ჯანმრთელობა
5 ხერხი სწრაფად გასახდომად – ყოველგვარი დიეტისა და სავარჯიშოების გარეშე
სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ქალი დიეტებზე საშუალოდ 308 კვირას ატარებს – თითქმის 6 წელს, ეს კი 40 წლის ასაკამდე! ამ დიეტების შედეგად კი დაახლოებით 160 კილოგრამს იკლებს, ეს კი ნიკშნავს რომ დიეტის კვირების უმეტესი ნაწილი ტყუილად იყო დახარჯული.
თუმცა საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ კილოგრამების მოსაკლებად გამქანცველი ვარჯიშები და სტრესული დიეტები სულაც არ ყოფილა საჭირო. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სასარგებლო ჩვევების ნაკლებს რომლებიც ჭარბ კილოგრამებს წვალების გარეშე გააქრობენ.
ყურადღება მიაქციეთ საათს
ვაიცმანის ინსტიტუტის ექიმებმა დაამტკიცეს, რომ გვიან ჭამა პირდაპირ კავშირშია სიმსუქნესთან. ეს ჩვენს ბიოლოგიურ საათთან გახლავთ კავშირში.
საუკეთესო დრო საკვების მისაღებად და ბოლომდე დასანაყრებლად – მზის ამოსვლიდან 4 საათის შემდეგ გახლავთ! რაც უფრო მეტად გადაცდება ამ დროს, მით უფრო ნაკლები საკვები უნდა მიიღოთ!
დაიცავით სიჩუმე და სიბნელე
თუ ადამიანი სიბნელეში ჭამს, ის გაცილებით ნაკლებ საკვებს მოიხმარს და უფრო სწრაფად ნაყრდება, რადგან ამ დროს მისი სხვა შეგრძნებები აქტიურდება და საჭიროზე მეტი საკვების მიღებას თქვენი ტვინი არ დაუშვებს! იგივეა მუსიკის შემთხვევაში. თუ ოთახში მუსიკაა ჩართული, თქვენ ორჯე უფრო მეტ საკვებს მიირთმევს ვიდრე ჩვეულებრივ!
კარგად გამოიძინეთ
რაც უფრო ცოტა გძინავთ, მით მეტად მოითხოვს თქვენი ორგანიზმი საკვებს. მეცნიერების მტკიცებით, ეს ეფექტი მარიხუანის მოხმარების ეფექტს გავს: იმისთვის, რომ სიმხნევე გაახანგრძლივოს, ორგანიზმი მავნე, კალორიული, ცხიმიანი საკვების მირთმევას გაიძულებთ.
უკბიჩეთ და დაითვალეთ
თუ ლუკმებს დაითვლით და არა კალორიებს უფრო სწრაფად დაიკლებთ წონაში. ექსპერიმენტების მონაწილეები საკვების ლუკმებს ითვლიდნენ და შედეგად მათი ჩვეული რაციონი საგრძნობლად შეიცვალა, ამასთან ერთად მათ წონის 2 კილოგრამიც დაკარგეს.
როდესაც ითვლით ლუკმებს, გაცილებით გააზრებულად იწყებთ კვებას, შესაბამისად მცირდება ზედმეტის ჭამის შემთხვევები და თქვენი წონაც იკლებს.
ზომას აქვს მნიშვნელობა
…მაგრამ არა პორციის ან თეფშის ზომას! მნიშვნელოვანია იმ მაგიდის ზომა რომელთანაც საკვებს მიირთმევთ, თუ გახდომა გსურთ პორცია უნდა იყოს პატარა, ხოლო სასადილო მაგიდა კი დიდი! კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სისუფთავე და წესრიგია. სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სამზარეულოში არსებული უწესრიგობა გაუაზრებელ სტრესს იწვევს რომელსაც შეუძლია გაიძულოთ იმაზე ორჯერ მეტი მიირთვათ ვიდრე აპირებდით!