Connect with us

ჯანმრთელობა

5 საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკი

აფთიაქში არსებული ანტიბიოტიკები დადებით მოქმედებასთან ერთად ორგანიზმში არასასურველ უკუჩვენებსაც იწვევენ, საბედნიეროდ მათი ჩანაცვლება ბუნბრივი ანტიბიოტიკებით შეიძლება. მათ უკუჩვენებები არ გააჩნიათ და ორგანიზმისთვის ზიანი არ მოაქვთ.

პირშუშხა

ამ მცენარის ფესვი ენზიმსა და მდოგვის ზეთს შეიცავს. თუ მის ფესვს გაფხეკთ, ჟანგბადთან ურთიერთქმედებით ორივე ნივთიერება შეერთდება, შედეგად კი ალილის მდოგვის ზეთი წარმოიქმნება. ეს შენაერთი წარმატებით ებრძვის ბაქტერიებს ცხვირ-ხახასა და პირის ღრუში.

მისი ნაყენის მეშვეობით (1 სუფრის კოვზი გახეხილი პირშუშხას ფესვი და 3 სუფრის კოვზი თაფლი) შეგიძლიათ ტრაქეიტი, ბრონქიტი და ქრონიკული ხველა მოიშოროთ. თუ 1 კოვზ გახეხილ პირშუშხას ფესვს ჭიქა მდუღარე წყალს დაასხავთ და დღეში 200 მილიგრამ ასეთ ჩაის დალევთ – ცისტიტის დამარცხებას შეძლებთ.

შტოში (ძახველი)

შტოშს ანტივირუსული და ანტიბიოტიკური მოქმედება აქვს, არის არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტი. მისი წვენი შარდის ბუშტს და საშარდე გზებს პათოგენური ბაქტერიებისგან წმენდს. ის შეუცვლელია გაციებისას: მისი ანტიბაქტერიული თვისებები მართლაც უნიკალურია.

მისი წვენის მოსამზადებლად: აურიეთ ძახველი შაქართან (3:1) და დაასხით 0.5 ლიტრი თბილი წყალი.

ნიორი

ნიორს ნაწლავური და სხვა ტიპის პარაზიტები გამოჰყავს ორგანიზმიდან, ანადგურებს ბაქტერიებს და ვირუსებს, დაბლა წევს წნევას და თავიდან გაცილებთ თრომბოზს. ამ მცენარეს ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს და კიბოს პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. ერთი კბილი ნიორი 400-ზე მეტ სასარგებლო მინარევს შეიცავს. ნიორით კურნავენ დიფტერიას, წყლულოვან დაავდებებს, ტუბერკულოზს და სხვადასხვა ჭიების ყოლით გამოწვეულ დაავდებებს.

უნივერსალური ნივრის ლიქიორი შემდეგნაირად მზადდება: გამჭვირვალე შუშის ჭურჭელში მოათავსეთ 12 კბილი ნიორი, დაასხით 3 ლიტრი წითელი ღვინო, დააყენეთ რაფაზე – 2 კვირით.

რეჰანი

კიდევ ერთი, უნივერსალური ბუნებრივი ანტიბიოტიკი. აქვს დეზინფექციის და ანტიბაქტერიული თვისებები, ის ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისგან იცავს.

რეჰანის ნახარში (4 კოვზი დაქუცმაცებული ფოთლები და 250 მილიგრამი მდუღარე წყალი) ანგინის, თავის ტკივილის და კონიუკტივიტის დროს დაგეხმარებათ.

მოცვი

ამ მცენარის ნაყოფი ბუნებრივ ასპირინს შეიცავს რომელიც ტკივილის შეგერძნებებს ახშობს და ქრონიკული ანთებითი პროცესების მოცილებაში გვეხმარება. ის ანტიბიოტიკის მსგავსაც მოქმედებს, ანადგურებს ბაქტერიებს საშარდე გზებში და ინფექციას ორგანიზმში გავრცელების საშუალებას არ აძლევს!