Connect with us

ჯანმრთელობა

5 სასმელი, რომლებიც სისხლს ათხელებს

სისხლის შესქელება მრავალ პრობლემას იწვევს, მათ შორის: ვარიკოზს, თრომბოზს, ორგანოების ჰიპოქსიას, ინსულტის რისკის ზრდას. თუ სისხლი ბლანტია, ირღვევა დამამჟავებელ-აღდგენითი პროცესები ყველა ორგანოსა და ქსოვილში, რადგან რთულდება ძირითადი სატრანსპორტო ფუნქციის შესრულება. ბლანტი სისხლის სიმპტომები შეიძლება იყოს სწრაფი დაღლა, მეხსიერების გაუარესება, ძილიანობა და აპათია.

სწორი კვება – ამ პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პუნქტია. თუ ადამიანი ორგანიზმს სასარგებლო ელემენტებით ამდიდრებს საკვების გზით, ეს ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, კოლტების დაშლასა და ყველა სისტემის ფუნქციონირების დარეგულირებას.

გთავაზობთ 5 სასმელს, რომლებიც დაგეხმარებათ სისხლის გათხელებაში.

1. კაკაო რძის გარეშე

კაკაო შეიცავს თეობრომინს, რომელიც ამცირებს სისხლის სიბლანტეს. თუ 100 გ სუფთა კაკაოს მაინც მოიხმართ რძისა და შაქრის გარეშე, სისხლს მნიშვნელოვნად გაითხელებთ, გააძლიერებთ სისხხლძარღვოვან კედლებს, გააუმჯობესებთ მეტაბოლისტურ პროცესებს, არ დაუშვებთ ათეროსკლეროზის განვითარებას და გაზრდით ერითროციტების კონცენტრაციას. ასევე, კაკაო დიდი რაოდენობით ფიტონციდებსა და 20-ზე მეტ სხვადასხვა ამინომჟავას შეიცავს, რომლებიც ანელებს სისხლის სხეულაკების დამჟავების პროცესს. თუმცა, ამ პროდუქტის ზედმეტად მოქმხმარება არ ღირს, რადგან იგი ტანინებსაც შეიცავს და უარყოფითი ეფექტის გამოწვევა შეუძლია.

უკუჩვენებები: ალერგია, პოდაგრა, სიმსუქნე.

2. ბროწეულის წვენი

ეს სასმელი ძალიან მდიდარია C ვიტამინით, მიკროელემენტებით, ამინომჟავებითა და ცხიმოვანი მჟავებით. ბროწეულის წვენის მოხმარება არამხოლოდ ათხელებს სისხლს, არამედ წმენდს მას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ერითროციტებისა და გემოგლობინის გამომუშავებას, აძლიერებს მთელ ორგანიზმს.

უკუჩვენებები: გასტრიტი, მომატებული მჟავიანობა, ყაბზობა, ბუასილი.

3. მწვანე ჩაი

ეს სასმელი დღეს მეგაპოპულარულია თავისი უნივერსალურობის გამო. მწვანე ჩაი სისხლის გასქელების დროსაც გვეხმარება. იგი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტსა და E ვიტამინს შეიცავს, რომლებიც არ აძლევს ერითროციტებსა და თრომბოციტებს ამჟავების საშუალებას. სასმლის მოხმარება ელემენტებს “შეწებების” საშუალებას არ აძლევს, რაც, შესაბამისად, სისხლის გასქელებასაც უშლის ხელს. მწვანე ჩაი წმენდს და აძლიერებს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს სისხლის ცირკულაციას. სასმლის მოხმარება რეკომენდებულია უშაქროდ.

უკუჩვენებები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ფეხმძიმობა, უძილობა, ჰიპერტონია, თირკმლების დაავადება, პოდაგრა.

4. ალუბლის წვენი

სასმელი დღეისათვის რეკომენდებულია არამხოლოდ სისხლის გასათხელებლად, არამედ კიბოს პროფილაქტიკისთვისაც. ალუბლის წვენი აძლიერებს სისხლძარღვებს, ამცირებს არტერიულ წნევას. პროდუქტის შემადგენლობაში შედის პოლიფენოლები და ანტოციანები, რომლებიც დადებითად მოქმედებს მთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. წვენი გვეხმარება უძილობის, ცუდი ქოლესტერინის მომატებული დონის, სტრესისა და ოსტეოართრიტის დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მჟავიანობა, ალერგია, შაქრიანი დიაბეტი, გატრიტი, წყლული, სასუნთქი გზების დაავადებები.

5. ძახველის მორსი

კენკრაში სალიცილისა და ბენზოური მჟავების არსებობა სისხლის სიბლანტეს ამცირებს. ძახველის მორსის მიღება აძლიერებს იმუნიტეტს, წმენდს თირკმელებს, ამცირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს გულის კუნთს, აღადგენს სისხლძარღვების ელასტიურობას, აუმჯობესებს მთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას.

უკუჩვენებები: კბილების სუსტი ემალი, გასტრიტი, წყლული, კუჭის მომატებული მჟავიანობა, ღვიძლის დაავადება, ნაწლავის მწვავე ანთება, ინდივიდუალური აუტანლობა.