Connect with us

ჯანმრთელობა

5 მარტივი ჯადოსნური რეცეპტი ხველის საწინააღმდეგოდ – მედიკამენტები დაგავიწყდებათ

სურდოს დაავადებების სეზონი უკვე დადგა. ხველა კი მისი განუყოფელი ნაწილია, რომელიც საკმაოდ მტანჯველი და არა დროულია. ახლა ხველის საწინააღმდეგოდ უამრავი სააფთიაქო აბები და სიროფები არსებობს, მაგრამ უცნობია ისინი ორგანიზმს უფრო მეტ სარგებელს აძლევენ, თუ ზიანს. განსაკუთრებით, ბავშვებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ხველის საწინააღმდეგოდ გამოცდილ რეცეპტებს გთავაზობთ, რომლებიც ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებენ.

  1. ბავშვებში ხველის გასაქრობად ასეთი ნარევი გამოიყენეთ. 1 ვაშლი, 1 ხახვი და 1 სტაფილო წვრილ სახეხზე გახეხეთ და დაახლოებით თანაბარი წონის აიღეთ. 2 ს/კ თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ბავშვებს 1 ჩ/კ თბილი ნარევი დღეში 4-5-ჯერ მიეცით.
  2. 30 გრ ქიშმიში ცივ, ანადუღარ წყალში 45 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ. ქიშმიში ძილის წინ შეჭამეთ და ცხელი რძე დააყოლეთ. საშუალება ძლიერი ხველის დროსაც დაგეხმარებათ.
  3. „ცეცხლოვანი“ რძე ხველის საწინააღმდეგოდ: 10 ხახვი კუბებად დაჭერით და 1 თავი ნიორი დააქუცმაცეთ. 500 მლ რძე დაასხით და დარბილებამდე ხარშეთ. ნარევს პიტნა და ცაცხვის თაფლი დაუმატეთ. 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ ნარევი დღეში რამდენჯერმე დალიეთ.
  4. 2 ს/კ გახეხილი ვაშლი, 2 ს/კ თაფლი და 1 ს/კ გახეხილი ხახვი აურიეთ. 1 ჩ/კ თბილი ნარევი დღეში 4-7-ჯერ მიიღეთ.
  5. 1 ბანანი, 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი, 1 ჭიქა რძე. მწიფე ბანანი აიღეთ, გარეცხეთ და ქერქი მოაშორეთ. ამის შემდეგ რბილობი დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ (ფაფის მსგავსი მასა უნდა გამოგივიდეთ). ამ ბანანის პასტას კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ რძე აადუღეთ, ფაფას დაასხით და კვლავ აურიეთ. აუცილებლობის შემთხვევაში 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. თბილი ბანანი-რძის კოქტეილი ძილის წინ დალიეთ. სამკურნალო კურსი – 5 დღე, თუმცა უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იგრძნობთ.