Connect with us

სხვა

5 კვლევა რომელიც რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ

უდავოა, რომ დორდადრო ორგანიზმის საჭიროებები და შესაძლებლობების საგრძნობლად იცვლება. ამიტომ აუცილებელია კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება. დღეს შემოტავაზებთ რჩევებს, რომლებიც სრულფასოვანი ცხოვრების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ამ კვლევების რეგულარული გავლა დაგეხმარებათ:

1. მამოგრაფია

მკერდის სიმსივნე ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილს იკავებს და უკვე 30 წლის შემდეგ ამ დაავადების განვითარების რისკი მატულობს. მამოგრაფია სიმსივნის გამოვლენის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

2. კოლონოსკოპია

ნაწლავის სიმსივნე მეორე ადგილზეა სიმსივნურ დაავადებებს შორის. ამ დაავდების საწყისი სტადიებიშეუმნევლად მიმდინარეობს, ეს კვლევა კი მის საწყის სტადიაზე აღმოჩენაში დაგეხმარებათ რაც გამოჯანმრთელების შანსებს რამდენჯერმე ზრდის. 40 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, ექიმები გვირჩევენ თუნდაც 5 წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს კოლონოსკოპია.

3. ფარისებრი ჯირკვლის შემოწმება

ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც აუცილებელია ყველა ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მისი დარღვევები საკმაოდ რთულად გამოვლენადია რადგან სხვადასხვა სიმპტომები ახასიათებს, ამთ შორის ქრონიკული დაღლილობა, მოთენთიოლობა, დეპრესია, გულის მუშაობის დარღვევები და ლიბიდოს შემცირება.

საბედნიეროდ სისხლის ანალიზებს შეუძლიათ ფარისებრი ჯირკვლის სპეციფიური ჰორმონების სიჭარბის ან ნაკლებობის გამოვლენა.

4. ლიპიდოგრამა

ქოლესტერინი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ორგანიზმისთვის. მისი სიჭარბე ძალიან ცუდად აისახება ორგანიზმზე, განსაკუთრების სისხლძაღვებსა და შიდა ორგანოების მუშაობაზე, მათ შორის ღვიძლის, ნაღვლის და კუჭქვეშა ჯირკვლის.

5. პაპ-ტესტი

საშვილოსნოს ყელის სიმსივნე – ძალიან გავრცელებული დაავადებაა. პაპ ტესტი – სიმსივნის განვითარების წინა უჯრედებს ან სიმსივნურ უჯრედებს სწრაფად ავლენს. ის აჯობებს 40 წლის ასაკამდე ჩაიტაროთ, მისი ჩატარება ასევე სასურველია იმ შემთხევაში თუ პაპილომა ვირუსი დაგიდგინდათ, დაგერღვათ მენსტრუალური ციკლი ან თუ ბევრი სქესობრივი პარტნიორი გყავთ.

დროული კვლევა საშუალებას მოგცემთ თქვენი ცხოვრება და ჯანმრთელობა გააკონტროლოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.