თავის მოვლა
55 წლის ასაკშიც რომ 30 წლის ქალივით გამოიყურებოდეთ, აიღეთ ჩვევად მარტივი პილინგ პროცედურა
ადამიანის სხეულში მუდმივად განახლების პროცესები მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც გარემოს მავნე ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ყველაზე მეტად ზიანდება, განსაკუთრებით კი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ჩვენს კანს აქვს უნარი, მოიშოროს კანის მკვდარი და დაზიანებული უჯრედები, რის შედეგადაც ის ხშირად იქერცლება და ნაკლებად ჯანსაღ იერს იძენს.
მკვდარი, აქერცლილი უჯრედები აუცილებლად უნდა მოვიშოროთ. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ მარტივ პილინგ პროცედურას, რომლის ჩატარებასაც დამოუკიდებლად შეზლებთ სახლის პირობებში.
პილინგი
პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა და აქერცლილ კანს სამუდამოდ დაგავიწყებთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 5-10 %-იანი კალციუმის ქლორიდი (შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში ამპულების სახით შეიძინოთ)
- ბამბის დისკები
- საბავშვო საპონი
გამოყენება:
1. ამპულა გახსენით. ბამბის დისკი აიღეთ და კალციუმის ქლორიდის ხსნარში დაასველეთ. სითხე სახის კანზე წაისვით და ბოლომდე გაშრობა აცადეთ. პროცედურა 5-8-ჯერ უნდა გაიმეოროთ. შეიძლება კანის ოდნავი წვის შეგრძნება გქონდეთ, რაც სავსებით ნორმალურია. ძლიერი წვის შემთხვევაში, იმწამსვე ჩამოიბანეთ და საპონი გამოიყენეთ.
2. როცა ბოლო ფენის წასმის შემდეგ კალციუმის ქლორიდი გაშრება, თითები წყალში დაასველეთ და საბავშვო საპონი ააქაფეთ.
3. თითის ბალიშებით იკეთეთ სახის კანის მასაჟი. თითებზე მკვდარი უჯრედები აგყვებათ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ კრემი წაისვათ, რადგან საპონი და კალციუმის ქლორიდი კანს აშრობს.
რატომ აშორებს ეს საშუალება მკვდარ უჯრედებს?
საქმე იმაშია, რომ კალციუმის ქლორიდი საპონში შემავალ კალიუმთან და ნატრიუმის მარილებთან რეაქციაში შედის და შედეგად კალიუმის და ნატრიუმის ქლორიდი და გაუხსნელი კალციუმის მარილი წარმოიქმნება, რომელთა დახმარებით მკვდარი უჯრედების მოშორება ხდება.
აუცილებლად ჩაიტარეთ ეს პილინგ პროცედურა, თუ სილამაზის შენარჩუნება ღრმა სიბერემდე გსურთ. კვირაში ერთი ან ორი პროცედურა სავსებით საკმარისია, რათა თქვენს ასაკთან შედარებით ყოველთვის გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ.