Connect with us

ჯანმრთელობა

5 ნიშანი, რომ ძალიან ცოტა წყალს სვამთ. ნუ დააიგნორებთ მათ!

წყლის გარეშე დედამიწაზე ცხოვრება შეუძლებელია, მისი საკმარისად მოხმარება კი თქვენს სხეულს ძალასა და ჯანმრთელობას შეუნარჩუნებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, წყლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ წყალი გასაოცარი რეაგენტია. უნდა გესმოდეთ, რომ წვენი, ჩაი, ყავა და სხვა სასმელები – წყალი არ არის!

თქვენი სხეული მუდმივად გაწვდით ინფორმაციას თუ როდის ჭირდება წყალი. აი 5 ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმს საკმარისი წყალი არ მიეწოდება:

1. იშვიათი შარდვა

ადამიანი დღეში საშუალოდ 6-7-ჯერ შედის ტუალეტში. ადამიანები რომლებიც ამას დღეში 2-3-ჯერ აკეთებენ – მეტი წყლის სმა უნდა დაიწყონ! თუ საკმარის წყალს არ სვამთ, თირკმელების დაავადების რისკი იზრდება, ამიტომ ეცადეთ წყალი საკმარისად მიირთვათ.

2. მშრალი კანი

გლუვი და ნაზი კანისთვის წყალი აუცილებელია, მას ხომ მუდმივად ჭირდება დატენიანება. თუ მშრალი კანი გაქვთ და დამატენიანებელი კრემებიც არ გშველით, ესეიგი დროა დაფიქრდეთ – იქნებ საკმარის წყალს არ იღებთ?! დღეში მინიმუმ 1.5-2 ლიტრი წყლის მიღებაა საჭირო.

3. თავის ტკივილები

თავის ტკივილების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება წყლის უკმარისობა იყოს. ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა როდესაც მოძრაობთ: იგრძნობთ თავბრუს ხვევას როცა სწრაფად დგებით ან კიბეზე ადიხართ.

4. პირის სიმშრალე

პირის სიმშრალე – ორგანიზმში სითხის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული ნიშანია. თან ატარეთ წყლის ბოთლი ამ სიმპტომისგან თავის ასაცილებლად.

5. შარდის ფერის ცვლილება

თუ მისი ფერი გამუქდა ან საერთოდ გამჭვირვალე გახდა, ნიშნავს, რომ ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, რადგან ჯანმრთელია დამიანის შარდი გამჭვირვალე-ყვითელი ფერის უნდა იყოს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.