Connect with us

კულინარია

500 გრამი ფარში და კარტოფილი. ახლა უკვე ვიცი, რას მოვამზადებ სტუმრებისთვის

როცა ჩვეულებრივი კოტლეტი მბეზრდება და ცოტა ხორცის ფარში მრჩება, 4 ცალ კარტოფილს და რამდენიმე ხახვს ვთლი, მაცივრიდან ყველი და მაიონეზი გამომაქვს და ამ კერძს ვამზადებ.

ფარშის რგოლების რეცეპტი დედამთილმა გამიზიარა და ამის გამო მისი მადლიერი ვარ. კერძის მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს, თან ძალიან გემრიელი და ნოყიერი გამოდის. რაც მთავარია, ამ კერძით ორი კურდღლის დაჭერას მოახერხებთ: დროს დაზოგავთ, რადგან მისთვის ცალკე გარნირის მომზადება საჭირო არაა და ოჯახის წევრებს უჩვეულო ვახშამით გაახარებთ.

ღუმელში გამომცხვარი ფარშის რგოლები

დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ფარშის რგოლები ღუმელში.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფარში
  • 300 გრ კარტოფილი
  • 4 კვერცხი
  • 200 გრ ხახვი
  • 50 გრ მაიონეზი
  • 150 გრ ყველი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. შიგთავსის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი კარტოფილია. სწორედ მისი წყალობით ამ უჩვეულო კოტლეტისთვის გარნირის ცალკე მომზადება არ დაგჭირდებათ.

კარტოფილი წინასწარ ნახევრად მომზადებამდე მოხარშეთ, გააგრილეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. შემდეგ კომფორტულ თასში გადაიტანეთ, 1 ს/კ მაიონეზი, გემოვნებით მარილი და წიწაკა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

2. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით, შემდეგ მცენარეულ ზეთში ოქროსფერის მიღებამდე შეწვით.

3. კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და წვრილად დაჭერით. ცოტა მაიონეზი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ.

4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, შემდეგ ცოტა ზეთი წაუსვით. ფარშით 1 სმ სისქის თხელი კვერის ფორმები გააკეთეთ და საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. ეცადეთ ერთნაირი ზომის ხორციანი კვერები გააკეთოთ და მათ შორის ცოტა თავისუფალი ადგილი დატოვოთ.

5. ზემოდან შემწვარი ხახვი, შემდეგ კვერცხი მაიონეზთან ერთად დაადეთ. შემდეგი ფენა – გახეხილი კარტოფილი. კარტოფილს შეგიძლიათ ცოტა მაიონეზი წაუსვათ.

6. ზემოდან თითოეულს გახეხილი ყველი მოაყარეთ. კერძი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით აცხვეთ.

7. ესეც ასე, ფარშის და კარტოფილის რგოლები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!