თავის მოვლა
5 წლის შემდეგ უკეთესად რომ გამოიყურებოდეთ, ვიდრე დღეს, დაბერების პროცესი ასე უნდა შეაფერხოთ
ლიმონი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა თმისა და კანის მოსავლელად. სწორედ ლიმონმჟავა წმენდს ფორებს იდეალურად, აშორებს მკვდარ უჯრედებს და აღიავებს კანზე არსებულ ლაქებსაც კი, ამავდროულად კი არბილებს, აჯანსაღებს და აბზინებს კანს.
ეს C ვიტამინის ყველაზე ნატურალური წყაროა. ლიმონი, ასევე, სახის ტონის გათანაბრებისა და დაბერების პროცესის შესანელებლადაც გამოიყენება. თუ ლიმონის გამოყენებით იზრუნებთ თმებზე, დამერწმუნეთ, ისინი შეიძებს ჯანსაღ ელვარებას, თავის კანი დატენიანდება, მოიშორებთ დაგროვებულ ცხიმებს, ქერტლი კი საერთოდ აღარ შეგაწუხებთ.
ლიმონი კოსმეტიკის ნაცვლად
1. გამწმენდი სკრაბი სახის კანისთვის
შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი 1 ს.კ. ხარისხიან ზეითუნის ზეთს ჰერმეტულად დაცულ კონტეინერში, ათქვიფეთ ჩანგლით, რათა ინგრედიენტები ერთმანეთში გაიხსნას. დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი, ნახევარი ჭიქა ყავისფერი შაქარი და კარგად შეანჯღრიეთ, რომ შაქარი გაიხსნას. დაარეგულირეთ ზეთისა და თაფლის რაოდენობა თქვენი კანის სიმშრალის მიხედვით.
2. სახის კანის დამჭიმავი და გამაჯანსაღებელი ნიღაბი
შეურიეთ 2 ს.კ. ნატურალური მაწონი 1 ს.კ. ახლადდაწურულ ლიმონის წვენს, კარგად მოურიეთ. დაიტანეთ ნიღაბი სახისა და კისრის კანზე(წინასწარ გაიწმინდეთ). მოერიდეთ თვალის ირგვლივ მონაკვეთი. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთით. უნდა იგრძნოთ, როგორ შრება და მყარდება ნიღაბი. გაიჩერეთ იგი 1 საათით, თუ კიდევ უფრო უკეთესი შედეგის მიღება გსურთ. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. დამატენიანებელი კრემის წასმამდე კარგად გაიმშრალეთ კანი.
3. დამატენიანებელი და გამწმენდი საშუალება თავის კანისთვის
შეურიეთ 3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი ნახევარ ფინჯან ნატურალურ თაფლს, დაუმატეთ 3 ს.კ. ლიმონი. თავის დაბანის შემდეგ, წრიული მოძრაობებით დაიტანეთ მასა თავის კანზე. შეიხვიეთ თმა პოლიეთილენის პარკითა და პირსახოცით, გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ.
4. ლიმონი თმის სავლებად
თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ან სწრაფად გიცხიმიანდებათ, ეს მეთოდი დაგეხმარებათ. შეურიეთ 3 ს.კ. ლიმონის წვენი და ნახევარი ჭიქა წყალი. გაივლეთ დაბანილი თმა ამ საშუალებით(თუ კონდიციონერს იყენებთ, მისი დატანების შემდეგ უნდა გაივლოთ). ეს უნიკალური რეცეპტი თმას გააჯანსაღებს.
5. ქერტლის მკურნალობა
შეურიეთ ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი 3 ს.კ. ქოქოსის ზეთს. ინტენსიურად შეიძინეთ ეს მასა თავის კანზე, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ. საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე – წაისვით ცოტაოდენი საშუალება მაჯაზე და დაელოდეთ რეაქციას.
თქვენ როგორ იყენებთ ლიმონს, სამზარეულოს გარეთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.