Connect with us

თავის მოვლა

55 წლის ასაკშიც რომ 30 წლის გოგოსავით გამოიყურებოდეთ, ჩვევად გქონდეთ წაისვათ ჩვეულებრივი

55 წლის ასაკშიც რომ 30 წლის გოგოსავით გამოიყურებოდეთ, ჩვევად გქონდეთ წაისვათ ჩვეულებრივი

ადამიანის ორგანიზმი მუდმივად განახლებას განიცდის, რის გამოც ყოველთვის მკვდარი უჯრედები სცვივა. სწორედ ამიტომ ის იქერცლება, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა კანის საფარზე ბევრი უარყოფითი ფაქტორი მოქმედებს.

მკვდარი უჯრედები აუცილებლად უნდა მოიშოროთ. გთავაზობთ სახის კანის განახლების იდეალურ მეთოდს – პილინგს, რომელიც სახლშიც შეგიძლიათ დაამზადოთ.

პილინგი

ეს პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა და სახეზე აქერცლილ კანს სამუდამოდ დაგავიწყებთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • კალციუმის ქლორიდის ხსნარი 5-10% (შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში ამპულების სახით შეიძინოთ)
  • ბამბის დისკი
  • საბავშვო საპონი

გამოყენება

1.ამპულა გახსენით. ბამბის დისკი აიღეთ და კალციუმის ქლორიდის ხსნარში დაასველეთ. სითხე სახეზე წაისვით და მთლიანად შეშრობა აცადეთ. ეს პროცედურა 5-8-ჯერ უნდა გაიმეოროთ. შეიძლება წვის შეგრძნება გქონდეთ. თუ წვის შეგრძნება ძლიერი იქნება, საპნით ჩამოიბანეთ.

2.როცა კალციუმის ქლორიდის ბოლო ფენა გაშრება, თითები წყალში დაასველეთ და საბავშვო საპონში ააქაფეთ. შეგიძლიათ ასევე დიასახლისის საპონი გამოიყენოთ.

3.მასაჟური მოძრაობით საპონი კანზე შეიზილეთ. თქვენ თითებზე მკვდარი უჯრედები აგყვებათ. საპონი იმ დრომდე წაისვით და შეიზილეთ, სანამ თითზე მკვდარი უჯრედები აღარ აგყვებათ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ წაისვათ კრემი, რადგან საპონი და კალციუმის ქლორიდი კანს აშრობს.

ეს საშუალება მკვდარ უჯრედებს რატომ აშრობს?

საქმე იმაშია, რომ კალციუმის ქლორიდი კალიუმის და ნატრიუმის მარილებთან მოქმედებაში შედის, რომელიც საბავშვო საპონში შედის და შედეგად კალიუმის და ნატრიუმის ქლორიდი და გაუხსნელი კალციუმის მარილი წარმოიშვება, რომელთა დახმარებით კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორება ხდება.

სცადეთ, ეს პილინგი სახლის პირობებში გააკეთოთ, შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს. ამის შესახებ მეგობრებს უამბეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement