Connect with us

ჯანმრთელობა

5 პროდუქტი, რომელიც სიბერის დაჩქარებას ხელს უწყობს

ყველასთვის ცნობილია, რომ ის, რითაც ვიკვებებით, გარეგნულ მხარესა და განწყობაზე გავლენას ახდენს. ჩვენს დროში ბევრ პროდუქტს სხვადასხვა კონსერვანტი ცვლის, რომლებიც ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ.

ეს პროდუქტები დაბერებას აჩქარებენ:

1. ტრანს ცხიმები

განსაკუთრებით ბევრ ტრანს ცხიმს შეიცავს კარტოფილი ფრი, პოპკორნი, ღვეზელი, ჩიფსი, კრეკერი, ორცხობილა, მარგარინი და ტორტი. ტრანს ცხიმების ჭარბი მოხმარება გასუქებას და გულის დაავადებას იწვევს. მედიცინის ამერიკელი დოცენტი ირწმუნება, რომ ტრანს ცხიმები ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევენ. როგორც ის თვლის, დაბერება ქრონიკული ანთებითი მდგომარეობაა, ამიტომ ადამიანები, რომლებიც ტრანს ცხიმებით იკვებებიან, თანატოლებთან შედარებით უფრო ასაკოვნად გამოიყურებიან.

2. გლუკოზა-ფრუქტოზის სიროფი

ეს სიროფი შაქრის იაფი შემცვლელია, რომელსაც მაღაზიის ტკბილეული, გაზიანი სასმელი და კონსერვი შეიცავს. ის საკვების გემოს აუმჯობესებს და შენახვის ვადას ზრდის. ამ სიროფის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ღვიძლის და გულის უკმარისობა, ასევე კარიესი გამოიწვიოს. კლივლენდის ფუნქციური მედიცინის ცენტრის დირექტორი, ექიმი მარკ ჰეიმანი ირწმუნება, რომ ამ სიროფის შემცველმა პროდუქტებმა შეიძლება „სიბერის დაჩქარება“ გამოიწვიონ.

3. გაწმენდილი მარილი

მარილი ორგანიზმში წყალს აკავებს და ჰიპერტონიის და დაჩქარებული სიბერის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს. მარილი მწვანილით და სანელებლებით ჩაანაცვლეთ, ხორცს ლიმონის წვენი მოასხით ან წითელი მოცვის ნაყენი მოასხით.

4. გადამუშავებული ხორცი

ძეხვი, ლორი, ბეკონი და სხვა – კონსერვანტებს შეიცავს, რომლებიც კანის პრობლემებს და ანთებით პროცესებს იწვევენ. ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილების გამომუშავებას წყვეტს. კოლაგენის დეფიციტის გამო კანი ბერდება, მკრთალდება, არაჯანსაღ იერს იღებს და მოქნილობას კარგავს.

5. ალკოჰოლი

ღვიძლი ალკოჰოლის გადამუშავებას ყოველთვის ვერ ახერხებს, რადგან მას ძალების აღდგენა სჭირდება. ის, რაც არ გადამუშავდა, დროთა განმავლობაში კანზე აკნეს, როზაცეას, დერმატიტის და ნაოჭების სახით ჩნდება.