Connect with us

ჯანმრთელობა

5 წამიანი ჩვევა, რომელიც ხერხემალს ჯანმრთელობას და მოქნილობას ღრმა სიბერემდე შეუნარჩუნებს

უნდა ვაღიაროთ – ყველამ არ იცის, რამდენად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ადამიანის ორგანიზმში ხერხემალი. პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ ხერხემალი – ესაა ჩვენი სხეულის მთავარი საყრდენი კონსტრუქცია, რომელიც მუდმივად ზეწოლას განიცდის.

ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ხერხემალს, სხეულის სხვა ნაწილების მსგავსად, დიდი დრო და ყურადღება ესაჭიროება. ამის შედეგად ვიღებთ მალთაშუა დისკების არევას, თიაქარს, ოსტეოქონდროზს, ნერვული დაბოლოებების დაზიანებას და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი თანხმლები ხდება მუდმივი ტკივილები ხერხემლის არეში, იცვლება ცხოვრების ხარისხი.

საბედნიეროდ, არსებობს მარტივი სავარჯიშო, რომელიც ჩვენს ხერხემალს ჯანმრთელობას დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს.

სასარგებლო ჩვევა ხერხემლისთვის

ყოველდღე, საწოლში წოლისას, შემოიღეთ ეს სასარგებლო ჩვევა:

  1. აწიეთ ხელები ზემოთ(თქვენს სხეულთან მიმართებაში, არა ჭერისკენ).
  2. გაასწორეთ მუხლები, ფეხის თითები მომართეთ თქვენკენ.
  3. წამოწიეთ თეძოები და დაჭიმეთ.
  4. შეზნიქეთ მუცელი და მჭირდოთ დააწექით წელით საწოლს.
  5. ახლა, ამ მდგომარეობის შენარჩუნებასთან ერთად, ქუსლებით ქვემოთ გაიწელეთ, ხოლო ხელებით – ზემოთ, გაწელეთ ხერხემალი ორი მიმართულებით.

თავიდან, ეს სავარჯიშო 5 წამის მანძილზე უნდა შეასრულოთ, თანდათან კი 20 წამამდე ახვიდეთ. შემდეგ მოდუნდით.

გირჩევთ, სავარჯიშოს შესრულება ჯერ იატაკზე, ხალიჩაზე ისწავლოთ და, როცა კარგად გაითავისებთ, შეასრულეთ იგი ყოველდღე, ძილის წინ.

რაში მდგომარეობს ამ სავარჯიშოს ეფექტი? ხერხემლის გაწელვით ძილის წინ, თქვენ მალებს შორის ადგილს ზრდით და ათავისუფლებთ დეფორმირებულ და დაზიანებულ მალთაშორის დისკებს.

გათავისუფლებული სივრცე საშუალებას მისცემს დაზიანებულ დისკებს, ღამით საკმარისი რაოდენობით წყალი მოიზიდოს, მომდევნო დღის განმავლობაში კი წარმატებით შეასრულებს თავის ამორტიზატორულ ფუნქციას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement