ჯანმრთელობა
6 პროდუქტი, რომლებიც ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს
ყველასთვის ცნობილია, რომ ჰორმონები ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჰორმონები ქიმიური ნივთიერებები არიან, რომლებიც ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებს აკონტროლებენ, როგორიცაა არტერიული წნევა და გულის შეკუმშვის სიხშირე, თმის ზრდა, ლიბიდო და ძილი.
ჰორმონალური დისფუნქცია ხშირად იწვევს დაღლილობას, წონის მომატებას ან შემცირებას, თავის ტკივილს, განწყობის ცვლილებას, აკნეს, უძილობას ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს.
პრობლემა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, თუ რას ვჭამთ. აი, 6 პროდუქტი, რომლებიც ჰორმონების მდგომარეობაზე მეტნაკლებად ძლიერ გავლენას ახდენენ.
1. ყავა
ყავაში შემავალი კოფეინი ორგანიზმს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, ზრდას აიძულებს. კორტიზოლის გამომუშავების დისბალანსის დროს ჩნდება ძილის პრობლემები, სისხლში შაქრის დონე მატება და ნივთიერებათა ცვლის შენელება.
2. შაქარი
ინსულინის ჰორმონი უჯრედებში გლუკოზის გადაზიდვას ხელს უწყობს. თუ თქვენ ძალიან ბევრ შაქარს მიირთმევთ, უჯრედები ინსულინის მიმართ მდგრადი ხდება, სისხლში კი ზედმეტი გლუკოზა ხვდება. ეს წონის მომატებას და დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.
3. ნახშირყწლები
როცა ჩვენ ფაფას ან მაკარონს მივირთმევთ, ის გლუკოზად გარდაიქმნება და პოტენციურად ორგანოებზე ისეთივე გავლენა ექნება, როგორც ჩვეულებრივ ტკბილ პროდუქტებს.
4. ხორცი
გადამუშავებულ ხორცის პროდუქტებში ჩვეულებრივ 7 ჰორმონი გხვდება – ტესტოტერონი პროპიონატი, აცეტატი ტრენბოლონი, ესტრადიოლი, ზერანოლი, პროგესტერონი, აცეტატი მელენგესტროლი და სომატოტროპინი. სჯობს დაუმუშავებული ხორცი შეარჩიოთ, რადგან ასე ორგანიზმს უფრო ნაკლებს ზიანს მიაყენებთ.
5. სოიო
სოიო ფიტოესტროგენების წყაროს წარმოადგენს. ეს ნაერთები ორგანიზმზე ქალური ჰორმონის, ესტროგენის მსგავსად მოქმედებს. ფიტოესტროგენები პოტენციურად ესტროგენის რაოდენობას ზრდის და ნაყოფიერებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
6. ალკოჰოლი
ალკოჰოლი ორგანიზმში არა მხოლოდ ინსულინის წარმოებაზე ახდენს გავლენას, არამედ სასქესო ჰორმონებზე ახდენს გავლენას, მამაკაცებში ტესტოტერონის დონეს ამცირებს და ქალებში მენსტრუაციულ ციკლს არღვევს.
თქვენს კვებას ყურადღებას აქცევთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.