Connect with us

თავის მოვლა

6 იაფი სააფთიაქო საშუალება, რომელთაც კოსმეტოლოგები იყენებენ

ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის მეგობარს შევხვდი და საკუთარ თვალებს არ დავუჯერე. სტუდენტობის წლებში მას ყოველთვის პრობლემური კანი და თმა ჰქონდა. მასზე გულწრფელად ვწუხდით, მაგრამ რჩევების მიცემა გვერიდებოდა. ახლა კი ჰოლივუდის ვარსკვლავით გამოიყურება. ყოყმანის შემდეგ ვკითხე, თუ სილამაზის რომელ საშუალებებს იყენებს. პასუხმა შოკში ჩამაგდო!

ფინჯან ყავაზე მიამბო, რომ ყველაფერი გამოსცადა: პროფესიონალი კოსმეტოლოგიდან დაწყებული და ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებით დამთავრებული. საბოლოოდ, უკვე სასოწარკვეთილმა მეზობლის რჩევის ცდა გადაწყვიტა. მეზობელმა უთხრა, რომ სილამაზისთვის სააფთიაქო საშუალებები საუკეთესოა. ძველი ნაცნობის შემხედვარე მზად ვარ დავიჯერო!

რეტინოლის მალამო

რეტინოლის მალამო კანისთვის ძალიან სასარგებლო A ვიტამინის ერთ–ერთ ფორმას შეიცავს. ის ეფექტურად ებრძვის აკნეს და გამონაყარს, კანის ცხიმის წარმოებას არეგულირებს და კანის აღდგენის პროცესებს ააქტიურებს. ამბობენ, რომ მალამო სტრიების დროსაც სასარგებლოა. საშუალება დღისით არ გამოიყენოთ, რადგან მზის სხივებმა შეიძლება პიგმენტური ლაქები გამოიყენოს. სააფთიაქო საშუალებაზე ალერგიულმა ხალხმაც უარი უნდა თქვას. ჯერ მაჯაზე ტესტი ჩაიტარეთ.

ბირკავას ზეთი

ბირკავას ზეთი თმის მოსავლელად იდეალურია. ზეთი შეათბეთ და თმაზე მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. თმა შეიფუთეთ და რამდენიმე საათით ან მთელი ღამით გააჩერეთ. ამის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ, რომ ზეთი კარგად მოიშოროთ. თმა ჯანსაღი და მოვლილი გახდება და ამასთან ზრდა დაჩქარდება. საშუალება წარბების და წამწამების ზრდასაც აჩქარებს. უბრალოდ ზეთი სპეციალური ჯაგრისით წაისვით და რამდენიმე საათში ჩამოიბანეთ.

ბადიაგი

ეს საშუალება არა მხოლოდ თქვენს აფთიაქში, არამედ კოსმეტიკაში უნდა იყოს. ის ფორებს წმენდს, კანს აღიავებს და ნაწიბურებს აქრობს. მას, ვისაც შეშუპება აწუხებს, ბადიაგი დაეხმარება. ეს საშუალება ფხვნილის, გელის ან მალამოს სახით იყიდება – შინაურული ნიღბის მოსამზადებლად შესანიშნავი კომპონენტია.

თუთიის მალამო

კიდევ ერთი საშუალება შინაურული კოსმეტიკისთვის. აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. მალამო პრობლემურ ზონაზე წერტილოვნად წაისვით და გაშრობა აცადეთ. მთლიან სახეზე წასმა არ ღირს, რადგან თუთიის მალამო კანს აშრობს. გამოყენების შემდეგ დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი აუცილებლად წაისვით.

E ვიტამინი

შეუცვლელი საშუალება შინაურულ კოსმეტიკაში. E ვიტამინი კანს ატენიანებს და დაბერებას აფერხებს. მუდმივი გამოყენების შემთხვევაში ანტიასაკობრივ ეფექტს დაინახავთ: წვრილი მიმიკური ნაოჭები შემცირდება.

სალიცილის მჟავა

ალბათ, ამ სააფთიაქო დამხმარე საშუალებას უკვე იცნობთ. სალიცილი აკნეს წერტილოვანი მოწვით შესანიშნავად უმკლავდება. სალიცილის მჟავით შეგიძლიათ ეპილაციის შემდეგ კანი დაიმუშაოთ, რომ ჩაზრდილი თმის პრობლემა მოიშოროთ.

იმის ნაცვლად, რომ ბევრი ფული დახარჯოთ ძვირადღირებულ კოსმეტიკაში, რომლის შემადგენლობაშიც ეჭვი გეპარებათ, იაფი სააფთიაქო საშუალებები გამოცადეთ. რა საჭიროა ზედმეტის გადახდა, თუ მოდური პრეპარატებიც იგივე კომპონენტებს შეიცავს, რასაც სააფთიაქო ანალოგები?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.