Connect with us

საკითხავი

5 რამ, რაზეც 2020 წლის სექტემბერში უარი უნდა თქვათ, რომ უფრო ბედნიერი გახდეთ

სექტემბერში ადვილია დეპრესია და შემოდგომის მელანქოლია შემოგეპაროთ. ასეთ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია იმ 5 რამის დათმობა, რაც ბედნიერებისკენ მიმავალ გზას გიღობავთ.

ჩვენ, ყველას გვსურს ბედნიერი ცხოვრება. მუხთლობის კანონით, ყოველთვის არსებობს ისეთი რამ, რაც ცხოვრებას ართულებს. ამასთან დადასტურებულია, რომ პრობლემების უმეტეს ნაწილს თავად ვქმნით და ბედნიერებისთვის საკმარისია ძველი სქემით ცხოვრება შევწყვიტოთ. გთავაზობთ სიას, თუ რაზე უნდა თქვათ უარი 2020 წლის სექტემბერში, რომ ბედნიერებისკენ სწორი კურსი დაიჭიროთ.

1. დამარცხების შიში

სექტემბერი ასტროლოგიური თვალსაზრისით ძალიან გაჯერებულია. ეს იქნება მნიშვნელოვანი პერიოდი თვითგანვითარებისთვის, როცა სჯობს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ მეს, მიზნებს და იმას, რაც საკუთარ თავად გაქცევთ. კარგი დროა ახალი მიზნების დასასახად და მათ განსახორციელებლად, მაგრამ ყველაფერი შეიძლება გააფუჭოს დამარცხების შიშმა და წარსულმა ნეგატიურმა გამოცდილებამ, რის გამოც ხშირად საკუთარ თავს ბედნიერად ცხოვრებას, თამამი მიზნების დასახვას, ახალი ადამიანების გაცნობას და რაღაც უჩვეულოს გაკეთებას ვუკრძალავთ. საკუთარ თავს უარი არ უთხრათ იცხოვროთ ისე, როგორც გსურთ. გახსოვდეთ, რომ თითოეული შეცდომის გამოსწორება შეიძლება, ამიტომ შეცდომის დაშვება სირცხვილი და საშიში არაა.

2. წარსული წყენა

მერკური (კომუნიკაციების პლანეტა) თვის უმეტეს ნაწილს სასწორის თანავარსკვლავედში გაატარებს. ჰოროსკოპის მიხედვით 2020 წლის სექტემბერი კარგი დრო იქნება, რომ სხვებთან ურთიერთობა დაალაგოთ. უთანხმოების გადალახვას და წარსული წყენის ადვილად მოშორებას შეძლებთ. ახლობლებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. რა თქმა უნდა, გულის ტკენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუმცა, მას ვისაც წყენის დავიწყება და გულწრფელად პატიება შეუძლია უფრო ბედნიერია, ვიდრე ის, ვინც ნეგატივით გადავსებულია და საკუთარ თავს შიგნიდან ანადგურებს. ყველაფრის პატიების ქრისტიანული პრინციპით იხელმძღვანელეთ – თქვენ ცხოვრების გამარტივებას შეამჩნევთ.

3. მეტისმეტი თავდაჯერებულობა

ეს თვისება ბევრს ახასიათებს. საკუთარი თავის რწმენა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი კარგია, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები უფრო შორს მიდიან და საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში ზედმეტად თავდაჯერებულნი არიან. ეს ბევრი პრობლემის და საზოგადოებაში ადაპტირების უნარის არ ქონის მიზეზია. საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობა არ აიღოთ და უარი არ უთხრათ მათ, ვინც დახმარებას გთავაზობთ.

4. მორცხვობა

ახალი ცხოვრების დაწყება სჯობს ახალი დოგმებით. პირველი ასე ჟღერს: „საკუთარი თავის  და საკუთარი მახასიათებლების არ უნდა გრცხვენოდეთ“. გახსოვდეთ, რომ ეს შინაგან კონფლიქტს გამოიწვევს, რაც თავის მხრივ კომპლექსების და შიშების გაჩენას გამოიწვევს. საკუთარ თავზე მუშაობა მორცვხობის დაძლევაში დაგეხმარებათ და თავს უფრო ბედნიერად და თავისუფლად გაგრძნობინებთ.

5. სტრესი

ჩვენ ძალიან ხშირად მოქმედებას ვამძაფრებთ. ეს კი ხანგრძლივ და დესტრუქციულ ანარეკლს ტოვებს მიზეზებსა და შედეგებში, თვითკვლევაში. მსგავსმა ჩვევამ სექტემბერში შეიძლება ბოროტად გეხუმროთ: თვითშეფასება გაანადგუროს და ბედნიერი ცვლილებები წაგართვათ. მნიშვნელოვანია, რომ სტრესისა და ნეგატივისგან გათავისუფლების გზები იპოვოთ. არ არსებობს ადამიანები, რომელთაც ნეგატიური ფიქრები და პრობლემები არ ჰქონიათ. სტრესული სიტუაცია ყველას აქვს, მაგრამ მასთან სწორად გამკლავება ყველას არ შეუძლია. საკუთარი გრძნობები არ უგულებელყოთ, რადგან ეს სტრესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ყველაფერზე მშვიდად დაფიქრდით: პრობლემების ბირთვი და გადაწყვეტილების მეთოდები იპოვეთ. თქვენ საკუთარი პრობლემების სხვასთან განხილვა უნდა ისწავლოთ, დაიცალოთ, ემოციები გამოუშვათ და გონება გაწმინდოთ.