Connect with us

ჯანმრთელობა

5 ვიტამინი, რომლებიც ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

თუ ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი გაწუხებთ, წონის დაკლებას დიდხანს, მაგრამ უშედეგოდ ეცდებით. დიეტოლოგები გამოყოფენ 5 მთავარ ვიტამინს, რომლებიც სწრაფად გახდომაში დაგეხმარებთ.

შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა არ შეიძლება! Alltime.ge-ს რედაქცია ბოლო სამეცნიერო მონაცემებს და ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებებს გთავაზობთ, მაგრამ მხოლოდ ექიმს შეუძლია დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა.

A ვიტამინი

A ვიტამინი, იგივე რეტინოლი, შრომისუნარიანობას ზრდის, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და ძალებს სწრაფად აღადგენს. გახდომის პროცესში საკმარისი A ვიტამინის მიღება გარანტიაა, რომ იმუნიტეტი არ დასუსტდება, როგორც ეს დიეტის დროს ხშირად ხდება. A ვიტამინი პროდუქტებში სუფთა სახით არ გვხდება, ის რეტინოლის და კარატინოიდებისგან სინთეზირდება. პირველს იპოვით ქათმის, ძროხის, ღორის ან თევზის ღვიძლში, კვერცხის გულში, რძის პროდუქტებსა და კარაქში. აი, კარატინოიდები ეძებეთ წითელ და ნარინჯისფერ ბოსტნეულში, ხილსა და კენკრაში, მაგალითად, პომიდორი, სტაფილო, ატამი, გარგარი, წითელი წიწაკა და გოგრა. ბევრი რაოდენობით გვხდება ყაბაყში, კომბოსტოსა და ახალ მწვანილში.

კალციუმი

კალციუმი გასახდომად საუკეთესო მეგობარია. კალციუმი ორგანიზმის მთავარი „მშენებელი“, ასევე ბევრი ფერმენტის აქტივატორია, რომლებიც ენერგიის გათავისუფლებას უზრუნველყოფენ, რაც ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეზე პირდაპირ გავლენას ახდენს. კალციუმის საუკეთესო წყარო რძის პროდუქტებია. კეფირი, რძე, იოგურტი, ხმელი ყველი, ხაჭო. ცხიმის დაბალი შემცველობის პროდუქტები შეარჩიეთ. რძემჟავე პროდუქტი აირჩიეთ, თუ მუცლის ზონაში ზედმეტი წონის მოშორება გსურთ. არ დაგავიწყდეთ, რომ რაციონში ბევრი რძის პროდუქტი დიეტის დროს გვერდით ეფექტებს ამცირებს.

ქრომი

Advertisement

ქრომი ნივთიერებათა ცვლის კიდევ ერთი აქტიური მონაწილეა. პირველ რიგში, ქრომი ინსულინს უკავშირდება და ორგანიზმს გლუკოზის უკეთ ათვისებაში ეხმარება. რა შუაშია დაკლება? ყველაფერი მარტივია: ქრომი სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს, ამიტომ ორგანიზმს გემოს მოთხოვნილებებზე, კერძოდ, ტკბილეულისა და ფქვილისკენ ლტოლვაზე პასუხს აგებს. დასკვნა: რაც უფრო მეტია ორგანიზმში ქრომი, მით უფრო ნაკლები ტკბილეული გსურთ და მადაც ქვეითდება. ქრომის დღიური ნორმა 150 მგ, მაგრამ მისი მიღება რთულია. ქრომით მდიდარი პროდუქტები: ბრაზილიური კაკალი, თხილი, ნიგოზი, ფეტვი, ხბოს ღვიძლი, უმი ხახვი, ლობიო, კარტოფილი, ბროკოლი, ყვავილოვანი და ბრიუსელის კომბოსტო, ასევე ცხიმიანი ზღვის თევზი.

B ჯგუფის ვიტამინები

დიეტოლოგები B ჯგუფის ვიტამინებს შორის გამოყოფენ B1, B6 და B12 ვიტამინებს. B1 ვიტამინი (მეცნიერულად, თიამინი) ნახშირწყლოვანი ცვლისთვის აუცილებელია. მისი დეფიციტი იწვევს მადის ზრდას, გადაძღომისკენ ლტოლვას. შედეგად, წონაში ვიმატებთ. თიამინით მდიდარი პროდუქტები: მუქი მარცვლეული, პარკოსანი, წითელი ხორცი, ღვიძლი, უხეში ხორბლის პური. B6 ვიტამინი იმუნიტეტზე, ქსოვილების აღდგენაზე, ცილოვანი ცვლის სტიმულირებაზეა პასუხისმგებელი. მისი წყალობით სისხლში წარმოიქმნება ერითროციტები, რომელთაც ორგანიზმში ჟანგბადი გადააქვთ. გახდომის პროცესში ცხიმები ჟანგბადის წყალობით იწვება. კავშირი მარტივია: B6 ვიტამინის დეფიციტი წონის შემცირებას ანელებს. ამ ვიტამინით ყავისფერი ბრინჯი და ქერი მდიდარია. B12 ვიტამინი ნივთიერებათა ცვლისთვის მნიშვნელოვანია. მისი დეფიციტი იწვევს გაღიზიანებას, სისუსტეს, დაღლილობას – დიეტის ერთგული თანამგზავრები.  საჭმლის მომნელებელი სისტემა შეიძლება დაირღვას. სასწრაფოდ რაციონში ჩართეთ თევზი, ზღვის პროდუქტები და კვერცხის გული.

კალიუმი

3-5 კგ–ით დაკლებაც კანის მოქნილობას და საძულველ ცელულიტს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად რაციონში კალიუმით მდიდარი პროდუქტები ჩართეთ. ამ მიკროელემენტის დეფიციტმა შეიძლება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს, ამიტომ კალიუმი კიდევ ერთი აუცილებელი ვიტამინია გახდომის მსურველთათვის. კალციუმი საჭმლის სწრაფად მონელებას, ტოქსინების გამოდევნას და კუნთებში ტონუსის ზრდას ხელს უწყობს. რაციონში ჩართეთ ჩირი, ბანანი, კაკალი და ისპანახი. კალიუმის ნამდვილი საწყობია შავი მოცხარი. მალე სეზონი მოვა და არ გამოგრჩეთ!

Advertisement