Connect with us

ჯანმრთელობა

5 ინგრედიენტი, რომლებიც სახსრების ანთებას გააქრობენ და ტკივილს შეამცირებენ

დღეს ანთება არის მდგომარეობა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. ქრონიკულ ანთებითი დაავადებებია რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, პოდაგრა, ბურსიტი და ა.შ.

დროთა განმავლობაში სახსრების ტკივილი შეიძლება მუდმივი და მტანჯველი გახდეს. საბედნიეროდ, სწორი ბუნებრივი დიეტის დაცვით, მათ შორის სახსრების აღმდგენი სმუზების გამოყენებით, ტკივილის შემცირებას შეძლებთ.

ინგრედიენტების ნარევი, რომელსაც ჯადოსნური სმუზი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს მოიცავს.

პროდუქტები, რომლებიც სახსრების ანთებას აქრობენ და ტკივილს ამცირებენ:

კურკუმა

საუკუნეების მანძილზე აიურვერდულ და ჩინურ მედიცინაში კურკუმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის სამკურნალოდ გამოიყენება. მთავარი ინგრედიენტის კურკუმინის წყალობით კურკუმას ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმა ტკივილს ამცირებს, ქრონიკული ართრიტის და სახსრების ტკივილის დროს ეფექტურად გვეხმარება.

შავი წიწაკა

ჩვეულებრივ სმუზებში შავ წიწაკას არ უმატებენ, მაგრამ მას განსაზღვრული მიზანი აქვს. საერთაშორისო ჟურნალში Food Science and Nutrition 2015 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შავი წიწაკა კურკუმის ანტიოქსიდანტურ დონეს ზრდის.

კურკუმის ათვისების გაუმჯობესების გარდა, შავი წიწაკა ანთების საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს. „სურსათის მეცნიერების კრიტიკული ჯგუფის“ მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, შავი წიწაკა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს პიპერინს, რომელიც ეთერზეთის, ბუნებრივი ფისისა და ალკალოიდებისგან შედგება და ანთების საწინააღმდეგო თვისებას უზრუნველყოფს.

კოჭა

თავისი სამკურნალო თვისებების წყალობით კოჭა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენება.

2005 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალში Food Medicine გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ კოჭას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და სახსრების ტკივილის გამომწვევი ქრონიკული ანთების საწინააღმდეგოდ სასარგებლოა.

ალუბალი

მჟავე ალუბალი ანთების დროს ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას წარმოადგენს.

ის A და C ვიტამინებით, ასევე ბეტა-კაროტინით მდიდარია. C ვიტამინი ორგანიზმს კოლაგენის გამოსამუშავებლად სჭირდება, რომელიც ნორმალური ხრტილის ნაწილია. ხრტილი ოსტეოპოროზის დროს იშლება და ძვლებსა და სახსრებზე ზეწოლას ახდენს.

ალუბალი ანტოციანინების მაღალ დონეს შეიცავს, რომელსაც ძლიერი ანტიოქსიდანტური და სახსრების აღმდგენი უნარი გააჩნია. ეს სუპერპროდუქტი შეგიძლიათ ახალი, გამხმარი ან გაყინული სახით მიირთვათ.

ასევე შეგიძლიათ ანტოციანინით და C ვიტამინით მდიდარი ისეთი კენკრა მიირთვათ, როგორიცაა მაყვალი, მოცვი და ჟოლო.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი სახსრების ტკივილს ორი მეთოდით ამცირებს. პირველ რიგში, ქოქოსის ზეთი კურკუმას ათვისებას ხელს უწყობს. 2014 წელს იმუნოფარმაკოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია, რომელიც ართრიტისგან გვიცავს.

ანანასი

ანანასს სამკურნალო თვისებები გააჩნია. ის შეიცავს ფერმენტს, რომელიც ცნობილია, როგორც ბრომელაინი. ამ ფერმენტს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. ფიტოთერაპიისა და ფიტოფარმაკოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში 2002 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრომელაინი მუხლის ტკივილის სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბრომელაინი ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის ნიშნებს ამცირებს.

რეცეპტი:

  • ½ ჭიქა ანანასის ნაჭერი
  • 1/3 ჭიქა ახალი ან გაყინული ალუბალი
  • ¼ ჩ/კ ახალი კოჭის ფესვი
  • ½ ჩ/კ კურკუმა
  • მწიკვი შავი წიწაკა
  • ½ ჩ/კ ქოქოსის ზეთი

ყველა ინგრედიენტი ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და მაღალ სიჩქარეზე დააბლენდერეთ. შეგიძლაით იწამსვე დალიოთ, ან დიდი რაოდენობით მოამზადოთ და მინის ქილაში ჩასხმული მაცივარში შეინახოთ.