Connect with us

თავის მოვლა

5 მეთოდი, რომელიც თქვენს ხელებს 10 წლით გაახალგაზრდავებს

ამბობენ, რომ ხელი ადამიანის ასაკს ააშკარავებს, რადგან სახეზე უფრო ადრე ბერდება. თუმცა ამის თავიდან აცილებას მასზე სათანადო ზრუნვით შეძლებთ.

აი, რამდენიმე რჩევა და წესი, რომლის წყალობით თქვენი ხელები ყოველთვის ნაზი და ლამაზი იქნება.

1. ხელები სწორად დაიბანეთ

საპონთან და წყალთან ხშირი კონტაქტის გამო ხელის კანი ტენს კარგავს და იქერცლება. ამის თავიდან ასაცილებლად მარტივი წესი დაიცავით.

  • ანტიბაქტერიული საპონი აუცილებლობის გარეშე არ გამოიყენოთ და სურნელოვან საშუალებებს მოერიდეთ: ისინი კანს აშორებენ და შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიონ. აირჩიეთ საპონი დამატენიანებელი კომპონენტებით – ჟოჟობას ზეთი, ზეითუნის ზეთი და ალოე ვერა.
  • ხელები თბილი, მაგრამ არა ცხელი წყლით, დაიბანეთ, რომ კანის ბუნებრივი დამცავი ფენა შეინარჩუნოთ.
  • ელექტრო საშრობზე უარი თქვით. ამის ნაცვლად ქაღალდის პირსახოცი გამოიყენეთ.

2. ხელთათმანებზე იზრუნეთ

ხელები მუდმივად გარე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშაა, მათ შორისაა სიცივე, ქიმიური საშუალებები, მშრალი ჰაერი. ზიანის შესამცირებლად ყოველგვარი სიტუაციისთვის ხელთათმანები იქონიეთ:

  • ტყავის, ბეწვის ან ნაქსოვი ხელთათმანი ცივი ამინდისთვის;
  • რეზინის ან ლატექსის ხელთათმანი საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის (ჭურჭლის, იატაკის, ნიჟარის და სხვა ზედაპირების გაწმენდა და ა.შ.)
  • ტექსტილის ხელთათმანი ბაღში სამუშაოს შესასრულებლად.

3. ხელები რეგულარულად დაიტენიანეთ

ხელის კარგი კრემი სასიცოცხლოდ აუცილებელი ისეთი ნივთია, როგორც საპონი ან შამპუნი, ამიტომ კარგად უნდა შეარჩიოთ და გამოიყენოთ.

კრემი აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ, მაგრამ დღეში მაქსიმუმ 2-ჯერ (დილა-საღამოს). თუ მშრალი კანი გაქვთ, კრემი ხელის დასაბანთან ახლოს დადეთ და ყოველი დაბანის შემდეგ გამოიყენეთ. უფრო დიდი ეფექტისთვის კრემი წაისვით, შემდეგ ბამბის ხელთათმანი ჩამოიცვით და ასე მთელი ღამე გაიჩერეთ.

ფრჩხილებიც განსაკუთრებულ მოვლას და დატენიანებას საჭიროებენ. ხელის კრემი წაისვით, ხოლო კუტიკულისთვის E ვიტამინის შემცველი საშუალება იყიდეთ.

კანი არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შიგნიდან უნდა დაატენიანოთ. სწორედ ამიტომ, საკმარისი რაოდენობის წყალი დალიეთ.

ჰაერის დამატენიანებელი შეიძინეთ და გამათბობლების გამოყენების სეზონზე გამოიყენეთ.

4. ამქერცლავი და მკვებავი საშუალებები არ დაგავიწყდეთ

კრემის გარდა ხელების მოვლის კომპლექსში სკრაბები და ნიღბები უნდა შედიოდეს, რომლებიც კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ.

  • ხელის ნიღაბი შეგიძლიათ ხელთ არსებული პროდუქტებისგან მოამზადოთ. მაგალითად, ნახევარი ავოკადო, კვერცხის გული და 1 ს/კ ლიმონის წვენი აურიეთ. ნარევი ხელზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ.
  • სკრაბის სახით შეგიძლიათ ზეითუნის ზეთის და შაქრის ნარევი გამოიყენოთ.
  • რჩევა ზარმაცებისთვის: როცა სხეულის სკრაბს და სახის ნიღაბს იყენებთ, ხელებზეც წაისვით.

5. მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ

ხელის კანის ჰიპერპიგმენტაცია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ასაკობრივი ნიშანია. ამის მიზეზი, როგორც თვლიან დაბერება და ღვიძლის არასწორი მოქმედება სულაც არაა, არამედ მზის სხივების ზემოქმედება: ასაკის მატებასთან ერთად უბრალოდ დაგროვებითი ეფექტი მოქმედებს.

პიგმენტური ლაქების გაჩენა თავიდან რომ აიცილოთ, ხელზე მზისგან დამცავი საშუალება რეგულარულად უნდა წაისვათ.

ციტრუსი კარგ „მათეთრებელ“ ნატურალურ საშუალებას წარმოადგენს. მაგალითად, შეგიძლიათ 1 ს/კ ლიმონის წვენის, 1 ს/კ რძისა და 1 ჩ/კ თაფლის ნარევისგან ნიღაბი მოამზადოთ.

Advertisement