თავის მოვლა
5 ნატურალური ნიღაბი სახისთვის
ზაფხულში ჩვენს კანს გაწმენდა, დატენიანება და კვება ესაჭიროება, თუმცა ამისთვის ძვირადღირებული ჰიგიენური კოსმეტიკის გამოყენება აუცილებელი არ არის, ყველა მნიშვნელოვანი ინგრედიენტის პოვნა ტქვენს ბაღში ან ბოსტანშიც შეგიძლიათ!
ეფექტი “2 ერთში”
ყველაზე ძვირფასი ბრენდები თავიანთი ოსმეტიკის დამზადებისას ბაზად ნატურალურ ექტრაქტებს იყენებენ და ცდილობენ მაქსიმალურად მიუახლოვონ მათი შემადგენლობა ორგანულს. ახალ ხილსა და ბოსტნეულს კი უკვე აქვს დიდი რაოდენობის ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და სასარგებლო ცხიმების დიდი შემადგენლობა. ჩვენი დიდი ბებიები ნიღბებად სწორედ ხილსა და ბოსტნეულს იყენებდნენ, გარდა ნიღბებისა ისინი ხშირად იკვებებოდნენ ნატურალური პროდუქტით და სვამდნენ ბევრ წყალს! დღევანდელ სტატიაში 5 ბოსტნეულს გაგაცნობთ რომელთა გარეგანი და შინაგანი გამოყენება თქვენს კანს უფრო ჯანმრთელსა დ ლამაზს გახდის!
1. ჭარხალი: წნევისთვის და ტუჩსაცხის სანაცვლოდ
ჭარხალი მაღალ წნევასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ის მდიდარია ნიტრატული შენაერტებით, რომესაც ორგანიზმის აზოტის ოქსიდად აქცევს. ის ადუნებს მკვრივ მუსკულატურას თქვენს სისხლძარღვებზე და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ახდენს. პლიუსი – ამცირებს თრომბის გაჩენის რისკებს.
ჭარხალი შეგიძლიათ ტუჩის მკვებავადაც გამოიყენოთ. აურიეთ 1 ჩაის კოვზი ჭარხლის პიურე, ზეითუნის ზეთი და ჩაის კოვზი თაფლი. წაისვით ტუჩებზე და 10 წუთი გაიჩერეთ. ეს დაატენიანებს ტუჩებს, შემატებს მკვეთრ ფერს და გაგათავისუფლებთ მშრალი კანისგან. ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ მზესუმზირის ზეთითაც ჩაანაცვლოთ. თუ ტუჩები ხშირად გისკდებათ შეგიძლიათ ამ შემადგენლობას ფუტკრის ცვილიც დაუმატოთ.
2. კიტრი: ნაბახუსევისა და თვალებს ქვეშ არსებული ტომრების წინააღმდეგ
კიტრი არაჩვეულებრივი საშუალებაა გაუწყლოვნებისა და ნაბახუსევის დროს. გაითვალისწინეთ, რომ სასარგებლოა არა მჟავე, დამწნილებული კიტრი არამედ – ახალი ბოსტნეული! გათალეთ 1-2 ცალი კიტრი და უზმოზე მიირთვით – ნაბახუსევბის დროს. კიტრში შემავალი ელექტროლიტები და В ჯგუფის ვიტამინები თქვენს ორგანიზმს წყლის ბალანსის სწრაფად აღდგენაში დაეხმარებიან.
რაც შეეხება კოსმეტიკურ პროცედურებს – კიტრში შემავალი ასკორბინის, ფოლიუმის და კოფეინის მჟავები კანიდან ჭარბი სითხის გამოდევნას უწყობენ ხელს და ამცირებენ შეშუპებას. დახუჭულ თვალზე 15 წუთით კიტრის დადება არა მხოლოდ შეშუპებას მოგაშორებთ არამედ კანს გააღიავებს და დაატენიანებს მას.
3. ახალი კარტოფილი: გულისა და ჭორფლისთვის
ახალი კარტოფილი ყველას გვიყვარს! მასში В6 ვიტამინის დიდი შემადგენლობაა რაც ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოაქმნას, გარდა ამისა კარტოფილი ბევრ კალიუმს შეიცავს, შესაბამისად მუნდირში გამომცხვარი კარტოფილი ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვისთვის!
ახალი კარტოფილის პიურე – კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა თვალების ქვეშ არსებული ტომრების მოცილებითვის. გახეხეთ კარტოფილი სახეხზე და მიღებული ფაფა 30 წუთით დაიდეთ თველებს ქვეშ არსებულ კანზე, შემდეგ კი ცივი წყლით ცამოიბანეთ. ამგვარად არა მხოლოდ ტომრებს მოიცილებთ არამედ კანსაც გაიღიავებთ.
4. მდოგვის მარცვლები: სპაზმის წინააღმდეგ და სკრაბისთვის
მდოგვი – ამ სანელებელი მცენარის პოტენციალს მებაღეები ხშირად ვერ აფასებენ. სპორცმენებმა კი იციან, რომ რამდენიმე კოვზი მდოგვის მარცვალი მათ კუნთების სპაზმისგან დაიცავს! ის ძმარმჟავას შეიცავს – ნივთიერებას, რომელიც აცეტილქოლინის გამომუშავებას უწყობს ხელს, ეს უკანასკნელი კი კუნთებს მუშაობას აიძულებს. მდოგვის მარცვალი მაგნიუმსაც შეიცავს – კუნთის სპაზმის დროს, ისიც კარგი დამხმარეა!
მდოგვის მარცვალი სახის სკრაბადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. აურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვის მარცვალი და ჩაის კოვზი თაფლი. გააჩერეთ 5 წუთი და შემდეგ ეს ნარევი დასაბანად გამოიყენეთ, ის მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ. მდოგვის ამრცვალში ბევრი გოგირდია, მას ანტიმიკრობული თვისება გააჩნია და კანის ინფექციების შეჩერების უნარი აქვს!
5. ვაშლი: ჯანმრთელი ანწლავებისა და ახალგაზრდობისთვის
ვაშლი – სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. ვიტამინი С, ბოჭკო, ანტიოქსიდანტები: კვერცენტინი და ტრიტერპენოიდი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში გვეხმარებიან, აძლიერებენ იმუნურ სისტემას და ახდენენ ნაწლავის მუშაობის ნორმალიზებას.
ვაშლი კანის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. გახეხეთ ვაშლი სახეხზე, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ერთი კვერცხი. აურიეთ ყველა კომპონენტი ბლენდერის მეშვეობიტ და სახის, კისრისა და დეკოლტეს კანზე დაიდეთ – 15 წუთით. ჩამოიბანეთ ნარჩენები ცივი წყლით და დატკბით სუფთა, მკვრივი და ჯანმრთელი კანით! ეფექტი რეგულარული მოხმარების მესამე კვირიდან იქნება შესამჩნევი!