Connect with us

საკითხავი

6 თებერვალი ნეტარი ქსენია პეტერბურგელის ხსენების დღე. რა თხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ

6 თებერვალი მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის განსაკუთრებული დღეა. ეს ნეტარი ქსენია პეტერბურგელის დღეა. ამ წმინდანმა სიცოცხლეშივე მორწმუნეების სიყვარული და თაყვანისცემა დაიმსახურა. ხალხი მას დახმარებისთვის მიმართავს, სახლში მისი ხატის წინაშე მუდმივად ლოცულობს.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, ვინ იყო წმინდანი და როგორ უნდა გაატაროთ მისი ხსენების დღე.

ქსენია პეტერბურგელის დღე

ყველა მართლმადიდებელმა მორწმუნემ წმინდა ქსენიას შესახებ იცის. მან ნებაყოფლობით უარი თქვა სახელზე, ამქვეყნიურ სიკეთესა და კომფორტულ ცხოვრებაზე იმ მწუხარების შემდეგ, რაც იწვნია. წმინდა ქსენია 1719-1730 წლებში დაიბადა. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სამეფო კარის მომღერალზე ანდრეი პეტროვზე დაქორწინდა. მათი ბედნიერება ხანმოკლე იყო. ქსენიას მეუღლე 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოულოდნელმა მწუხარებამ ქსენიაზე იმდენად იმოქმედა, რომ ყველა სიხარულსა და ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარის თქმა გადაწყვიტა.

ქმრის სამოსი ჩაიცვა და ყველას არწმუნებდა, რომ მისი მეუღლე ცოცხალი იყო, ხოლო ღმერთთან თავად წავიდა. დროთა განმავლობაში, თავის სახელზე პასუხსაც არავის სცემდა. სამაგიეროდ, ყოველთვის პასუხობდა, როცა ანდრეის უწოდებდნენ. ქალმა თავის მოსულელების მძიმე საქმე საკუთარ თავზე აიღო. ყველას გიჟი ეგონა, მაგრამ ასე ცოდვების გამოსყიდვას ცდილობდა. ქსენიამ მთელი თავი სულიერ სამყაროს მიუძღვნა. ყველაფერი გასცა, რაც მას და მის ქმარს ჰქონდა, სახეტიალოდ წავიდა.

ასე უსახლკარო გახდა. მთელი დღეები ქუჩებში დახეტიალობდა. თავიდან ხალხი დასცინოდა, მაგრამ მალე შეეჩვიენ. ქალაქის კეთილი მაცხოვრებლები ნივთებს და საკვებს აწვდიდნენ, მაგრამ არასდროს არაფერს იღებდა. დროთა განმავლობაში, ხალხმა გაიგო, რომ ქსენია ყოველღამე, ამინდის მიუხედავად, მინდორში გადიოდა და მუხლდაჩოქილი დილამდე ლოცულობდა.

წმინდა ქსენიას ნიჭი

Advertisement

ღმერთი მისი ლოცვების მიმართ გულგრილი არ დარჩა. ქსენიას კეთილი ნიჭი მისცა. ხალხმა შეამჩნია, რომ ქსენიას სტუმრობის შემდეგ ბედნიერი მოვლენები ხდებოდა. თუ დახლზე რამეს ყიდულობდა, მალე შემოსავლები იზრდებოდა. უფალმა მომავლის ჭვრეტის ნიჭი მისცა. ერთხელ,  მივიდა თავის ნაცნობ პარასკევასთან, რომელიც უნაყოფო იყო, ურჩია სასაფლაოზე წასვლა და უფლის მიმართ ლოცვა, რომ მისთვის შვილი მიეცა. პარასკევას გაუკვირდა, მაგრამ მოუსმინა და მითითებულ ადგილას მივიდა. პირდაპირ მის თვალწინ ახალგაზრდა ორსული ქალი მეეტლეს ცხენის ქვეშ მოექცა, ბავშვი გააჩინა და გარდაიცვალა. პარასკევამ ბავშვი აღსაზრდელად წამოიყვანა.

წმინდა ქსენია პეტერბურგელი 71 წლისას გარდაიცვალა. იგი სმოლენსკის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც სიცოცხლეში ეკლესიის აშენებაში ეხმარებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ხალხი მის საფლავზე სალოცავად დადის. დახმარებას და წყალობას სთხოვენ. ის ყველას უსმენს და ეხმარება.

ქსენია პეტერბურგელის დღე

1988 წელს ნეტარი ქსენია წმინდანად შერაცხეს. ახლა მის დღეს 6 თებერვალს აღვნიშნავთ. ყოველწლიურად ამ დღეს მისი დაკრძალვის ადგილას მორწმუნეები იკრიბებიან და დახმარებას სთხოვენ.

