Connect with us

თავის მოვლა

5 კოსმეტიკური პროცედურა რომელიც დამოუკიდებლად არასდროს უნდა ჩაიტაროთ

არაერთხელ დაგვიწერია იმის შესახებ თუ რომელ ბიუთი პროცედურაზე არ ღირს ეკონომიის გაკეთება. დღევანდელ პოსტში კიდევ 5 მათგანზე ვისაუბრებთ

1. თმის შუბლთან შეჭრა

სალონში თმის შუბლთან აჭრა თითქმის იგივე ფასი ღირს რაც მთლიანი ვარცხნილობის გაკეთება, მაგრამ აჯობებს მაკრატელი გადადოთ და ეს საქმე პროფესიონალს მიანდოთ.

2. თმის ფერი რადიკალურად არ შეიცვალოთ

თუ თმის ფერის ცვლილება გსურთ, თმის ძირების ან ჭაღარის შეღებვა იგივე ტონში რაც აქამდე გქონდათ – ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ამის გაკეთება სახლში, დაოუკიდებლადაც შეიძლება, მაგრამ, თუ ქერა ხართ და თმის შავად შეღებვა გსურთ, ან უარესი – შავგვრემნიდან ქერაზე ფერზე გადასვლა – აჯობებს დასახმარებლად პროფესიონასლ მიმართოთ.

3. წარბები ცვილით ან ძაფით არ ჩააკორექტიროთ

წარბისთვის სწორი ფორმის მისაცემად სახლის პირობებში მხოლოდ პინცეტი გამოგადგებათ. ცვლითა და ძაფით მუშაობას კი პროფესიონალი ჭირდება. მათი გამოყენებისას მაღალია კანის დაზიანების ან ასიმეტრიული ფორმის მიღების რისკი. სწორედ ამიტომ ამ პროცესურაზე ეკონომიის გაკეთება არც თუ ისე კარგი იდეაა.

4. ნუ გაიღიზიანებთ ღრმა მუწუკებს

ყველას გვესმის თუ რა არასასიამოვნოა სახეზე გაჩენილი მუწუკი ან შავი წერტილი და მათი გაჩენისთანავე ერთი სული გვაქვს მოვიშოროთ. თუ საქმე სერიოზულად არ არის, მუწუკის მოშორება და შემდეგ გაღიზიანებული ადგილის დეზინფექცია პრობლემა არ არის. თუმცა თუ მუწუკი ღრმაა, მის გარშემო კანი გასიებულია და ხელის შეხებისას გტკივათ – მისი გაღიზიანება ანთებით პროცესს უფრო გააღმავებს და შესაძლოა პიგმენტური ლაქაც დაგიტოვოთ. თუ მსგავსი გამონაყარი ხშირად გაწუხებთ აჯობებს დერმატოლოგს მიმართოთ.

5. არ გამოიყენოთ კბილის პასტა

აქ კბილის პასტის კანის დეზინფექტორად გამოყენება იგულისხმება. ექიმი დერამტოლოგების მტკიცებით თუ კბილის პასტა კანის შიდა ფენაში მოხვდება შესაძლოა ამან დეპიგმენტაცია გამოიწვიოს და ეს კი მუწუკზე გაცილებით დიდი პრობლემაა. ამიტომ გაითვალისწინეთ ექიმების რცევა და კანის პრობლემის მკურნალობისას კბილის პასტას ნუ გამოიყენებთ.