სხვა
5 ვარჯიში ტვინისთვის
ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ უმეტეს ჩვენგანს თავისი მეხსიერების გაუმჯობესება და უფრო ჭკვიანად გახდომა სურს. ხალხი ცხოვრების ყველასფეროში სრულყოფისა და განვითარებისკენ მიისწრაფვის, ამისთვის კი ტვინის მუშაობის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია!
არსბობს ბევრი საშუალება თვინის მუშაობის აქტივობის ასამაღლებლად. თუ გსურთ თქვენი ტვინის პოტენციალი უფრო მეტად გამოიყენოთ, გთავაზობთ 5 ეფექტურ მეთოდს ყოველი დღისთვის, რომლებიც თქვენი ინტელექტის დონეს აამაღლებენ.
1. სხეულის ბიორიტმების გაუმჯობესება
საუბარია ცირკადულ რითმებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან ორგანიზმის გაღვიძებასა და დაძინებასთან. თუ ძილისა და გაღვიძების დროს დააკორექტირებთ, თქვენს კოგნიტურ შესაძლებლობებსაც გააუმჯობესებთ.
დილითმზის შუქის ზემოქმედებით, ტვინი სიგნალს უგზავნის სხეულს, რაც სხეულის ტემპერატურას მაღლა წევს და იწყება კორტიზოლის გამომუშავება. თქვენი სხეული მზესთან ერთად უნდა იღვიძებდეს და მისი ჩასვლის შემდეგ კი ისვენებდეს.
2. ტვინის მუშაობის სტიმულირება
The FASEB Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვთ, ვიტამინი D და ომეგა 3, ასევე ეიკოზაპენტაენის და დოკოზაჰექსაენის მჟავა დიდ როლს თამაშობენ ტვინში სეროტონინის დონის რეგულაციისა და სინთეზის პროცესში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თევზის ქონის გამოყენება დაგეხმარებათ სტრესის შემცირებაში, გაგიუმჯობესებთ კოგნიტურ შესაძლებლობებს და შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას. გარდა ამისა თევზის ქონი დაკავშირებულია დენდრიტების წარმოქმნასთან – ნეირონის განტოტვილი ნაწილი, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება. რაც მეტი დენდრიტი აქვს ადამიანს, მით უფრო ჭკვიანია ის.
3. ვარჯიში ტვინისთვის
თუკი იცით რას ნიშნავს დაქანცვამდე მუშაობა და ეს თავადაც გამოგიცდიათ, ახლა შეეცადეთ ტვინიც მსგავსად დატვირთოთ და დაქანცვამდე ამუშაოთ. რათქმა უნდა სპორტ დარბაზში სიარული კარგია, მაგრამ ვარჯიში ტვინსაც სჭირდება.
დაკავდით გონებრივი სამუშაოთი, მაგალითად მათემატიკური სავარჯიშოების ამოხსნით, ეს თქვენს ტვინს უკეთესად აამუშავებს და ამით მას განვითარებას აიძულებთ. თუ ბავშვებს მათი მათემატიკის სავარჯიშოების ამოხსნაში დახმარებისას დაღლილობას იგრძნობთ, ესეიგი სწორ გზაზე ხართ.
4. სინჯეთ რაიმე ახალი
თუ ადრე რამის გეშინოდათ, შემდეგ კი უბრალოდ ადექით და გააკეთეთ ეს, ამ დროს მიღებული მღელვარება, თქვენი ტვინის მუშაობაზეც ახდენს გავლენას. როდესაც თქვენი კომფორტის ზონიდან – ახალი შეგრძნებების საპოვნელად გადიხართ, ტვინი უფრო ვითარდება და “იზრდება” რათა ყველაფერი “დაიტიოს”.
ექიმი დიუზელის თქმით, სიახლეები ადამიანის ტვინში დოფამინის გამოყოფას ასტიმულირებს: “როდესაც რაიმე ახალს ვხედავთ, ჩვენს წინ “ჯილდოს” მიღების შესაძლებლობის პოტენციური შესაძლებლობა იხსნება. ის საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ გარემო ამ “ჯილდოს” პოვნისთვის. მალე ტვინი აცნობიერებს, რომ ეს სტიმული არანაირ “ჯილდოს” არ მოიტანს და სწრაფად კარგავს “ინტერესს”. აი რატომ შეუძლია ტვინის აქტივობისა და სისხლში დოფამინის მატება მხოლოდ სიახლეებსა და ახალ ობიექტებს!”
თუ რაიმეს ცდა გეშინიათ, გახსოვდეთ, რომ გარისკვით მხოლოდ უფრო ჭკვიანი გახდებით, ეს კი არც ისე ცუდი სტიმულია პარაშუტით ხტომის, საზოგადოების წინაშე გამოსვლის ან რესტორანში ახალი კერრძის შესაკვეთად.
5. დასვენების დრო
მედიტაცია და კონცენტრაციის ვარჯიში ტვინს საინფორმაციო ნაგვისგან ათავისუფლებს.
თუ შუაღამისას გეღვიძებათ და ვეღარ იძნებთ – ეს თავში არსებული ფიქრების ნაკადის გამო ხდება. შეგიცლიათ სცადოთ მედიტაცია, რათა ტვინს დასვენებისა და გაწმენდის საშუალება მისცეთ.
ლუნდსის უნივერსიტეტის (შვეიცარია) მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ცნობიერების ამაღლების აქტივობები ისეთივე ეფექტურია, როგორც ინდივიდუალური კოგნიტური თერაპია პაციენტებთან, რომლებიც დეპრესიითა და შფოთვითი მდგომარეობით იტანჯებიან.
ეს შესანიშნავი საშუალებაა გონების დარდისა და ყურადღების გამფანტველი ფაქტორებისგან გასათავისუფლებლად. თვენი ფიქრების 80%-ზე მეტი ქვეცნობიერისგან მომდინარეობს, თქვენს ტვინს კი აზროვნებისთვის დამატებითი ადგილი ესაჭიროება.