ჩვეულებრივ, განკურნებას, ოჯახურ ბედნიერებას და დაცვას ითხოვენ. წმინდა ქსენია დიდებული სიყვარულის მაგალითია, ამიტომ მას ოჯახურ ბედნიერებას ხშირად სთხოვენ. ქალები შვილებისთვის ლოცულობენ. ქსენია ეხმარება ყველა ქალს, რომელთაც დაორსულება სურთ.

ამ დღეს განსაკუთრებული ტრადიციები არ არსებობს. მხოლოდ წმინდანის მიმართ უნდა ილოცოთ. წყალობისა და სიკეთისთვის მადლობა გადაუხადეთ და ითხოვეთ ის, რაც გჭირდებათ. წმინდანი მოგისმენთ და თხოვნას შეასრულებს. ეკლესიაში შეგიძლიათ მიხვიდეთ და სანთელი დაანთოთ. წმინდანი სიცოცხლეში ეხმარებოდა ყველას, როგორც შეეძლო, და სიკვდილის შემდეგაც დახმარებაზე უარს არ იტყვის. ნათელი ფიქრებით მიმართეთ და სთხოვეთ ის, რაც ნამდვილად გსურთ. წმინდანი თქვენს ლოცვას აუცილებლად შეისმენს.

ლოცვა ქსენია პეტერბუგელისადმი

Advertisement

ჰოი, წმიდაო ყოვლადნეტარო დედაო ქსენია, მამაზეციერის საფარველსა ქვეშე მყოფი, ღვთისმშობლისა მიერ ძღვანებული და განმტკიცებული, მიმშილისა და წყურვილის, სიცივისა და სიცხის, შეურაცხებისა და დევნის დამთმენელი, წინასწარ ხედვისა და სასწაულთქმედების ნიჭის ღმრთისაგან მიმღებელი, ყოვლადძლიერის ბაგასა შინა განისვენებ.

ახლა კი, წმიდა ეკლესია, ვითარცა ყვავილსა კეთილსურნელოვანსა განგადიდებს შენ. საფლავისა შენისა და შენი წმიდა ხატის წინაშე წარდგომილნი, ვითარცა ცხოველსა, ჩვენთანა მყოფსა გევედრებით შენ: მიითვალე თხოვანი ჩვენნი და მიართვ იგინი ყოვლადმოწყალე ზეციერ მამას მისი საყდრის წინაშე წარდგომილმან, ვითარცა კადნიერების მქონემ, გამოითხოვე შენდამი მოლტოლვილთათვის ცხოვრებაი სამარადისო, ყოველგვარ კეთილ საქმეთა და წამოწყებეთა ჩვენთა ზედა გულუხვი კურთხევაი, ყოველგვარ ჭირთა და მწუხარებათაგან ხსნაი.

წარსდექ, შენი წმიდა ლოცვებით, ჩვენი ყოვლადმოწყალე მაცხოვრის წინაშე, ჩვენ უღირსთა და ცოდვილთათვის.

შეგვეწიე, წმიდაო ნეტარო დედათ ქსენია, რათა ჩვილნი ჩვენნი, წმიდა ნათლობის შუქით განათლდნენ და სულიწმიდის ნიჭით აღიბეჭდონ ყრმანი ჩვენნი, ქალიშვილნი და ჭაბუკნი რწმენით, პატიოსნებითა და ღვთისმოშიშებით აღიზარდონ და სწავლასა შინა წარემატონ. სნეულებასა და უძლურებასა შინა მყოფნი განკურნენ, ოჯახის მქონეთა სიყვარული და თანხმობა მოუვლინე, შემონაზვნებულნი კეთილისა ღვაწლისა ღირს ჰყავ და დაიცევ შეურაცხებათაგან. მწყემსნი, სულიწმიდის ციხე-სიმაგრესა შინა განამაგრე, ერი და მამული ჩვენი მშვიდობითა და უშფოთველობით დაიცევ, სიკვდილის ჟამს ქრისტეს წმიდა საიდუმლოთა ზიარებასა მოკლებულთათვის წყალობაი გამოითხოვე.

შენ ხარ ჩვენი იმედი და სასოება, მსწრაფლშემსმენელი და მხსნელი, შენდამი მადლობასა აღვავლენთ და შენთანა ვადიდებთ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისადმე, ამინ.

წმინდა ქსენია პეტერბურგელმა განსაცდელებით სავსე რთული გზა გაიარა, მაგრამ ბოლოს ღვაწლისთვის დაჯილდოვდა. უფლის მცენებებით იცხოვრა და თავისი ვალი მოიხადა და ხალხს დაეხმარა, ისინი განკურნა. გახსოვდეთ და მის ხსოვნას პატივი მიაგეთ!

Advertisement
Advertisement