Connect with us

საკითხავი

6 საუკეთესო ხრიკი ხალიჩების გასაწმენდად. ნამდვილად ეფექტურია

თუ ოდესმე ხალიჩაზე რაიმე დაგღვრიათ (ეს აბსოლუტურად ყველას ემართება), მაშინ იცით, რამდენად რთულია ლაქების მოშორება.

ჭუჭყიანი მაისურის ან პერანგისგან განსხვავებით ხალიჩას სარეცხ მანქანაში ვერ მოათავსებთ და უბრალოდ ვერ გარეცხავთ. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 6 ნამდვილად ეფექტურ ხრიკს, რომელთა დახმარებით ხალიჩის გაწმენდას შეძლებთ.

ყავის ლაქა

ყავის ან ნებისმიერი სხვა მუქი ფერის ლაქის მოსაშორებლად მინის საწმენდი სითხე და წყალი 1:2 თანაფარდობით აურიეთ. მიღებული ნარევი ლაქას აპკურეთ და ძველი მაისური (ან თეთრი ბამბის შემცველი ქსოვილი) დააფარეთ. შემდეგ უთო აიღეთ და მაისური დააუთოვეთ, რომ ლაქა ქსოვილზე გადავიდეს.

ძაღლის ან კატის ბეწვი

ცხოველის ბეწვის სწრაფად მოშორებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი მინის საწმენდი საფხეკი რეზინის თავით. სტატიკური მუხტის წყალობით ხალიჩიდან ბეწვს იღებს და ძალიან სწრაფად აგროვებს.

გრძელი ხაოიანი ფუმფულა ხალიჩა

ასეთი ხალიჩის მტვერსასრუტით გაწმენდა მოუხერხებელია, ძაფები ჯაგრისში იჭედება და ხშირად ძვრება. ხალიჩა სჯობს ტანსაცმლის წებოვანი გორგოლაჭით გაწმინდოთ. გორგოლაჭი ხალიჩის მთელ ზედაპირს გადაატარეთ, შემდეგ ხალიჩა გადააბრუნეთ და მეორე მხრიდან მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

საღეჭი რეზინა

მიკვრული საღეჭი რეზინის მოსაშორებლად 5-10 წუთით ყინულის კუბები დაადეთ. როცა რეზინა გამაგრდება, ძველი პლასტმასის ბარათით ან ნებისმიერი მახვილი ნივთით მოაშორეთ.

სხვა ლაქები

საკვები სოდა, ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ძმარი სპრეი ბოთლში ჩაასხით. აურიეთ და ლაქას აპკურეთ. შემდეგ სუფთა ღრუბლით გაწმინდეთ.

დატკეპნილი ხალიჩის ხაო

ხალიჩაზე დადებული მძიმე ავეჯის შემდეგ კვალი რჩება. მათ მოსაშორებლად უთანაბრო ადგილას ყინულის კუბები დადეთ, რამდენიმე წუთით დაელოდეთ, შემდეგ კბილის ჯაგრისით ან ტანსაცმლის ჯაგრისით ხაო დავარცხნეთ.

Advertisement
კულინარია2 hours ago

მოსახერხებელი მეთოდი, როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სალათებისთვის

საკითხავი3 hours ago

როგორ მოვიშოროთ დამწვრობა, ჩალურჯება, შეშუპება და ჭრილობა საკვები პროდუქტების დახმარებით

საკითხავი3 hours ago

რატომ უნდა ჩაასხათ ჭურჭლის სარეცხი სითხე უნიტაზში

ჯანმრთელობა3 hours ago

ინტიმური ინფექციები: 7 უხერხული კითხვა, რომლებიც ექიმს თქვენს ნაცვლად დავუსვით

ყვავილები3 hours ago

სად მალავენ გეორგინას ბოლქვებს, რომ არცერთი მათგანი არ დაიკარგოს და დაობდეს

მოდა და სტილი3 hours ago

როგორი სუნი ასდის სიმდიდრეს: 7 ქალური არომატი საქმიანი შეხვედრებისთვის

ჰოროსკოპი20 hours ago

ვინ არის ყველაზე ზარმაცი ზოდიაქოს ნიშანი

მოდა და სტილი20 hours ago

ვეგეტარიანელები ხორცისმჭამელების წინააღმდეგ: რომელი ვარსკვლავი გამოიყურება უკეთ

თავის მოვლა20 hours ago

სახის მასაჟი გუაშით: 10 წლით გამაახალგაზრდავებელი ჩინური ტექნიკა დღეში მხოლოდ 10 წუთში

მოდა და სტილი20 hours ago

ნივთები, რაზეც ქალმა ფული არ უნდა დაზოგოს, თუ სურს ბედნიერი იყოს

ტესტები4 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ბეჭედი, რომელიც მოგწონთ, და საკუთარი თავი ცოტა უკეთ შეიცანით

ტესტები4 weeks ago

3 რამ, რაც გაზაფხულმა მოგიმზადათ: ტესტი წინასწარმეტყველება

საკითხავი4 weeks ago

მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა: რატომ უნდა გამოიყენოთ რეცხვის დროს

საკითხავი4 weeks ago

ვის აქვს ეკლესიაში სეფისკვერის აღების უფლება

სახლი და დიზაინი4 weeks ago

5 სხვადასხვა ქვეყნის მარტივი და მოკრძალებული სახლები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ

ტესტები4 weeks ago

როგორ გავიგოთ უახლესი მომავალი? ტესტი სურათებით გჭირდებათ

ჰოროსკოპი4 weeks ago

რატომ იკარგება და ტყდება ნივთები თქვენს სახლში

ტესტები4 weeks ago

აი, რისი თქმა შეუძლია ცერა თითს პიროვნების შესახებ