Connect with us

სხვა

5 მარტივი ხრიკი, რომლებიც ნებისმიერი ლაქის მოშორებაში დაგეხმარებათ

5 მარტივი ხრიკი, რომლებიც ნებისმიერი ლაქის მოშორებაში დაგეხმარებათ

თუ თქვენი ბალიში ყვითელი ხდება, ლეიბებს სუნი ასდის, ხოლო თქვენს ტანსაცმელზე მტვერი და ტალახი არის ჩამჯდარი, ამ ლაქების მოშორების მეთოდები არსებობს, რომლებზეც ზედმეტი ფულის გადახდა არ მოგიწევთ.

1.ყვითელი ბალიში

ყოველთვის, როცა სარეცხ მანქანაში ბალიშის გარეცხვას ვაპირებ, ამაზრზენი შეგრძნება არ მტოვებს. ყვითელი ან ოდნავ ყავისფერი ლაქები, რომლებიც ოფლის გამო ჩნდება, არ შორდება.

საბედნიეროდ, არსებობს მარტივი გადაწყვეტილება, რომ თქვენი ბალიში კვლავ ახალივით იყოს. ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა სარეცხი ფხვნილი
  • 1 ჭიქა ჭურჭლის სარეცხი მანქანის სარეცხი საშუალება
  • 1 ჭიქა მათეთრებელი
  • 1/3 ჭიქა ბორაკი

მოქმედება:

1.სარეცხი მანქანის 1/3 ცხელი წყლით აავსეთ.

2.შემდეგ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი დაუმატეთ.

3.მანქანა ჩართეთ, რომ ინგრედიენტები გაიხსნას.

4.სარეცხ მანქანაში ბალიში მოათავსეთ (მხოლოდ ორი ბალიში ერთ ჯერზე, იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდი მოცულობის სარეცხი მანქანა გაქვთ).

5.დაე ბალიშებმა გავლების ორი წრე გაიაროს.

6.შემდეგ მზეზე გასაშრობად გაიტანეთ.

 

2.ლეიბის ლაქა

ახლა, როცა თქვენი ბალიშები ახალივით იქნება, დროა ლეიბიც ასეთივე ახალი და სურნელოვანი გახადოთ!

თქვენ დაგჭირდებათ:

  • საკვები სოდა
  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • ჯაგრისი
  • საცერი

მოქმედება:

1.ლეიბს თეთრეული გადააძვრეთ. ლეიბის ზედა ნაწილიდან და კუთხეებიდან მტვერი მტვერსასრუტის დახმარებით აიღეთ.

2.საცერის გამოყენებით, ლეიბზე საკვები სოდა გულუხვად მოაყარეთ და ჯაგრისის საშუალებით ფრთხილად წაუსვით.

3.10-15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ საკვები სოდა ამოაშრეთ.

4.როგორც კი სუნს გააქრობთ, დროა ლაქის დამუშავეზე იზრუნოთ. უფრო ჩამჯდარი ლაქის ამოსაყვანად შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგის, თხევადი საპნის და მარილის ნარევი გამოიყენოთ, ხოლო სხვა ნებისმიერი ლაქის შემთხვევაში ჭურჭლის სარეცხი საშუალება წაუსვით და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ სითხე მოაშორეთ, მაგრამ ბევრი წყალი არ გამოიყენოთ!

 

3.ღვინო ხალიჩაზე

თუ სახლში ხმაურიანი წვეულება გქონდათ, ალკოჰოლის იატაკზე დაღვრა გარდაუვალია. ყველაზე უარესი რაც ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, ის ხალიჩაზე იღვრება, განსაკუთრებით თუ წითელი ღვინოა. ასეთ შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ:

  • პირსახოცი
  • მარილი
  • გაზიანი სასმელი

მოქმედება:

1.ეცადეთ პირსახოცით იმდენი სითხე ამოაშროთ, რამდენსაც შეძლებთ. დარწმუნდით, რომ ლაქას უფრო არ ზრდით.

2.ლაქას გაზიანი დაასხით.

3.თუ გაზიანი სითხე ლაქას ვერ აქრობს, დიდი რაოდენობით მარილი დააყარეთ. რაც უფრო მეტ მარილს დააყრით, მით უფრო მალე ამოვა ღვინის ლაქა.

 

4.ოფლის ლაქა ტანსაცმელზე

ზაფხულში ძალიან ცხელა და ოფლიდან თავის დაღწევა შეუძლებელია, მაგრამ არ ინერვიულოთ, თუ თქვენს თეთრ პერანგზე ყვითელი ლაქა დარჩა. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ:

  • 1 ჭიქა ძმარი
  • ½ ჭიქა საკვები სოდა
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი

მოქმედება:

1.პერანგი ძმრის და 2 ჭიქა თბილი წყლის ნარევში ჩაალბეთ. 30 წუთით დატოვეთ.

2.საკვები სოდა, მარილი და წყალბადის ზეჟანგი აურიეთ, სანამ ქაფი არ წარმოიქმნება. წყალბადის ზეჟანგი ლაქას ათეთრებს, ხოლო საკვები სოდა და მარილი მას ბოლომდე აქრობს.

3.პერანგი ძმრიანი წყლიდან ამოიღეთ და გაწურეთ. პერანგი პირსახოცზე დააფინეთ და პასტა წაუსვით. 20 წუთით გააჩერეთ.

4.შემდეგ ტანსაცმელი ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

 

5.ტალახის ლაქა

გავრცელებული აზრის მიუხედავად, ზუსტად ვიცით, რომ ტალახის ლაქის ამოყვანა შესაძლებელია. და ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ ძმარი
  • 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი თხევადი საშუალება
  • სამედიცინო სპირტი
  • მათეთრებელი ქლორი (აუცილებელი არაა)

მოქმედება:

1.თხევადი სარეცხი საშუალება და ძმარი 4 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ბინძური ტანსაცმელი მასში ჩადეთ და 15 წუთით გააჩერეთ.

2.წყალი გაავლეთ და გასაშრობად დატოვეთ.

3.თუ ლაქა არ ამოვიდა, დაზიანებული ნაწილი სპირტით გარეცხეთ, შემდეგ წყალი გაავლეთ და ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.