სეფსისი
ადამიანები რომელთაც სისხლის დაავადებები გადაიტანეს გულისა და ინსულტის მომატებული რისკის ქვეშ გამოჯანმრთელების შემდეგ კიდევ დიდხანს რჩებიან. სეფსისი სისტემურ ანთებას იწვევს, რომელიც ორგანიზმში დიდი ხნით ინახება და შეიძლება ინსულტის ან ინფარქტის განვითარების პროვოცირება მოახდინოს.
პირის ღრუს ინფექციები
ჩვენი კბილების ჯანმრთელობა გულის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია: კბილის დაავადებები, გინგივიტი და პერიოდონტიტი საგრძნობლად ზრდიან გულის დაავადებების გაჩენის რისკს. აუცილებლად ეწვიეთ სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ და პირის ღრუს ჰიგიენის წესებიც ზედმიწევნით დაიცავით, ამგავარად არა მხოლოდ კბილებს, არამედ გულსაც დაიცავთ!