Connect with us

საკითხავი

6 საუკეთესო ხრიკი ხალიჩების გასაწმენდად. ნამდვილად ეფექტურია

თუ ოდესმე ხალიჩაზე რაიმე დაგღვრიათ (ეს აბსოლუტურად ყველას ემართება), მაშინ იცით, რამდენად რთულია ლაქების მოშორება.

ჭუჭყიანი მაისურის ან პერანგისგან განსხვავებით ხალიჩას სარეცხ მანქანაში ვერ მოათავსებთ და უბრალოდ ვერ გარეცხავთ. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 6 ნამდვილად ეფექტურ ხრიკს, რომელთა დახმარებით ხალიჩის გაწმენდას შეძლებთ.

ყავის ლაქა

ყავის ან ნებისმიერი სხვა მუქი ფერის ლაქის მოსაშორებლად მინის საწმენდი სითხე და წყალი 1:2 თანაფარდობით აურიეთ. მიღებული ნარევი ლაქას აპკურეთ და ძველი მაისური (ან თეთრი ბამბის შემცველი ქსოვილი) დააფარეთ. შემდეგ უთო აიღეთ და მაისური დააუთოვეთ, რომ ლაქა ქსოვილზე გადავიდეს.

ძაღლის ან კატის ბეწვი

ცხოველის ბეწვის სწრაფად მოშორებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი მინის საწმენდი საფხეკი რეზინის თავით. სტატიკური მუხტის წყალობით ხალიჩიდან ბეწვს იღებს და ძალიან სწრაფად აგროვებს.

გრძელი ხაოიანი ფუმფულა ხალიჩა

ასეთი ხალიჩის მტვერსასრუტით გაწმენდა მოუხერხებელია, ძაფები ჯაგრისში იჭედება და ხშირად ძვრება. ხალიჩა სჯობს ტანსაცმლის წებოვანი გორგოლაჭით გაწმინდოთ. გორგოლაჭი ხალიჩის მთელ ზედაპირს გადაატარეთ, შემდეგ ხალიჩა გადააბრუნეთ და მეორე მხრიდან მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

საღეჭი რეზინა

მიკვრული საღეჭი რეზინის მოსაშორებლად 5-10 წუთით ყინულის კუბები დაადეთ. როცა რეზინა გამაგრდება, ძველი პლასტმასის ბარათით ან ნებისმიერი მახვილი ნივთით მოაშორეთ.

სხვა ლაქები

საკვები სოდა, ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ძმარი სპრეი ბოთლში ჩაასხით. აურიეთ და ლაქას აპკურეთ. შემდეგ სუფთა ღრუბლით გაწმინდეთ.

დატკეპნილი ხალიჩის ხაო

ხალიჩაზე დადებული მძიმე ავეჯის შემდეგ კვალი რჩება. მათ მოსაშორებლად უთანაბრო ადგილას ყინულის კუბები დადეთ, რამდენიმე წუთით დაელოდეთ, შემდეგ კბილის ჯაგრისით ან ტანსაცმლის ჯაგრისით ხაო დავარცხნეთ.