ჯანმრთელობა
5 სასმელი, რომელიც მინიმალურ დროში მოიყვანს მწყობრში ჰორმონალურ ფონს
იცით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სილამაზე პირდაპირაა დამოკიდებული კვებაზე? საკვებს, რომელსაც რეგულარულად მოვიხმართ, გავლენა აქვს აბსოლიტურად ყველა ორგანოსა და ქსოვილის მუშაობაზე. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამბობდა: “მე ვარ ის, რასაც ვჭამ”. ამ მოსაზრებას თანამედროვე მედიცინაც იზიარებს და ჯანმრთელობსთან დააკვშირებული მრავალი სერიოზული პრობლემის გასაჭრელად პაციენტებს სწორი, ჯანსაღი კვებისკენ მოგვიწოდებენ.
განსაკუთრებით დიდი ყურადღება ქალბატონებმა საკუთარ ჰორმონებს უნდა მიაქციონ და პერიოდულად მიიღონ შესაბამისი ზომები ჰორმონალური ფონის დასარეგულირებლად. ეს წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია ახალგაზრდობის, სილამაზისა და ჯანმრთელობის ღრმა სიბერებდე შესანარჩუნებლად. თუ ჰორმონებს მწყობრში მოიყვანთ, არა უბრალოდ გაიუმჯობესებთ საერთო ჯანმრთელობას და რეპროდუქციულ ფუნქციას, არამედ შეძლებთ ჭარბი კილოგრამებისგან გათავისუფლებას, კანისა და თმის გაჯანსაღებას.
დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ რამდენიმე მარტივად მოსამზადებელი სასმელის რეცეპტს, რომელთა დახმარებით თქვენ მარტივად გაუმკლავდებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას, დაიტენიანებთ ორგანიზმს და მოამარაგებთ მას სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. რაც ყველაზე მთავარია, ამ სასმელების დახმარებით ჰორმონალური ფონის მწყობრში მოყვანაა შესაძლებელი.
სასარგებლო სასმელები ჰორმონალური ფონის დასარეგულირებლად
1. თბილი წყალი ლიმონთან ერთად
ეს სასმელი ნამდვილი აღმოჩენაა თითოეული ქალბატონისთვის. თბილი წყალი ლიმონის წვენთან ერთად სტიმულირებს წონის კლების პროცესს, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და საჭმლის მონელებას. ლიმონი ეფექტურად არეგულირებს სინაყრის ჰორმონის, ლეპტინის დონეს. როდესაც მისი ბალანსი დარღვეულია, ორგანიზმი იწყებს ცხიმოვანი ფენების დაგროვებას, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ის ენერგიის სახით.
ამ სასარგებლო სასმელის მომზადება ძალიან მარტივია: 1 ჩაის ჭიქა ცხელ წყალში ჩაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი, კარგად გადაურიეთ, დააყოვნეთ იქამდე, სანამ სასმელი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება და შემდეგ მიირთვით. რეკომენდებულია მისი მიღება ყოველ დილას, საუზმობამდე დაახლოებით 20-30 წუთით ადრე.
2. ჩაი ჟოლოს ფოთლებისგან
მოცემული სასმელი არეგულირებს ქალის რეპროდუქციული სისტემის მუშაობას. ჟოლოს ფოთლები აძლიერებს საშვილოსნოს კუნთებს, რისი წყალობითაც მენსტრუაციული პერიოდი და კლიმაქსი გაცილებით მარტივად გადაგვაქვს. გარდა ამისა, ჟოლოს ფოთლების ჩაი დაგმუხტავთ ენერგიითა და სიმხნევით.
1 ჩაის კოვზ ჟოლოს დაფქულ ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 10 წუთით. ჰორმონალური ფონი რომ დავირეგულიროთ და მწყობრში მოვიყვანოთ, ამ სასმელის მიღება დღეში 3-ჯერ არის რეკომენდებული, დილით, შუადღეს და საღამოს. არ მიირთვათ ჟოლოს ფოთლების ჩაი დაძინების წინ, რადგან მას ყავაზე ძლიერი გამომაფხიზლებელი ეფექტი აქვს.
3. რძე კურკუმასთან ერთად
ეს აიურვედის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეცეპტია, რომელსაც “ოქროს რძის” სახელწოდებით ვიცნობთ. მოცემული სასმელი არეგულირებს ჰორმონალურ ფონს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და გვიცავს გაციებითი დაავადებებისგან.
200 მილილიტრ ცხელ რძეში ჩაამატეთ ნახევარი სუფრის კოვზი კურკუმის ფხვნილი. მიირთვით ერთი ფინჯანი ასეთი სასმელი ყოველდღიურად დაძინების წინ, რათა გაიუმჯობესოთ საერთო ჯანმრთელობა და მოიყვანოთ მწყობრში ჰორმონალური ფონი.
4. გვირილის ჩაი
ჯერ კიდევ უძველეს დროში საკმაოდ ხშირად იყენებდნენ ამ სასმელს კუჭთან და ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, გვირილის ჩაი ეფექტურად წმენდს ჩვენს ორგანიზმს დაგროვებული მავნე ნივთიერებებისგან, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.
ცხელი სასმელი აძლიერებს ოფლის გამოყოფის პროცესს. მასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება დიდი რაოდენობით ტოქსინები და რეგულირდება მსხვილი ნაწლავის მუშაობა. თუ გვირილის ჩაის რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ ჰორმონალური ფონის დარეგულირებასაც. მიუხედავად არაერთი სასარგებლო თვისებისა, გვირილის ჩაის მირთმევისას ზომიერების გამოჩენაა საჭირო. ჭარბი რაოდენობით ასეთი სასმელის მიღებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენს შრომისუნარიანობაზე და ვერ შევძლოთ რაიმე კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირება.
5. პიტნის ჩაი
ეს არაჩვეულებრივი სასმელი ეფექტურად არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს და ხსნის დაღლილობას. პიტნის ჩაი გვეხმარება უძილობის დამარცხებაში, ტკივილის შემსუბუქებაში და ნერვული გაღიზიანების მოხსნაში.
მიირთვით რეგულარულად პიტნის ჩაი, რათა შეძლოთ ჰორმონალური ფონის მწყობრში მოყვანა და საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და რეგულარულად მიირთვით სტატიაში წარმოდგენილი სასმელები, რათა შეძლოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემის თავიდან არიდება და ჰორმონალური ფონის დარეგულირება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!