Connect with us

ჯანმრთელობა

5 ცხიმისმწველი თესლი – ეს ჭარბი წონის მოშორების ჯანსაღი გასაღებია

სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში საკმარისი რაოდენობის უჯრედისის მიღება ჯანმრთელობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ფაქტორია. საკვები უჯრედისი, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემაში სწრაფად მუშავდება, ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას ხელს უწყობს.

უჯრედისის მკვებავი ნივთიერებები მსხვილი ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებისთვის ენერგიის წყაროს წარმოადგენს. თესლი არის საკვები, რომელიც ბევრ უჯრედისს შეიცავს. თუ წონაში დაკლება გსურთ, თესლით დიეტა ჭარბი ცხიმის მოსაშორებლად ძალიან სასარგებლო იქნება.

გეგმის დიეტა თესლებით

უჯრედისის მაღალი შემცველი დიეტის დაცვა გარკვეულწილად დიაბეტის, გულის დაავადებებისა და ქოლესტერინის მაღალი დონისგან დაგიცავთ.

ჩიას თესლი

უმეტესობა ჩვენგანმა უკვე იცის, რომ ჩიას თესლი წონის დასაკლებად გამოგაგდებათ. ის სისხლის მიმოქცევის პრობლემის დროს კარგი ბუნებრივი საშუალებაა. თუ ჯერ კიდევ არ იცით, ჩიას თესლი უჯრედისით, ომეგა 3 ცხიმებით, მაგნიუმით, კალიუმით, რკინით სავსეა და ძალიან მცირე ცხიმს შეიცავს. 2 ს/კ ჩიას თესლი მხოლოდ 5 გრ ცხიმს შეიცავს.

თუ წონაში დასაკლებად ჩიას თესლის მიღება გსურთ, 1 ს/კ ჩიას თესლი დღეში 2-ჯერ მიიღეთ. შეგიძლიათ სმუზებს, იოგურტებს, ჟელეს და ა.შ. საშუალებებს დაუმატეთ.

სელის თესლი

სელის თესლი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ცხიმის წვაში და ინსულინის დონის დარეგულირებაში დაგეხმარებათ. ასევე ცოტა რკინას, ცილას და ბევრ უჯრედისს შეიცავს, რაც სწრაფად დაგანაყრებთ.

ის ფიტოესტროგენების კარგ წყაროს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივი ესტროგენის სახით მოქმედებს. შედეგად, თქვენს ჰორმონებს სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება და ჰორმონალურ დისბალანსს აფერხებს, რაც წონის შემცირებას ხელს უწყობს.

მასში უჯრედისის რაოდენობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა მარცვლეულში, ამიტომ სელის თესლი რაციონში წონის შესამცირებლად ძალიან რეკომენდებულია. ასევე სასარგებლოა ქოლესტერინის დონის და ყაბზობის თავიდან ასარიდებლად. მასში შემავალი ომეგა 3 თევზს და ნებისმიერ ბოსტნეულს და მარცვლეულს აჭარბებს.

ეს თესლი ყველასთვის ხელმისაწვდომია. თესლის უპირატესობა რომ გამოიყენოთ, სელის თესლი უბრალოდ საკვებს დაუმატეთ.

მდოგვის თესლი

ეს თესლი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის ძალიან კარგი წყაროა, ასევე კალციუმს, უჯრედისს, რკინას, მაგნიუმს, ნიაცინს, ფოსფორს, ცილებს და თუთიას შეიცავს. თავისი თვისებების წყალობით ის კუჭის წვენის წარმოებას სტიმულირებს. შედეგად, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების და ცხიმის დაგროვებას ამცირებს.

სეზამი

სეზამის თესლი თავისი მინერალური და ცილოვანი შემადგენლობით შეუდარებელია. ის კალციუმს (10-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე რძე), მაგნიუმს, E ვიტამინს და თუთიას შეიცავს, რომელიც ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის და სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად აუცილებელია.

