Connect with us

ყვავილები

5 მრავალწლიანი ბაღის მცენარე: შეგიძლიათ სახლში წაიღოთ და გაზაფხულზე უკან დააბრუნოთ

ძირითადად, ბოსტანში ერთწლიან მცენარეებს ვრგავთ. მოსავლის აღების შემდეგ ღეროებს ვყრით ან კომპოსტს ვუმატებთ. იცით თუ არა, რომ ზოგიერთი ერთწლიანი მცენარე ბუნებაში რამდენიმე წელი იზრდება და ნაყოფის ისხამს? მთავარია, ზამთარში გარეთ არ დატოვოთ.

Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი 5 მცენარე უნდა გადარგოთ ქოთაში მოსავლის აღების შემდეგ. გაზაფხულზე შეგიძლიათ კვლავ ნაკვეთზე დააბრუნოთ. ეს ციკლი იმდენჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ, რამდენჯერაც ამის საშუალებას მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა იძლევა. ციკლების რაოდენობა თქვენს მოვლაზეც დამოკიდებულია.

პომიდორი

თუ გვიანდელი ჯიშის პომიდორმა დამწიფება ვერ მოასწრო, არ იდარდოთ. ქოთანში გადარგეთ და სახლში შეიტანეთ. ასე დამწიფდება და მოსავლის აღებას შეძლებთ. მაღალი ჯიშის მცენარე შეიძლება 2 მეტრამდე გაიზარდოს, ამიტომ ასეთი დიდი მცენარის განთავსებზე წინასწარ იზრუნეთ. თუ პატარა ბინაში ცხოვრობთ, პომიდვრის თავი გადაჭერით, გააფესვიანათ და ქოთანში დარგეთ. გაზაფხულზე ნერგებად გამოიყენეთ.

წიწაკა

პატარა კულტურა ქოთანში მარტივად შეგიძლიათ გადარგოთ და ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ. თუ ნაყოფმა დამწიფება ვერ მოასწრო, შენობაში დამწიფდება. თუ კარგი განათებით უზრუნველყოფთ, ზამთარში ახალ მოსავალს მოგცემთ. ფიტონათურის ქვეშ კარგად იზრდება.

რეჰანი

რეჰანს ბევრ კერძში იყენებენ, ამიტომ სამზარეულოში ერთი ასეთი ქოთნის ქონა სასარგებლოა. მცენარის თესლიდან გაზრდა რთულია, უბრალოდ ბოსტნიდან ერთი ქოთანი შემოიტანეთ, რომ სასურველი სანელებელი ახლოს გქონდეთ. ძალიან მაღალი მცენარე გადაჭერით. მალე ახალი ფოთლები თავს იჩენს. გაზაფხულზე გაფესვიანებული კალმები ნაკვეთზე დარგეთ.

მწვანე ხახვი

ალბათ, ერთხელ მაინც გიცდიათ, რომ სახლში, ფანჯრის რაფაზე ბოლქვიდან ხახვი გაგეზარდათ. გირჩევთ, რომ ხახვის ერთი სახეობით არ შემოიფარგლოთ და მისი სხვა მრავალწლიანი სახეობებიც გამოიყენოთ. მოგვიანებით, შეგიძლიათ ღია გრუნტზე გადარგოთ.

პიტნა

სურნელოვანი პიტნა თავისი გამამხნევებელი თვისებებით ჩაისთან ერთად სასურველი მცენარეა. პიტნა შეგიძლიათ ზამთარში სახლში შეიფაროთ და გაზაფხულზე კვლავ ქუჩაში დააბრუნოთ.

ასეთი ხრიკი გამოგადგებათ, თუ ნერგების გასაზრდელად დრო და ადგილი არ გაქვთ. თქვენ რას ზრდით ფანჯრის რაფაზე?

Advertisement