Connect with us

ჯანმრთელობა

შტოშის წვენის 6 განსაკუთრებული თვისება, რომლის გამოც ყოველდღე უნდა დალიოთ

წინა ბაზრობიდან 3 მძიმე ჩანთით დავბრუნდი. ტაქსის მძღოლმა ბინამდე ატანა შემომთავაზა. მკითხავთ, სად იყო ამ დროს ქმარი? კვირაობით სამკურნალო სასმელს მიმზადებს. სადღაც გაიგო, რომ შტოშის წვენი ქალისთვის ძალიან სასარგებლოა. იმ დღიდან უკვე 1 თვეა ვსვამ და თავს ნამდვილად შესანიშნავად ვგრძნობ. იმის გათვალისწინებით რომ ბაზრობაზე პროდუქტებს მეუღლეზე უკეთ ვარჩევ, ეს მოვალეობა მე დამეკისრა. აი, შტოშით კულინარიული ექსპერიმენტები მხოლოდ მისი წარმატებული შედეგია. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არის შტოშის წვენი ქალებისთვის სასარგებლო.

სიბერესთან ბრძოლა

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში გროვდება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც უჯრედებს აზიანებენ. ამის გამო დიაბეტის, გულის და ონკოლოგიური დაავადებების, საჭმლის მომნელებელი და საშარდე გზების სისტემების პრობლემები ვითარდება.

ამის გამო სიბერე სიხარული არაა. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ტონუსის დიდხანს შესანარჩუნებლად შტოშის წვენი დალიოთ. სასმელი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც მავნე თავისუფალ რადიკალებს ეფექტურად ებრძვიან.

გულის ჯანმრთელობა

შტოშის წვენი ბევრ პოლიფენოლს შეიცავს, რომელიც გულის ჯანმრთელობას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, საშუალება მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა 100%–ით ნატურალურია. კვლევამ აჩვენა, რომ სასმელს გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობის რამდენჯერმე გაუმჯობესება შეუძლია.

საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა

შტოშის წვენს აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, რაც საშარდე სისტემის ჯანმრთელობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. საქმე იმაშია, რომ შტოშის რეგულარული მიღებით ნაწლავური ჩხირების კოლონიზაციები და შარდის ბუშტის სხვა ბაქტერიული ინფექციები მცირდება. დამეთანხმეთ, ახალგაზრდებისთვისაც აქტუალურია!

საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღება

ყურადღება! ინფორმაცია მათთვის, ვისაც საჭმლის მოუნელებლობა მუდმივად აწუხებს. შტოშის სასმელი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს. სასმელი პრებიოტიკებით მდიდარია და რეგულარული მიღებისას ნაწლავების სასარგებლო მიკროფლორის ზრდას ხელს უწყობს. არა მხოლოდ კომბოსტოს მწნილი, არამედ შტოშის წვენიც მოიმარაგეთ!

ბაქტერიების და ვირუსების წინააღმდეგ

ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ შტოში ბაქტერიული მიკრობების ზრდას აფერხებს, ასევე ვირუსებს ებრძვის. მაგალითად, კენკრა ეფექტურია ნოროვირუსის წინააღმდეგ – მწვავე ნაწლავური ინფექცია, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების ხშირი მიზეზია. სწორედ ამიტომ, შტოშის წვენი არა მხოლოდ სურდოს სეზონზე, არამედ ახალი ბოსტნეულის სეზონზე უნდა დალიოთ.

ქალის ჯანმრთელობა 50 წლის შემდეგ

ადრე თუ გვიან მენოპაუზა ყველა ქალს ემართება. მენოპაუზასთან ბრძოლა ერთია, მაგრამ მასთან ერთად ცხოვრება სულ სხვა. ამ რთულ პერიოდში ქალს ნატურალური საკვები დანამატი, შტოშის სახით სჭირდება. კვლევის მონაცემებით, შტოშის მიღება საერთო ქოლესტერინს ამცირებს და ორგანიზმს სასიცოცხლო ვიტამინებით ამდიდრებს.

ვინ უნდა შეზღუდოს შტოშის წვენის მიღება

ერთი შეხედვით, სასმელს იმდენი ღირსებები გააჩნია, რომ მის ფონზე ნებისმიერი ნაკლოვანება უხილავი ხდება. და მაინც, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელმაც შტოშის წვენი ფრთხილად უნდა დალიოს. ის შეიძლება გარკვეულ მედიკამენტთან  ურთიერთქმედებაში შევიდეს. მაგალითად, შტოში სისხლის გამათხელებელი წამლების ეფექტს აძლიერებს. შტოშის წვენის რეგულარული გამოყენების წინ მკურნალ ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.

რა თქმა უნდა, სასმელი მამაკაცებისთვის არანაკლებ სასარგებლოა. შტოში შეგიძლიათ არაპირდაპირი დანიშნულებით გამოიყენოთ. მაგალითად, სახის ნიღაბი ან ტანის სკრაბი გააკეთეთ. შტოშის წვენი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია, გვეთანხმებით?