ასევე უჯრედისს შეიცავს, რომელიც საჭმლის მონელების დარეგულირებას ხელს უწყობს. სალათებს, სმუზებს, წვნიანებს ან ნებისმიერ სხვა საშუალებას დაუმატეთ.

კალციუმის მაღალი კონცენტრაციის წყალობით ქოლესტერინის დონის და კალორიების შემცირებას ხელს უწყობს.

მზესუმზირას თესლი

მზესუმზირას თესლი გასახდომად შესანიშნავი საშუალებაა, რაც მთავარია შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიირთვათ. ის E ვიტამინით სავსეა, რომელიც ტოქსინების და ანთების საწინააღმდეგოდ ძლიერი ანტიოქსიდანტის სახით მოქმედებს, თუ მას უმი და არა შემწვარი სახით შეჭამთ.

ოლეინის, ლინოლეურის, პალმიტინის, სტეარინის და ლეციტისნი მჟავები ღვიძლის დონეზე ცუდი და საერთო ქოლესტერინის დონის შემცირებას ხელს უწყობს. ეს ცხიმიანი მჟავები კარგი ქოლესტერინის სინთეზსაც ზრდიან.

მასში შემავალი უჯრედისი საკვებიდან ნაწლავებში ქოლესტერინის ათვისებას ამცირებს. მიუხედავად ამისა, 1 მუჭაზე მეტი არ უნდა მიიღოთ, რადგან ბევრ კალორიას შეიცავს.

მზესუმზირას თესლი მაგნიუმის მდიდარ წყაროს წარმოადგენს. ასევე ცილებს, უჯრედისს და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც კალორიების შესამცირებლად და სრულყოფილი კვების მხარდასაჭერად აუცილებელია. ის დაგეხმარებათ კალციუმის, სასარგებლო ცხიმების, კალიუმის, E ვიტამინის, B ჯგუფის ვიტამინების, უჯრედისის, ფოლიუმის მჟავის, მცენარეული ცილების და ბევრი ენერგიის მიღებაში დაგეხმარებათ, რომლებიც კარგი და სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით უზრუნველგყოფთ.

გოგრის თესლი ცხიმის დასაწვავად

იცით თუ არა, რომ ზოგიერთ საუკეთესო თესლს შორის, რომელიც წონის დაკლებას ხელს უწყობს, გოგრის თესლია? გოგრის თესლი უფრო მეტ თუთიას შეიცავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა თესლი, რაც ცხიმის დასაწვავად მნიშვნელოვანია. თუთია ორგანიზმს ცხიმის ფორმირების ჰორმონის და ტესტოსტერონის წარმოებაში ეხმარება.

ასევე კუნთოვან მასას ზრდის და სისხლში შაქრის მუდმივ დონეს მხარს უჭერს. გოგრის თესლი რკინას და მაგნიუმს შეიცავს.

ის საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის შესანიშნავია და მდიდარია ცილებით, რომლებიც დანაყრების შეგრძნებას ხელს უწყობს. ასევე ერთადერთი თესლია, რომელიც ორგანიზმში ტუტეს ზრდის და მჟავეს ანეიტრალებს. იოგურტს, სმუზს, შვრიას, სალათს დაუმატეთ.

კანაფის თესლი

კანაფის თესლი წონის შემცირებაზე ორმაგ გავლენას ახდენს. პირველ რიგში, 3 სუფრის კოვზი თითქმის 12 გრ ცილას შეიცავს. ის ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს, რომელიც ცხიმის წვას ხელს უწყობს.

ეს ცხიმები ცუდ განწყობას აფერხებს. ასევე ორგანიზმში ტუტეს ზრდის და ანთებას ებრძვის.

ის კარგი ენერგიის, მაგნიუმის, რკინის შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს, რომელიც მაღალ ენერგიას ხელს უწყობს. ასევე ცოტა თუთიას და ბევრ კალიუმს შეიცავს, რაც შეშუპების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. და ბოლოს, კანაფის თესლი უჯრედისით მდიდარია, რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და ნაწლავების რეგულირებას ხელს უწყობს.