Connect with us

ყვავილები

5 ჰოლანდიური ჯიშის ვარდმა კარგად გაიხარა. როგორ გავზარდოთ ვარდი კალმიდან

ოცნებობთ საკუთარი ბაღი ყვავილების კლუმბად აქციოთ? დაბნეული ხართ და არ იცით, როგორ განახორციელოთ იდეა, რადგან ვარდის ნერგები ძვირია? მიგანიშნებთ, სად აიღოთ კალმები: მეგობარს სთხოვეთ დამჭკნარი ვარდების თაიგული, რომელსაც უახლოეს მომავალში აჩუქებენ. ამ ვარდებიდან მშვენიერ კალმებს მიიღებთ. გიამბობთ, როგორ გაზარდოთ ვარდი კალმიდან სახლის პირობებში. არ იდარდოთ, ამ მეთოდით ნებისმიერი ვარდი გაცოცხლდება.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მარტივ, ეფექტურ მეთოდს ვარდის გასამრავლებლად

ვარდის გაზრდა კალმიდან სახლის პირობებში

პირველად, ამ მეთოდით კალმების გამრავლების ეფექტურობაში 10 წლის წინ დავრწმუნდი, როცა მოზარდი ვიყავი. მაშინ პარალელური კლასელი ბიჭი მომწონდა, ჩემი პირველი უმანკო სიყვარული. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა დაბადების დღეზე მაჩუქა თეთრი ვარდების თაიგული, რომელიც გაუშლელი ნაზი კოკრებისგან შედგებოდა.

ყოველ დილით წყალს ვუცლიდი, ყოველ საღამოს ფოთლებს ვნამავდი და გაშლილი ვარდების ფურცლებს ვასწორებდი. რამდენიმე დღის შემდეგ ყვავილებმა ჭკნობა დაიწყო. არაფრის გაკეთება შემეძლო. „დედა, გთხოვ, ვარდები გადაყარე. ჩემი ხელით ამას ვერ გავაკეთებ!“ – თითქმის ატირებულმა ვთხოვე და ყველაფერი მივეცი, რაც ოდესღაც მშვენიერი თაიგულისგან დარჩა. დედა რაღაცაზე დაფიქრდა და ჩუმად წავიდა.

თვენახევარი გავიდა და დედამ ბაღში დამიძახა: „წამოდი, რაღაცას გაჩვენებ!“ კალმების ყუთთან მიმიყვანა. „მითხარი, სად გინდა რომ დავრგო შენი თეთრი ვარდები“ გამიკვირდა. „დედა, როგორ მოახერხე?“ ამაყად გამიღიმა: „ეს ჩემი პატარა საიდუმლოა“. შემდეგ ექსპერიმენტის შესახებ მიამბო.

დედის რეცეპტი „სამეული“ ვარდების გასაზრდელად

ყურადღება! გთავაზობთ დედის რეცეპტს ვარდების გასამრავლებლად. დამჭკნარი ვარდიდანაც კალმების გაფესვიანებას შეძლებთ.

ხსნარი ასე მზადდება: 1 ჩ/კ ნაცარს 1 ჩ/კ თაფლი და 2 ჩ/კ ალოეს წვენი დაუმატეთ, 120 მლ დაწდომილი წყალი დაასხით და აურიეთ, რომ ერთიანი მასა მიიღოთ. ჯადოსნური ნარევი მზადაა. მკვებავ ხსნარში მზა კალმები ჩადეთ, რომ ისინი გაცოცხლდეს და აღდგეს.

როგორ მოვამზადოთ კალმები:

1. აირჩიეთ ღეროს ნაწილი, რომელიც მოგწონთ. ნახევარზე მეტი გახევებული არ უნდა იყოს, ჯანსაღად გამოიყურებოდეს და ცოცხალი ფოთლები ჰქონდეს.

2. 3-5 კვირტი დატოვეთ, რადგან ძალიან მოკლე კვირტი არ გამოგადგებათ. ზემოდან სწორად და ზედა კვირტთან ახლოს გადაჭერით. ქვემოთ ირიბად გადაჭერით, ქვედა კვირტიდან 1 სმ–ს დაშორებით. ირიბად გადაჭრა შეწოვის ზედაპირის ფართობს მაქსიმალურად გაზრდის.

3. კალმებს ქვემოთ ყველა ეკალი და ფოთოლი მოაშორეთ, ზედა ფოთლები უბრალოდ დაამოკლეთ. ასე შიგნით მეტ ტენიანობას შეინარჩუნებთ და მომავალი მცენარე არ გახმება.

4. კალმები მოსახერხებელ ჭურჭელში მოათავსეთ და შუა ნაწილამდე მკვებავი ნარევი ჩაასხით. ჩვეულებრივ, ნახევარი დღე საკმარისია, რომ კალმები გაძლიერდეს.

5. დარგვამდე ქვედა ჭრილი გაფესვიანების სტიმულირებისთვის სპეციალური საშუალებით დაამუშავეთ.

6. სტიმულაციის შემდეგ კალმები მიწით სავსე ქოთნებში ჩარგეთ. ჰუმუსით მდიდარი მიწა სჭირდება. ქვედა კვირტები მიწით დაფარეთ, ხოლო ფოთლები და ზედა კვირტები თავისუფალი დატოვეთ.

7. კალმებს მინის ქილა ან გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი დააფარეთ და გასაფესვიანებლად ბნელ ადგილას მოათავსეთ.

8. პერიოდულად მიწა დაატენიანეთ და კალმები გაანიავეთ. ვარდების გაფესვიანებას 1-2 თვე სჭირდება.

9. მცენარეს პირველ კოკრამდე ქილა უნდა დააფაროთ.

10. როცა საიმედო ფესვებს გამოიღებს, კალმები კლუმბში შეგიძლიათ გადარგოთ ან ფანჯრის რაფაზე ოთახის მცენარედ მოათავსოთ.

წლები გავიდა, ბავშვური სიყვარული გაქრა, მაგრამ ვარდები დღემდე ყვავილობს და მოგონებებს მიღვიძებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ მეთოდით ვარდების კალმებიდან გაზრდას სახლის პირობებში შეძლებთ.

Advertisement