Connect with us

საკითხავი

5 მიზეზი, რატომ არ შეიძლება საქორწინოს ბეჭდის დიდი ხნით მოხსნა

ქორწინება ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი და თბილი მომენტია. სასიამოვნო გასახსენებელია საქმროს მღელვარება, როცა პატარძალს თითზე ბეჭედს უკეთებდა, ბედნიერი მშობლების და ნათესავების სახეები. ახალი ოჯახის შექმნის ყურება ყოველთვის სასიამოვნოა.

დროთა განმავლობაში, ბევრი წყვილი საქორწინო ბეჭდის ტარებაზე უარს ამბობს. ამის სხვადასხვა მიზეზი აქვთ. მოუხერხებელია, მუშაობაში ხელისშემშლელია, ზომაში შეუფერებელია. და მაინც, საქორწინო ბეჭდის მოხსნა არ შეიძლება, თუნდაც ხელს გიშლიდეთ.

5 მიზეზი, რატომ არ შეიძლება საქორწინოს ბეჭდის მოხსნა

სიყვარულის სიმბოლო

სანამ ბეჭდის მოხსნას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ, როგორი სიხარულით ატარებდით ქორწილის დღეს და მის შემდეგ. ეს არა უბრალო სამკაული, არამედ სიყვარულის და პატივისცემის სიმბოლოა. ძლიერი ნიშანია და მასთან დამშვიდობება არ ღირს.

სოციალური აზრი

ადამიანზე პირველ შთაბეჭდილებას გარეგნობა ქმნის. თანამოსაუბრე თითზე ბეჭდის არსებობას აუცილებლად შეამოწმებს, თუ თქვენს შესახებ მეტის გაგება სურს. დაოჯახებული ადამიანი უფრო პოზიტიურად აღიქმება. გამოდის, რომ საიმედო ადამიანი ხართ და პასუხისმგებლობას არ გაურბიხართ.

ფიცის შეხსენება

ბეჭდების გაცვლის და ქორწინებაზე თანხმობის შემდეგ თქვენი ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ერთის მოქმედება და გადაწყვეტილება მეორეზე გავლენას ახდენს. საქორწინო ბეჭდები პასუხისმგებლობის შეხსენებაა.

ღალატისგან დამცავი

მხოლოდ ბეჭედი ღალატისგან ვერ დაგიცავთ, მაგრამ შეიძლება შეაჩეროს ადამიანი, რომელსაც მოეწონეთ. ეს ნიშანს იძლევა, რომ ოჯახი გაქვთ და პარტნიორის ერთგული ხართ. ბეჭედი ურთიერთობის ტონს ქმნის.

მისაბაძი მაგალითი

მშობლების ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა შვილებს ოჯახის ღირებულებები გადასცენ. როცა შვილები თქვენს თითზე საქორწინო ბეჭედს ხედავენ, ქორწინების მნიშვნელობას უკეთ იგებენ. ხედავენ, რომ კამათის და გაუგებრობის მიუხედავად ოჯახს აფასებთ და მასზე უარს არ ამბობთ.

ზოგჯერ საქორწინო ბეჭდის მოხსნა გვიწევს, მაგრამ დიდი ხნით შენახვა არ ღირს. თუ ზომა თქვენთვის შეუფერებელია, უბრალოდ გაადიდეთ ან შეამცირეთ. საქორწინო ბეჭედი ხომ ბედნიერი ოჯახის სიმბოლოა.

Advertisement