Connect with us

საკითხავი

5 ბუნებრივი მეთოდი სახლიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად

5 ბუნებრივი მეთოდი სახლიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად

საშინელი სუნი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საყოფაცხოვრებო პრობლემაა. სახლის დაბინძურების ან მავნებლების პრობლემისგან განსხვავებით, რთულია განსაზღვროთ, თუ საიდან მოდის უსიამოვნო სუნი.

1.სუნი ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით გაანეიტრალეთ

ზოგიერთ ინგრედიენტს უსიამოვნო სუნის შთანთქვის განსაკუთრებული ძალა აქვთ.

თქვენ შეგიძლიათ პრაქტიკულად სახლის ნებისმიერ ოთახში გამოიყენოთ, რომ უსიამოვნო სუნი დაბლოკოთ და გააქროთ.

ძმარი, ჩაის ფოთლები, საკვები სოდა და ხის ნახშირი – ყველა ეს პროდუქტი სუნს შთანთქავს.

მცირე სივრცეებში, მათ შორის მაცივარში, დატოვეთ, რომ მათგან მხოლოდ სასიამოვნო სუნი გამოდიოდეს.

 

2.პლასტმასის კონტეინერებს სუნი მოაშორეთ

მიუხედავად იმისა, თუ პლასტმასის კონტეინერს რამდენჯერ გარეცხავთ, კონტეინერში საკვების სუნი მაინც დარჩება.

კონტეინერი საკვები სოდის პასტით გარეცხეთ ან თეთრი ძმრით აავსეთ და მთელი ღამე გააჩერეთ.

 

3.ხალიჩას სუნი მოაშორეთ

ხალიჩის რეგულარულად გაწმენდის შემთხვევაშიც ქსოვილზე შეიძლება უსიამოვნო სუნი დარჩეს.

ხალიჩას სოდის, დარიჩინის, ჩაის ფოთლების ან როზმარინის ფხვნილის ნარევი მოაყარეთ.

დაე მათ სუნი 20 წუთის განმავლობაში შთანთქან, შემდეგ კი ხალიჩა მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

 

4.ჰაერი გაწმინდეთ

სახლში შეგიძლიათ ნებისმიერი სუნი შექმნათ, ამისთვის წყლის, არყის ან ძმრის ბაზა და თქვენი საყვარელი არომატი გამოიყენეთ.

 

5.სახლი ტკბილი ნაზი არომატით აავსეთ

ხილი დაჭერით, ქვაბში მოათავსეთ, წყალი დაასხით და პიტნა დაუმატეთ. გაზზე დატოვეთ, ნარევი დუღილს დაიწყებს და სახლში სასიამოვნო მოტკბო არომატი გავრცელდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement