Connect with us

საკითხავი

5 ეფექტური ხრიკი, როგორ მოვიშოროთ ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი რეცხვის გარეშე

ზოგჯერ საქმისთვის სიცხეში სირბილი გვიწევს, შემდეგ ფეხი იმდენად გვიოფლინდება, რომ სტუმრად მისულს ფეხსაცმლის გახდის გვრცხვენია. ამაში უცნაური არაფერია. უფრო მეტიც, დროდადრო მსგავსი პრობლემა ყველას აწუხებს. თუ, რა თქმა უნდა, ტალკს და სპეციალურ დეოდორანტებს არ იყენებთ. ამასთან ყველამ არ იცის, როგორ მოაშოროს ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი.

გარეცხვა მხედველობაში არ გვაქვს. სამწუხაროდ, სარეცხი მანქანის ბოროტად გამოყენება არ ღირს, თუნდაც საქმე ბოტასს ეხებოდეს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ ბევრი სხვა საშუალება გამოიყენოთ. Alltime.ge–ს რედაქციამ როგორც მინიმუმ 5 ხრიკი შეაგროვა. სტატიის ბოლოს საუკეთესო ვარიანტს იპოვით.

როგორ გავაქროთ ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი

ძმარი

შეუცვლელი ნივთი ყოველდღიურობაში! რისთვის არ იყენებენ: ობის მოსაშორებლად, ქვაბის გასაწმენდად, ძველი დასაჭრელი დაფის სადეზინფექციოდ. ძმარი უსიამოვნო სუნსაც შესანიშნავად უმკლავდება.

ძმარი და წყალი 1:1 პროპორციით აურიეთ და სპრეი ბოთლში ჩაასხით. ფეხსაცმელი დაამუშავეთ და მთელი ღამე ასე გააჩერეთ. დილისთვის ძმრის სუნი აორთქლდება, თავად ფეხსაცმელი კი ახალივით იქნება.

სოდა

კიდევ ერთი დამხმარე ჩვენს სამზარეულოში. სოდა ანტიბაქტერიულ ეფექტს ფლობს და სუნს და სითხეს კარგად იწოვს. ფეხსაცმელში სოდა ჩაყარეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით გადმოყარეთ და სველი ჩვრით შიგნიდან გაწმინდეთ. მზადაა!

სოდის ნაცვლად შეგიძლიათ ცომის გამაფხვიერებელი გამოიყენოთ.

ჩაის პაკეტი

მშრალი ჩაი უსიამოვნო სუნს იწოვს, თან თავად სასიამოვნო ნაზი არომატი აქვს. ჩაის პაკეტები მარჯვენა და მარცხენა ჩექმებში ჩადეთ, რომ ოფლის სუნი უკვე მეორე დღისთვის გაქრეს.

წყალბადის ზეჟანგი

ის არა მხოლოდ სახლის აფთიაქშია გონივრული. საქმე იმაშია, რომ ოფლით გაჟღენთილი ფეხსაცმელი ბევრ ბაქტერიას შეიცავს. ნაწილობრივ მძაფრი სუნში ისინი არიან დამნაშავენი. ფეხსაცმელი ყველა მხრიდან წყალბადის ზეჟანგში გაჟღენთილი ბამბის დისკით გაწმინდეთ.

ლიმონის ნაჭრები

ახლა ყველაზე ეფექტური მეთოდი სუნის გასაქრობად. თავდაპირველად, ფეხსაცმელი წყალბადის ზეჟანგით (3%–იანი ხსნარი) დაამუშავეთ. შემდეგ გარედან საპნით გარეცხეთ.

როცა ფეხსაცმელი გაშრება, შიგნით ლიმონის ნაჭრები ჩადეთ. ლიმონი ანტიბაქტერიულ ეფექტს ფლობს. ხოლო მასში შემავალი ეთერზეთი ფეხსაცმელს სასიამოვნო არომატს ანიჭებს.

აუცილებელი არაა ახალი ლიმონი გამოიყენოთ. ლაიმის და ფორთოხლის ქერქიც გამოგადგებათ. მეთოდი მარტივია, მაგრამ ძალიან ინტიმური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.